საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2015
ძალის დაკარგვა 29.06.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.06.2018
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2015 წლის 25 მარტი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში
სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ
ეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗.
სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანია:
ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ბ) კვალიფიკაციური კადრების მომზადება;
გ) მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
დ) დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა რეგიონებში მცხობრები პირებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 2🔗.
სტაჟიორები
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%); ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 3🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სტაჟიორთა მიღების მიზნით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბრის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში.
2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო)“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს ათ დღეზე ნაკლები.
4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
5. ბიურო თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და წერილობით აცნობებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოებს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
6. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები ვალდებულია, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით, საქართველოს კანონმდებლობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.
მუხლი 6🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს
ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს
(საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი);
ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან.
მუხლი 7🔗.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის
უფლება–მოვალეობები
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 8🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს საჩხერის
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებენ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.