⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.03.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 20.03.2015
ძალის დაკარგვა 04.03.2016
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.131.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 597 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2015 მიღება
04.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
lMG ITL
0,58 0.7
ქ. ქობულეთის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი   ITL
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება №07 2015 წლის 20 მარტი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  ქ. ქობულეთის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის №01 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე დანართი №1 ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ქ. ქობულეთში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ქობულეთის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN =IMG X  ITL X C X K, K სადაც ა)  CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნორმატიული ფასი; ბ)  IMG MG არის ქ. ქობულეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის  -1,3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის -1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის -0,7-ს; დ)  C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ქობულეთში  მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: lMG ITL C k CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,58 1,3 0,24            300030030 54.29 შუალედური ზონა 0,58 1 0,24             150 20.88  პერიფერიული ზონა 0,58 0.7 0,24 150 14.62 3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს - 6.26 ლარს; 4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს -10.44 ლარს; 5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის  ოდენობით და იგი შეადგენს -5.22  ლარს. 6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15  სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის  ოდენობით და იგი შეადგენს -10.44  ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასი. 7. შავი ზღვის ნაპირიდან  500 მეტრის რადიუსში არსებულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებებში (გარდა ქ. ქობულეთისა) და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს -  20.88 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული წესი.                                                              დანართი №2 ქ. ქობულეთის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი   ITL ცენტრალური ზონა ზ.ჟვანიას სახელობის ხიდიდან დ.აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე თბილისის ქუჩისა და მეგობრობის ქუჩის კვეთამდე    1,3 შუალედური ზონა მდ. ჩოლოქის, ოჩხამურის, ,,სმეკალოვკის “ არხის, დასავლეთი მხარე   ცენტრალურ ზონამდე. თავისუფლების  ქუჩა რკინიგზის  გადასასვლელამდე, - თავისუფლების  ქუჩის ჩრდილოეთი მხარე  250 მეტრის რადიუსში, თავისუფლების  ქუჩისა და  რკინიგზის ხაზის  გადაკვეთიდან ქ.ქობულეთის  ადმინისტრაციულ საზღვრამდე რკინიგზის ხაზის  დასავლეთი მხარე მთლიანად ცენტრალურ ზონამდე      1 პერიფერიული ზონა ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი  ტერიტორია; (ე.წ. ემტეესის, გელაურის, ჩოლოქის და სხვა ტერიტორიები)     0,7 .