შპს "მალი XXI"-ის განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ(მესაკუთრე გელა მოდებაძე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
201 5 წლის 23 მარტი
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342)
დირექტორ ი გიორგი ნადარეიშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117
ელ ფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 166
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი :
გელა მოდებაძე; პირადი #20001038875; მცხოვრები: თელავი, გ.ლეონიძის ქ. № 46
აუქციონის ჩატარების დრო : 02.04.2015 წლის 14:00 სთ-დან 08.04.2015 წლის 14:00 სთ-მდე
უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 11246.19 ლარი და 162.5 ლარი
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა : რაიონი ყვარელი, სოფელი შაქრიანი, მიწის ნაკვეთი: 505.00 კვ.მ; მასზე არსებული შენობა-ნაგებობით; საკადასტრო კოდი: 57.10.56.042
უძრავი ნივთის აღწერა : რაიონი ყვარელი, სოფელი შაქრიანი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანისნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 505.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით №1 – 204.2 კვ.მ; №2 – 112.8 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 57.10.56.042
გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება;
სხვა უფლებები: ყურადღება! ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა საფუძველი : შეტყობინება , № 0491706, 21.05.2014, შემოსავლების სამსახური
აუქციონის პირობები :
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, დირექტორ ი გიორგი ნადარეიშვილი