შპს "წინსვლა" სს "ავტოტურისტის" აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ს ს „ავტოტურისტის “ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინსვლა“(საიდენტიფიკაციო ნომერი 448396469), როგორც სააქციო საზოგადოებ ა „ავტოტურისტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 248383271), ჩვეულებრივი სახელობითი აქციების 96.74165 პროცენტის მფლობელი, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს დანარჩენი (მინორიტარი) აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „ავტოტურისტის” ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შპს „წინსვლა“ განცხადებით მიმართავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასისა და გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.
სს „ავტოტურისტის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „წინსვლა“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს „ავტოტურისტის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „ავტოტურისტის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: შპს „წინსვლის“ და სს „ავტოტურისტის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „წინსვლას“ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში, ტელეფონი: 599290505, ან მის წარმომადგენელს – სს „ინდუსტრია-ინვესტს“ ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., №37, ოფისი 19, ტელეფონი (422)270596.
აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74ა, ტელეფონი 2225351, 2251560, ან ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., №37, ოფისი 19, ტელეფონი 599158806.
შპს „წინსვლა “
დირექტორი მურად ქათამაძე