ხონის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2015
ძალის დაკარგვა 27.02.2025
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,423 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2015 მიღება
27.02.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირი თადი საშუალე ბების დასახე ლება
# ძირითადი აქტივის დასახელება
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №11 2015 წლის 30 მარტი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის „ე.ა.“ ქვეპუნქტისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ხონის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.  მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი სტრუქტურული ერთეულების და ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მირ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების  შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მაისის #21 დადგენილება.  მუხლი 6🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე  დანართი №1 ხონის  მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დადგენილება განსაზღვრავს ხონის  მუნიციპალიტეტის (შემდგომში - ს მუნიციპალიტეტი) და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება - მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონება. 2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.  3. დაწესებულება - მუნიციპალიტეტის ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ამ დადგენილების შესაბამისად. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს, ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.  მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე.  2. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც (სერტიფიცირებული აუდიტი) მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიას ხელმძღვანელობს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით დანიშნული პირი. 5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი  1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულო უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც ხონის მინიციპალიტეტის გამგებელი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.  4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.  5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა. 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან კომისიის შემადგენლობით განსაზღვრული პირები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.  მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება  ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, რეალიზება ხორციელდება  კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს  წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.  4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი). 5. ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ეკონომიკური საქმიანობით შეძენილი იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი დაწესებულების დასახელება ______________________________________________ 20____ წლის ,,_____“ ________________მდგომარეობით № ძირი თადი საშუალე ბების დასახე ლება ექსპლოა ტაციაში შესვლის წელი ექსპლოა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლების გადა ფასებამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირე ბულება გადაფა სებამდე (ლარი გრ5-გრ9) გადაფა სების კოეფი ციენტი საქართ ველოს პრეზი დენტის 09.07.1997 წ ბრძანე ბულების საფუძ ველზე ღირე ბულება გადა ფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორ ტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალტ რული ცვეთის % საბო ლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით % საბო ლოო ბუღალ ტრული მდგომა რეობით % ლა რი ლა რი აშშ დო ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1.___________________ 2.___________________ 3.___________________ ვამტკიცებ დაწესებულების ხელმძღვანელი:                                                                               ვადასტურებ აუდიტორი: დანართი №3 ჩამოსაწერ საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი დაწესებულების დასახელება------------------------------ 20____ წლის ,,_____“ ________________მდგომარეობით № ძირი თადი საშუალე ბების დასახე ლება ექსპლოა ტაციაში შესვლის წელი ექსპლოა ტაციაში ყოფნის ვადა ღირე ბულების გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალტ რული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზი კური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბა ლანსო ღირე ბულება გადაფა სებამდე (ლარი გრ5-გრ9) გადა ფასების კოეფი ციენტი საქართ ველოს პრეზი დენტის 09.07.1997 წ ბრძანე ბულების საფუძ ველზე ღირე ბულება გადა ფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადა ფასების შემდეგ (ლარი) საამორ ტიზაციო ანარიც ხის ნორმა ძირი თადი ფონდის სრულ აღდგე ნაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბა ლანსო ღირებუ ლება % ლარი % ლარი ბუღალტ რული ცვეთის % საბო ლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით % საბო ლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით % ლა რი ლა რი აშშ დო ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1.___________________ 2.___________________ 3.___________________ ვამტკიცებ დაწესებულების ხელმძღვანელი:                                                                               ვადასტურებ აუდიტორი: დანართი №4 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი დაწესებულების დასახელება 20____ წლის ,,_____“ ________________მდგომარეობით # ძირითადი აქტივის დასახელება ექსპლოა ტაციაში შესვლის (გამოშვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე % (ლარი) გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გააფასების შემდეგ (ლარი) ნარჩნი საბალანსო ღირებულება (ლარი) შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ შექმნილი 20____წ------------ -----------------------------------#-------------------------------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის_______საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ძირითადი საშუალებების დასახელება), და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1.      ექსპლუატაციაში შესვლი (გამოშვების ) წელი:------------------------------------------------------------------------------------------- 2.      საწყისი საბალანსო ღირებულება:-------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3.      ძირითადი აქტივის თექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ბ)------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის დასვნა:--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის წევრები: 1.___________________ 2.___________________ 3.___________________ ვამტკიცებ, კომისიის თამჯდომარე:---------------------------------- ძირითაი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა-------------------------------------------------------------------------------------------------------------ლარი ლიკვიდაციის შედეგი--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ბუღალტერი:------------------------------------------------- „---------“ --------------------------------20___წელი                                                                                                             კომისიის თავმჯდომარე--------------------------------------                                                                                                                                                             ბ.ა.