“ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.124.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2015 წლის 23 მარტი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
ёბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №10 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე ს/კ 010250050.35.124.016126) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლები:

 „მუხლი 9საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქცია“

1. საკრებულოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციით“.

2. საკრებულოში საქმისწარმოებაში „ბაღდათის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის“ მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

„მუხლი 101 საკრებულოს დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები

1. საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების  სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით.“

2. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის“ მოთხოვნებთან, უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საინფორმაციო და საქმისწარმოების განყოფილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე