„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №190 |
|
2015 წლის 24 მარტი ქ. თბილისი |
„მუხლი 10. ფინანსური დეპარტამენტის უფლებამოსილებები და სტრუქტურა
„1. ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ნაწილში სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს უფროსისათვის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) სააგენტოს საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა (ორგანიზება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სააგენტოს წლიური, კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების, დადგენილი წესით, წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის ორგანოში;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ზ) სააგენტოს მცირეფასიანი, არაფინანსური აქტივების და სხვა მატერიალური ფასეულობების (საკანცელარიო, სამეურნეო და ა.შ. საქონელი) დადგენილი წესით მიღება და განაწილება.
თ) სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
კ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
3. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის მართვასა და კოორდინაციას;
ბ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტსა და წლიურ საბიუჯეტო კანონში სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და წარდგენას, დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით განწერის შემუშავებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
დ) სააგენტოს ბიუჯეტში, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოფს ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
ზ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს პერიოდული ფინანსური ანგარიშგებისა და ბალანსის შედგენას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;
ი) ახორციელებს არაფინანსური აქტივების, მცირეფასიანი და სხვა მატერიალური მარაგების აღრიცხვას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენასა და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილების განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და, საჭიროების შემთხვევაში, მასში განხორციელებული ცვლილების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების წარმართვას.
დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას;
ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების კვარტალური ინფორმაციის ანალიზს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მუშაობას;
გ) ახორციელებს სააგენტოს საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების ფარგლებში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებეს ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მუშაობაში;
ე) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;
ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის ორგანიზებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“
„მ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას.“
|