ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მოწესრიგების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №528
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018800
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აგრო ჯგუფი გენაცვალესათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ მ. ბითაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ თ. მურღულიას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მოწესრიგების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №528
2015 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მოწესრიგების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 ნოემბრის №1599 განკარგულების თანახმად შემუშავებული წინადადების განხორციელების მიზნით:
1. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ამ განკარგულების მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს ,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების პროექტებით განისაზღვროს:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები;
გ) სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული საცავის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტთან არსებული) სისტემურ მართვაზე, მოვლა-პატრონობასა და ფიზიკური დაცვის კომპლექსურ სისტემაზე უფლებამოსილ ორგანოდ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განსაზღვრის საკითხი.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოთ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნასთან დაკავშირებული, შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული საცავის გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი