საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №533
2015 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N303 დადგენილებით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 20 მარტიდან 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით ჩასატარებელი კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი ასიგნებებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი