„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93/ძ
სარეგისტრაციო კოდი
010320040.33.062.016080
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის

მინისტრის ბრძანება  93/ძ

2015 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №323/ძ ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ.ვებგვერდი, 23.10.014წ. სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016071) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის „61 მუხლი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. სახელოვნებო განათლების განყოფილების უფროსი

1. განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სახელოვნებო განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა Windows, Excel, Internet Explorer, Power Point;

გ) უცხო ენის ცოდნა  (სასურველია რუსული ან/და ინგლისური);

1.2 საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ)  „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“  საქართველოს კანონი;

თ) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულება „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“;

ი)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულება.“.

2. მე-IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის „62 მუხლი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 62სახელოვნებო განათლების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი

1. განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა Windows, Excel, Internet Explorer, Power Point;

გ) უცხო ენის ცოდნა  (სასურველია ინგლისური ან/და რუსული);

1.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 განკარგულება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულება.’’

3. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური“ .

4. მე-V  თავის მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსი“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:“.

6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო სამსახურში კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;“.

7. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსის მოადგილე’’.

8. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსის  მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:“.

9. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჯარო სამსახურში კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;“.

10. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის მთავარი სპეციალისტი“.

11. მე-10 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:“.

მუხლი 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                  დიმიტრი  ჯაიანი