შპს”ჯეომეტ და კო”-ს მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/21497-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/21497-14 (330210314665921)

 

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

 

 

 მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

 

2015 წლი 17 მარტი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლო

 მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი : შპს ”ჯეომეტ და კო” (ს/კ 204541745)

წარმომადგენელი (დირექტორი) : მალხაზ ალბორაშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 204541745) დირექტორმა (წარმომადგენელმა) მალხაზ ალბორაშვილმა და ითხოვა შპს ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 204541745) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ”ჯეომეტ და კო” წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. 2014 წლის 9 ივნისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საწარმოს შეერწყა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო შპს ”ისთეით ინვესტმენტს აჭარა”, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ერთი მეწარმე სუბიექტი - შპს ”ჯეომეტ და კო” (ს/კ 204541745). საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, მას არ აქვს ვადამოსული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. დღეისათვის მოვალის ქონებას ჯამში შეადგენს 903,14 ლარი. სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება საწარმოს არ ერიცხება. რაც შეეხება კრედიტორებს, საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია შემოსავლების სამსახური, რომლის მოთხოვნის ოდენობაც შეადგენს 484,13 (ოთხას ოთხმოცდაოთხი მთელი ცამეტი მეასედი) ლარს; საწარმოს ჰყავს ასევე სხვა არაუზრუნველყოფილი კრედიტორები: სს ”Langur Management", მოთხოვნით 1373 (ათას სამას სამოცდაცამეტი) ლარი და გიორგი შეყრილაძე მოთხოვნით 59 957 (ორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

 

ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელმა მოითხოვა შპს ”ჯეომეტ და კოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”ჯეომეტ და კოს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”ჯეომეტ და კოს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

 

 

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 27 იანვარს, კრედიტორ გიორგი შეყრილაძეს ჩაბარდა 2015 წლის 31 იანვარს, სსიპ შემოსავლების სამსახურს - 2015 წლის 28 იანვარს, ხოლო უცხოელ კრედიტორს - სს ”Langur Management"-ს კი 2015 წლის 2 თებერვალს (იხ. აქტი გზავნილის ჩაბარების შესახებ). განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ”არტ აპოლოს” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”ჯეომეტ და კოს” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ”ჯეომეტ და კოს” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ”ჯეომეტ და კო” (ს/კ 204541745) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.

 

2 . შპს ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 204541745) დაევალოს მითითებული განჩინების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

 

3 . განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,#6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                                                   ბესიკ სისვაძე