„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№83
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016293
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №83

2015 წლის 25 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 


მუხლი 1
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება /www. matsne.gov.ge 18.07.2014. 010250050.35.123.016228/:

 

1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები.

 

2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 და მე-14 მუხლები.
3. მე-15 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა–პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა – დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას;

ბ) ელექტრონული – საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა – პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

დ) საკრებულოსა და მერიის სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ე) საკრებულოსა და მერიის სამსახურების ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ვ) საკრებულოსა და მერიის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;

ზ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის ჩატარებასა და საინვენტარო უწყისის შედგენაში;

თ) აწარმოებს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მწყობრიდან გამოსული ინვენტარის არსებული წესით ჩამოწერას;

ი) ახდენს ოფიციალური დელეგაციებისა და საპატიო სტუმრების მიღებების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

კ) ადგენს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების სქემებს და აწესრიგებს პარკირების პროცესს;

ლ) უზრუნველყოფს სამეურნეო – ტექნიკური პერსონალის მუშაობის ორგანიზებას;

მ) უზრუნველყოფს კომპიუტერული და ორგტექნიკის გამართულ მუშაობას; უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში დანერგილი ელექტრონული პროგრამების გამართულ მუშაობას;

ნ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას კომპეტენციის ფარგლებში;

ო) ამზადებს წინადადებებს ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით;

პ) ამზადებს ელექტრონულ საშვებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად და გადასცემს თანამშრომელს;

ჟ) აწარმოებს გაცემული ინდივიდუალური მუდმივი მოხმარების ელექტრონული საშვების სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციას და უზრუნველყოფს საშვის მიღებაზე სარეგისტრაციო ჟურნალში თანამშრომლის ხელმოწერის დაფიქსირებას;

რ) უზრუნველყოფს საერთო ერთჯერადი მოხმარების ელექტრონული საშვების აღრიცხვას და გადასცემს საშვების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს;

ს) უზრუნველყოფს ვიდეო – სამეთვალყურეო სისტემის გამართულ მუშაობას;

ტ) ახდენს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის /www.kutaisi.gov.ge/  ადმინისტრირებას;

უ) ასრულებს IT ადმინისტრატორის ფუნქციებს;

ფ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციების მიწოდებას დადგენილ ვადებში;

ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი