„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №89

2015 წლის 25 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის № 254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2401 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დ გ ე ნ ს :

 


მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

 

2. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/

 

3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) და საჯარიმო ქვითრების ფორმები (ოქმები) (დანართი №3 და დანართი №31).

/დანართები №2, №3 და №31 დადგენილებას თან ერთვის/“

 

მუხლი 2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა მურღულიამ უზრუნველყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის, დანართი №31-ის შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანდართული ნიმუშის მიხედვით.

 

მუხლი 3
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა მურღულიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში რეგისტრაციაში გაატაროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული, გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დანართი №31) ნიმუში.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 26 მარტიდან.

თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი



დანართი №1

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის,  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საარჩევნო კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების /დოკუმენტების/ ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების /დოკუმენტების/ რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების /დოკუმენტების/ რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრების (ოქმები) ფორმები, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრები (ოქმები) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები:

ა. ნომერი;

ბ. დამცავი ბადე;

გ. უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს.

2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დანიშნული ამისათვის პასუხისმგებელი პირი.

4. ოქმების გატანის უფლება /სამსახურის უფროსის წერილობითი მოთხოვნით/ აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე მერის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს.

5. მერიის სტრუქტურულ ერთეულებზე ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ხელის მოწერით.

6. მერიის სტრუქტურულ ერთეულებში ოქმების მიღება, გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ხელისმოწერით.

7. მერიის სტრუქტურული ერთეულები ოქმების წარმოებაზე /გაუქმებაზე/ ამზადებენ ყოველთვიურ ანგარიშს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.


მუხლი 3. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, - გაცემის შემდეგ, - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან.

3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.


მუხლი 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენა და წარმოება
1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:

ა. ერთი საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს /ორგანოს/ და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს;

ბ. მეორე ბარდება სამართალდამრღვევს, შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით;

გ. მესამე რჩება ოქმის შემდგენელთან.

3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ოქმის შემდგენმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.

4. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს  /აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს/.

5. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა. ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;

ბ. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ. ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;

დ. ნორმატიული აქტი /ნორმაზე მითითებით/, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ე. მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები /ასეთის პირობების შემთხვევაში/; იურიდიული პირი - იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები;

ვ. მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;

ზ. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

7. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.

8. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

9. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

10. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება (გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრებისა) იმ ორგანოს /თანამდებობის პირს/, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების (ოქმების) შედგენიდან 10 დღის ვადაში, ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტრულ ქვედანაყოფს.

12. ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.


მუხლი 5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმი) შედგენა და წარმოება
1. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) დგება სამ ეგზამპლარად.

ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ბ. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ იმყოფება სამართალდარღვევის ადგილზე, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო, მეორე ეგზემპლარი საფოსტო გზავნილით ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, საცხოვრებელ მისამართზე, მესამე - რჩება საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელთან.

3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში აღინიშნება:

ა. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

ბ. ოქმის შედგენის თარიღი დრო და ადგილი;

გ. ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი, მოდელი;

დ. სამართალდარღვევის ადგილმდებარეობა (ქუჩის მითითებით);

ე. ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;

ვ. ნორმატიული აქტი /იმ ნორმაზე მითითებით/, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ზ. ჯარიმის ოდენობა;

თ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენის ხელმოწერა;

ი. შენიშვნა.

4. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მე-2 ნაწილში აღინიშნება:

ა. მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ - სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები /ასეთის პირობების შემთხვევაში/;

ბ. ჯარიმის ოდენობა;

გ. სამართალდამრღვევის ხელმოწერა;

დ. საბანკო რეკვიზიტები, სახაზინო კოდი;

ე. საბანკო დაწესებულების ან გადამხდელის მიერ აღნიშვნის გაკეთების გრაფა;

ვ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენის ხელმოწერა;

ზ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მოქალაქის უფლებები და მოვალეობები.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმი) შევსება და წარმოების სხვა მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9 მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით.


მუხლი 6. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და წარმოება
1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

2. უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

3. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას.

5. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება.

7. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები სამართალდამრღვევის (ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, მისამართი პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები, იურიდიული პირი – სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი მონაცემები) შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნორმა;

ვ) ჯარიმის ოდენობა;

ზ) მოწმე (თუ ასეთი არის) სახელი, გვარი და მისამართი;

თ) დამრღვევის ახსნა–განმარტება;

ი) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;

კ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

8. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება:

ა) გადამხდელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) გადამხდელის მისამართი;

გ) ჯარიმის ოდენობა სიტყვიერად და ციფრებით;

დ) კანონის შესაბამისი მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, შენიშვნა;

ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;

ვ) საბანკო კოდი;

ზ) სახაზინო კოდი;

თ) მიმღები მოლარე;

ი) შემომტანი;

კ) თარიღი;

9. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

10. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსება და წარმოების სხვა მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით.


მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემების აღრიცხვა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონაცემების შესახებ აღრიცხვას აწარმოებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები.

მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა. ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ. ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ“ აქტის ფორმის /დანართი №5/ შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი /ჩამოწერილი/ ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.

3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია  ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული დანართისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.


მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


დანართი №31

 

(ნიმუში)

 

 
ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000000

 

1. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ოქმის შედგენის თარიღი რიცხვი, თვე, წელი და ადგილი/

2. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი/

3. მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – – – – – – – – – – – – – –

/ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, მისამართი პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები/ იურიდიული პირი - სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი მონაცემები/

4. დავადგინე, რომ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი/

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის – – – – მუხლის – – – –  ნაწილით

6. ჯარიმის ოდენობა – – – – – – – – – – – – – – – – – – ლარი

/სიტყვიერად/

7. დამრღვევის ახსნა–განმარტება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

8. მოწმე ან/და დაზარალებული – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

                                      /სახელი, გვარი, მისამართი/          /ხელმოწერა

9. ოქმის შემდგენელი – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

                                /სახელი, გვარი/             /ხელმოწერა

10. სამართალდამრღვევი პირი – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

                                              /სახელი, გვარი/                    /ხელმოწერა

11. ჩავიბარე ოქმი – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/სამართალდამრღვევის ხელმოწერა/

12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები – – – – – – – – – – – –

13. შენიშვნა – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252- მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებები, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობები; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273- მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება 10 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ჯარიმის დაკისრება დამრღვევს არ ათავისუფლებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

ნაწილი II

საჯარიმო ქვითრის ყუა

000000000

 

ეს ნაწილი რჩება საბანკო

დაწესებულებაში

 

  1. – – – – – – – – – – – – – – – – – –

/გადამხდელის სახელი, გვარი, პირადი №/

  2. – – – – – – – – – – – – – – – – – –

/გადამხდელის მისამართი/

  3. – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ჯარიმის ოდენობა სიტყვიერად და ციფრებით/

  4. – – – – – – – – – – – – – – – – – –

/კანონის შესაბამისი მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, შენიშვნა/

– – – – – – – – – – – – – – – – – – –

  5. – – – – – – – – – – – – – – – – – –

/სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი/

  6. საბანკო კოდი – – – – – – – – –

  7. სახაზინო კოდი – – – – – – – –

  8. მიმღები მოლარე – – – – – – –

/ხელმოწერა/

  9. შემომტანი – – – – – – – – – – –

                       /ხელმოწერა/

 

  ბ.ა.

 

თარიღი – – – – – – – – – – – – –

/რიცხვი, თვე, წელი/

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ