საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ9“ ქვეპუნქტი:
„ჰ9) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები.“.
2. მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული;“.
3. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებებად ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არიან მოთავსებული;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18511 მუხლი:
„მუხლი 18511. ქმედუუნაროთა საარჩევნო უფლებები
პირებს, რომლებიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროებად ცნო და რომლებიც სტაციონარში არიან მოთავსებული, არ აქვთ არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3402-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3402-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.04.001.016131.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №3402-IIს, 20.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2786435/