„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2015 წლის 25 მარტი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/08/2014; 010250020.35.149.016199) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

ბ)    დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.”

გ)    დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისგან და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

მუნიციპალიტეტის ბუღალტერია;

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ბუღალტერიის განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“

დ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“ პუნქტი:

„რ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას.“

ე)  დადგენილებით დამტკიცებული დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბუღალტერია

მუნიციპალიტეტის ბუღალტერია წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;

ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;

გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.”

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე