,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016313
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2015

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №15

2015 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სამინისტროს გენერალური ინსპექცია

1. გენერალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ)  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

ბ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ბ.დ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება;

ბ.ე) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;

ბ.ვ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;

ბ.ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ელექტრონული საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ნოემბრის №1641 ბრძანება;

გ) სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ.გ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება;

გ.ზ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;

გ.თ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;

გ.ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ელექტრონული საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ნოემბრის №1641 ბრძანება;

დ) სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

3. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ)  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

ბ.ბ)  ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი;

ბ.გ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

ბ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ბ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება;

ბ.ზ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;

ბ.თ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;

ბ.ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ელექტრონული საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 24 ნოემბრის №1641 ბრძანება;

გ) სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.‘‘.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.04.2015.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.016313.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №15, 07.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016313 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2786957/