📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
ძალაში შესვლა 01.04.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №13/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,058 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2015 მიღება
01.04.2015 ძალაში შესვლა
01.01.2016 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №13/2015 2015 წლის 26 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.2 პუნქტით დამტკიცებული საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 2). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) გამოცდილება მენეჯმენტსა და პროექტების მართვაში; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი; ზ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება და საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი; ზ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 3🔗 საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება და საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი; ზ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 4🔗 საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) ცესკოს რეგლამენტი. მუხლი 5🔗 საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) ცესკოს რეგლამენტი. მუხლი 6🔗 საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში (საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება არ არის სავალდებულო სტამბის თანამშრომლისათვის); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (არ არის სავალდებულო სტამბის თანამშრომლისათვის); ე) XEROX-ის ფირმის ასლგადამღები და საბეჭდი მანქანების მომსახურების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება (მხოლოდ სტამბის თანამშრომლისათვის); ვ) XEROX-ის ფირმის ასლგადამღები და საბეჭდი მანქანების ოპერატორის სერტიფიკატი (მხოლოდ სტამბის თანამშრომლისათვის). 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; დ) ცესკოს რეგლამენტი.