„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36/04
სარეგისტრაციო კოდი
200090000.18.011.016164
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №36/04

2015 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

  • პირველ მუხლს დაემატოს  შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
  • „4. ამ წესის მიზნებისთვის მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი არის საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემული პირობებიდან ერთ-ერთს:

    ა) მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცალკეული გადახდის ოპერაციის განხორციელება, რომლის ოდენობა არ აღემატება 70 ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო თუ ამ ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში, მაშინ ოპერაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 140 ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში;

    ბ) მისი საშუალებით განხორციელებული გადახდის ოპერაციების ჯამური ოდენობა დღეში არ აღემატება 350 ლარს ან  მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო თუ ამ ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში, მაშინ ოპერაციების ჯამური ოდენობა არ აღემატება 1500 ლარს ან  მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში;

    გ) მასზე დროის ნებისმიერ მომენტში შეუძლებელია შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა აღემატება 1500 ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში.“.

     

  • მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • „გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს პროვაიდერის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას;

    დ) ინფორმაცია პროვაიდერის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილის (შემდგომში მნიშვნელოვანი წილის) მფლობელების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს პროვაიდერის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში - დამატებით შესაბამისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან);“.

     

  • მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • „ვ) ცნობა პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლეობის შესახებ, რომელიც მოქმედია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის, ხოლო უცხოეთის ორგანოების მიერ გაცემული ცნობის შემთხვევაში აღნიშნული ცნობის გაცემიდან ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღამდე პერიოდი არ აღემატება 60 დღეს;“.

     

  • მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე–9 პუნქტი:
  • „9. პროვაიდერი, გარდა იმ პროვაიდერისა, რომელიც საგადახდო მომსახურებას ახორციელებს მხოლოდ მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტებით, ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სააღრიცხვო ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამკტიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით.”.

    მუხლი 2
    ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე