ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №19/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2015
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 14.03.2018 საქართველოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი 88% 17.12.2025 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 21.08.2017 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 27.08.2024 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 31.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №19/2015 2015 წლის 26 მარტი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოსთვის განცხადებით მომართვის შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები, საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მუხლი 2🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართოს უშუალოდ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწვდის ცესკოს. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი