„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 34-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე განცხადება დაინტერესებულ პირს შეაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ან შესაბამის ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.“.
2. 36-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას წინასწარ განიხილავს და მასალებს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:
„1 1 . ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს წინასწარ განიხილავს და მასალებს ამზადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი.“.
3. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. სახელმწიფო ბაჟი
1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ პირმა საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად დაკარგა, მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანისას იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 16 დეკემბერი.
№2381 –რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2381. სარეგისტრაციო კოდი — 010.110.000.04.001.002.052.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №2381, 16.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.002.052 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27886/