ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2015
ძალის დაკარგვა 03.08.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8/11
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8/11
2015 წლის 26 მარტი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 22-ე მუხლების და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობების მიხედვით:
1.
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15000 ლარი.
2.
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1600 ლარი.
3.
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.
4.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
5.
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%.
6.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი.
7.
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3000 (სამი ათასი) ლარი.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილება.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია