კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.018522
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2015
matsne.gov.ge 389 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 03.08.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 24.11.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დაფუძნებისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 23.02.2026 „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 77% 26.01.2024 ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 76% 24.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №137 2015 წლის 26 მარტი ქ. თბილისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-17 და 129-ე მუხლების, 130-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 133-ე მუხლის,  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის,  41-ე მუხლის, 47-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:  მუხლი 1🔗 სსიპ  -  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, გარდა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის  და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების,  გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე,  წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილება.  მუხლი 2🔗 მიეცეს უფლება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის  და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტზე, რის თაობაზეც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებულ საკითხებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები ან სარჩელის საფუძველზე დაწყებული სასამართლო დავები დასრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესით. მუხლი 4🔗 სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების გაცემული ნებართვების (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვების შეთანხმების, აღნიშნული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების და ამ აქტებზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა.  მუხლი 5🔗 დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.   მუხლი 6🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის №275 დადგენილება „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი