დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2015
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.156.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის
დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2015 წლის 27 მარტი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 99-ე მუხლის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – გამგებელი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერის) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გარდა) ან და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვა
სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში, სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები;
ბ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები;
გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან სხვა მოსალოდნელი მატერიალურ სიკეთეს.
2. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება იმ პროგრამების (ქვეპროგრამების), ღონისძიებების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში როგორც მიმდინარე, ისე კაპიტალური ხარჯები, თუ ეს საჭიროება არ დადგა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი;
ბ) პროგრამისთვის (ქვეპროგრამისთვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა;
გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის) ღონისძიების ორი ან და მეტი მიმართულება;
დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისთვის, ნაწილობრივ აცილებისთვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისთვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, გამგებელი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.