დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2015
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და
უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის
დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2015 წლის 27 მარტი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და
უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესი“ (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი აწესრიგებს:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობებს. ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ბ) წესი ვრცელდება დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებსაც საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში ჰყავთ სხვადასხა სახის შინაური ცხოველი (ძროხა, ცხენი, ვირი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა).
მუხლი 2🔗.
გადაწყვეტილების მიზანი
წესის მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტში იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პატრონიანი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უმეთვალყურეო ცხოველი - ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
გ) ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე) - პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა - ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება - დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) ცხოველთა სადგომი - სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
მუხლი 4🔗.
პირუტყვის მოვლა-პატრონობა
შინაური ცხოველების მესაკუთრეები(მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:
ა) არ დაუშვან მათი შინაური ცხოველების გაშვება სპეციალური იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ: ქალაქის ქუჩებში, პარკებში, მოედნებსა და სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
ბ) მკაცრად დაიცვან შინაური ცხოველების შენახვის წესები, უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველების მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება, აგრეთვე, შინაური ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო (ანტისანიტარიული) პროდუქტების გამოყენება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების სახით;
გ) ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში;
დ) ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება, ვაქცინაცია, მკურნალობა და სხვა.
ე) მეპატრონემ ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს;
ვ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
წვრილფეხა და მსხვილფეხა უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობები, კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი პასუხისმგებლობა
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (ქალაქის ტერიტორიული ერთეულების ცენტრალურ ნაწილებში, ქალაქის პარკებში, ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში, და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) აკრძალულია შინაური ცხოველების გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში დმანისის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვზე კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლის განხორციელება გამგეობას შეეძლება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ახდენს მოხეტიალე შინაური ცხოველის დაჭერას და გადაჰყავს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), სადაც ხდება შინაური ცხოველის იზოლირება. შინაური ცხოველის იზოლირება და მესაკუთრეთათვის დაბრუნება ხდება ექიმ- ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ.
2. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული შინაური მოხეტიალე ცხოველების იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე) სათანადო მოვლით, შენახვით, დაცვით, კვებითა და დარწყულების უზრუნველყოფით.
3. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი პირი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ ორგანიზაციას, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას აწარმოებს დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ორგანიზაცია, რომელთანაც კანონით დადგენილი წესით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია:
ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება;
ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველის მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებანი;
გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა;
დ) შინაური ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე შინაურ ცხოველს ჩაუტაროს შესაბამისი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება, არის თუ არა იზოლირებული შინაური ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონისათვის დაბრუნების დროს;
ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
7. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მაშინ მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗.
ცხოველთა სადგომები
წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად უნდა ჰქონდეს:
ა) შერჩეული (გამოყოფილი) სპეციალურად ამ საქმიანობისათვის სათანადოდ შემოღობილი და აღჭურვილი ტერიტორიები/სადგომები;
ბ) შესაბამისი პირობები იზოლირებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის;
გ) შესაბამისი ხელშეკრულება ექიმ-ვეტერინართან, რომელიც განახორციელებს იზოლირებული შინაური ცხოველის ვეტერინარულ შემოწმებას.
მუხლი 7🔗.
შინაური ცხოველის მესაკუთრის (მეპატრონის) პასუხისმგებლობა
1. ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, სკვერებში, გაზონებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, პირველ შემთხვევაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. უმეთვალყურეოდ მიტოვებული მოხეტიალე შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმების უფლება აქვს იმ ორგანიზაციას, რომელთანაც კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგეობა გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას წინამდებარე დადგენილების აღსრულებისათვის.
3. იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონე (მესაკუთრე) ვალდებულია მიაკითხოს შესაბამის ორგანიზაციას. იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონის მიერ მფლობელობის დამტკიცების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მესაკუთრეს.
4. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ ადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მეპატრონეს მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე, საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, რაზედაც პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
5. იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველის იზოლირების მომენტიდან მესაკუთრე (მეპატრონე) 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხდის დაწესებულ ჯარიმას, ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, ექვემდებარება რეალიზაციას. ამოღებული თანხიდან დაიფარება ჯარიმის ოდენობა, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა რეალიზაციაში გაშვებული შინაური ცხოველის უკვე ყოფილ მესაკუთრეს. რეალიზაციის შემდგომ პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება.
მუხლი 8🔗.
შინაური ცხოველის (პირუტყვის) მოკვდინება
იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პირუტყვი) ექიმ-ვეტერინარის მიერ ჩატარებული შემოწმების და მისი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება დაავადებული და ქმნის გადამდები დაავადებების/სნეულებების გავრცელების საშიშროებას, მაშინ იგი შესაბამისი სანიტარიული ნორმების (წესების) დაცვით ექვემდებარება განადგურებას.