„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2015 წლის 27 მარტი ქ. წყალტუბო |
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი და დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. დაზარალებული ოჯახი - სტიქიური, მოვლენების, საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომელსაც სტიქიური მოვლენის, საგანგებო სიტუაციების შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი.
3. დახმარება - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის ერთჯერადად გაწეული ფინანსური დახმარება ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებით.
4. დოკუმენტაცია - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით კომისიის მიერ მოპოვებული წერილობითი მასალა.
2. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირი.
3. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი/წევრები განცხადებაში მითითებული საკითხის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნას და გამგეობის სამსახურების მიერ დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველ ინფორმაციას/ცნობას/აქტს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც.
3. კომისიის წევრის/წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) დაზარალებულის განცხადებას;
ბ) დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს ან სხვა დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია;
გ) კომისიის წევრის (წევრების) მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს;
დ) ფოტომასალას;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის შუამდგლომლობას პირის დაზარალების შესახებ, დაზიანებული შენობა-ნაგებობების სურათებით;
ვ) გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ობიექტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ზიანის დადგენის შესახებ ინფორმაციას;
ზ) ხანძრის დამადასტურებელ დოკუმენტს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებიდან;
თ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიღება-ჩაბარების აქტი, ცნობა-დახასიათება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან);
თ1) საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, დახმარება გაიცეს გარდაცვლილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეუღლე, დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა) ოჯახის წევრების წერილობითი თანხმობით; ხოლო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ოჯახის წევრი, დახმარება გაიცეს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მის მემკვიდრეზე - სხვა მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე არის იურიდიული პირი ან სახელმწიფო.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების გაწევის ან უარის თქმის შესახებ.
2. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც აისახება კომისიის სხდომის ოქმში და კომისიის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.
3. კომისიის მიერ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენისა და საკითხის ირგვლივ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახისათვის თანხის ჩარიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში, საფინანასო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.