„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6-22 |
|
2015 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებას დაემატოს 31 მუხლი:
„31 მუხლი
დამტკიცდეს „ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (დანართი 4).
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს’’ (დანართი 1) დაემატოს 201 მუხლი:
მუხლი 201. ხეების სხვლა-ფორმირება
1. ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით ხორციელდება ხეების სხვლა- ფორმირება.
2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ხეების ფორმირება წარმოებს „ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის“ (დანართი 4–ის) შესაბამისად.“.
|
ზოგადი დებულებები
2. ამ წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანსაღი გარემოს შექმნა, ხეების სიჯანსაღის შენარჩუნება და ამასთანავე, მათი მდგრადობის ამაღლება.
მოსამზადებელი სამუშაოები
ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი
2. წინასწარი შეფასება ხის მოვლის დაგეგმვის მიზნით, გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობის დადგენას, რის შედეგადაც მიღწეულ იქნება სასურველი შედეგი.
3. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასებისას ხორციელდება:
ა) ხის ფუნქციური დანიშნულების დადგენა, სპეციფიური მონაცემების გაანგარიშება;
ბ) ხის დაზიანების ხარისხის და სახის დადგენა;
გ) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის ღონისძიებათა სახეების დადგენა;
დ) ხის მორიგი გამოკვლევის ვადების დადგენა.
4. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:
ა) ნარგავების სიმჭიდროვე, როცა ცალკეული ნარგავების ვარჯები გადახლართულია ერთმანეთში 1/3–ზე მეტით;
ბ) გამხმარი და ხმობადი ტოტების არსებობა;
გ) ვარჯის დეფორმაციის ხარისხი;
დ) ხნოვანება – ფიზიოლოგიურად დაბერებული, ხმელი ტოტებით, დაზიანებული მერქნით, დაზიანებულნი მავნებელ–დაავადებებით.
ხის მოვლის სახეები (ფორმები)
ა) ფორმირებითი სხვლა;
ბ) სანიტარული სხვლა;
გ) გამაახალგაზრდავებელი სხვლა.
ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;
ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები და სხვა).
2. ხის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია:
ა) სწრაფმოზარდ სახეობებში ფორმირებითი სხვლა ხორციელდება ყოველწლიურად;
ბ) ნელამოზარდ სახეობებში ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრაც ხორციელდება;
გ) ფოთლოვან სახეობებში აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა აუცილებელი არ არის, ვინაიდან ეს მცენარეები გამოყოფენ ფისს, რომელიც იცავს ჭრის ადგილებს;
დ) ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, ხე, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვებით.
ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება;
ბ) გვერდითა ნაზარდების და ამონაყარის მოცილება (ვარჯის აწევა);
გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობის და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა.
2. ხის სანიტარული სხვლა რეკომენდებულია:
ა) თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი;
ბ) სანიტარიული სხვლა რეკომენდირებულია განხორციელდეს სისტემატიურად, წლის განმავლობაში 1–2 ჯერ.
2. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება:
ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა;
ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას;
გ) პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას.
3. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია:
ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას;
ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი;
გ) სხვლა უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან აპრილამდე. 2–3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვერხვების შემთხვევაში (გარდა თეთრი ვერხვისა), სხვლა ხორციელდება ფოთოლცვენის შემდგომ, წვენის მოძრაობის დაწყებამდე;
დ) ტოტები შეიჭრება განშტოებებიდან არანაკლებ 20 სმ-ზე. 1–3 წელიწადში ხორციელდება ვარჯის შეთხელება. 3–4 წელიწადში შესაძლებელია სხვლის განმეორება.
4. ყველა სახის სხვლა–ფორმირებისას აუცილებელია დაცული იქნეს შემდეგი პირობები:
ა) ხეეების ვარჯის სხვლა ფორმირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას;
ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტი.
ხის ვარჯის ჭრის ტექნოლოგია
2. თხელი, სუსტი და ძალიან წვრილი ტოტები ხელის ხერხით ან/და ტოტის საჭრელი მაკრატლით უნდა მოიჭრას.
3. ახალგაზრდა ნაზარდების მოცილება ხორციელდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ; ჭრის ადგილი უნდა იწყებოდეს კვირტის წარმოქმნის სიბრტყეზე საწინააღმდეგო მხრიდან და უნდა დამთავრდეს კვირტის წვეროსთან.
4. ძლიერი ტოტების მოცილება, მერქნის დახეთქვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია განხორციელდეს სამი ჭრით. უსაფრთხოების მიზნით ხდება ტოტის თოკით დამაგრება. პირველი ჭრა ხდება ხის ტოტის ქვემოთა მხრიდან, დაახლოებით ხის ტოტის სისქის 1/4 სიღრმეზე. მეორე ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ზედა მხრიდან, 3-5 სმ- ის დაცილებით. მესამე ჭრა სრულდება ხის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ (დანართი 1, ნახაზი 1).
5. ხეების სხვლისას უმეტეს შემთხვევაში ტოტის ჭრის კუთხე რეკომდებულია 120–1350 . ამგვარი გადანაჭრელები თანაბარზომიერად იფარება კალუსით.
2. შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი ტოტების მოჭრა, კერძოდ იმ ხეებისთვის, რომლებსაც ვარჯის სიმეჩხერისკენ აქვთ ტენდენცია (მაგალითად, როგორიცაა: წაბლი, არყის ხე, ალვის ხე და ტირიფები). ეს ღონისძიება დასაშვებია, თუ უხეში ან ძლიერი ტოტების ჭრა ხის დაზიანების (როგორიცაა გადატყდომა, გაბზარვა) თავიდან ასაცილებლად ხდება.
3. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ტოტის შეერთების ადგილი - რგოლი ან/და დასაცავი ზონა/ადგილი შენარჩუნდეს, აგრეთვე შესაძლებელი იყოს დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას ფარავს); ტოტის მოჭრის შემდეგ არ უნდა დარჩეს ნარჩენი.
4. ჭრის განხორციელება, ძლიერი ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 3.).
5. ჭრის განხორციელება, უხეში ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 4.)
2. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება. გზის სავალი ნაწილის მხარეს, ადრეული ასაკიდანვე ხდება ხის ქვედა ტოტების შესხვლა 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით 2,50 მეტრის სიმაღლეზე (დანართი 3, ნახაზი 5).
განსაკუთრებული ღონისძიებები
2. გადაბელვით ღონისძიებებს გააჩნია ნეგატიური შედეგები:
ა) გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება;
ბ) გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი;
გ) წონასწორობა ფესვებსა და ხის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები;
დ) გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათთებიან არამდგრადობით და ხდება მათი ხის ღეროსთან შეერთების ადგილებში გადატეხვა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს.
3. გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
1. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაშვებია ხის ვარჯის დაზიანებული ტოტების ან/და ვარჯის ნაწილის ჭრა.
2. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხის ვარჯის შემცირება დასაშვებია მისი (ვარჯის) სიმაღლის 20 % - ის ოდენობით, რათა მან შეძლოს შემდგომი განვითარება. 3. დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი მოჭრილი ნაწილის პროპორციულად გაისხლას. 4. ტოტები უნდა მოიჭრას დასატოვებელ ტოტთან, რომლის დიამეტრიც, მოჭრის ადგილას, მოსაჭრელი ტოტების დიამეტრის დაახლოებით 1/3 უნდა შეადგენდეს. 5. ახალი ამონაყრები, მოძრაობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უნდა განცალკევდეს ან დამოკლდეს. 6. ჭრა უნდა შესრულდეს არსებული ჭრის ადგილიდან ზევით, მაგრამ არა დაზიანების შედეგად არსებული ჭრილობის შეხორცების ადგილას. 7. ეგრეთ წოდებული "მკურნალობა" უნდა ჩატარდეს სისტემატიურად, ყოველ 3- 5 წელიწადში ერთხელ; 8. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.
დანართი 1 · ნახაზი: 1 · ნახაზი: 2 დანართი 2 · ნახაზი: 3 · ნახაზი: 4
დანართი 3 · ნახაზი: 5 ქუჩის პირობებში უსაფრთხოებისა და სინათლის ადგილის პროფილი · ნახაზი:6 · ნახაზი: 7 დანართი 4
ხის სქემა
დანართი 5
გამოყენებული ცნებები
|