⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.02.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 987 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2015 მიღება
08.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“  ქვეპუნქტისა და  61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება’’ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილების და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 2. სამსახური წარმოადგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, ასევე დადგენილ ორგანიზაციულ-სამართლებრივ წესრიგზე ზედამხედველობას, კონტროლს - სანებართვო პირობების შესრულებასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე. სამსახური ვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოავლინოს უნებართვო და კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ფაქტები და მასზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.  3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 150-ე მუხლებით,  საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში სამსახური ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს. 4. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 6. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 7.სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ამოცანებს. 8. სამსახურის სრული სახელწოდებაა  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური”. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და  საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამსახურის მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის  განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა; ბ) შემოწმება მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე. კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; კონტროლი შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; გ) ქალაქის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე ზედამხედველობა; დ) ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დავალებების შესრულება; ე) სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობა. 2. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია: ა) გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი  გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი; ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა) დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლი; დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; ე) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება; ვ) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა და ამავე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების  შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია: ა) მოახდინოს მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება); ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება მშენებლობის მონაწილეებზე სამშენებლო ნორმების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილია შეამოწმოს დამრღვევი და  შეადგინოს შემოწმების აქტი; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა და/ან მშენებელი ორგანიზაციისაგან დამატებით მოითხოვოს საექსპერტო  დასკვნის წარდგენა; ე) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირებას; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს გონივრულ ვადაში წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზ) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი სპეციალისტების მოწვევის თაობაზე; თ) ახორციელებს  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 51​3 ,53​3, 55-ე, 55​2, 150-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის  და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას; ი) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და მერის  დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს სამსახურის დებულების პროექტს  და წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს; გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების  შესახებ; ე) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის, ორგანიზებისა და დაგეგვმის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) მერსა და საკრებულოს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. დებულებაში ცვლილებების დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენლი წესით. რომელიც ამ დებულების განუყოფელი ნაწილია. 2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.