⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2015
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 948 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2015 მიღება
08.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე  პუნქტისა  და საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის” 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების  სამსახურის დებულება’’ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №9 დადგენილება  „ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (matsne.gov.ge, 010260020.35.175.016009, 29/08/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას, შესყიდვების ორგანიზებას და განხორციელებას; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების, ამ დებულების, მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, განყოფილებებისაგან. ა) სამსახურის განყოფილებებია: ა.ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; ა.ბ) შესყიდვების განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ანგარიშვალდებულია  საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ამავე სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 2.განყოფილების უფროსი : ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ  მოვალეობებს; 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. სამსახურის კომპეტენცია 1. სამსახურის უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განაწილებულია შესაბამის განყოფილებებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. 2. ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება: ა) განყოფილება უზრუნველყოფს: ა.ა) შესაბამისი მითითებების, ინსტრუქციების და  მიღებულ მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას ბიუჯეტის პროექტის შედგენის მიზნით, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების განსახორციელებლად შესაბამისი ცვლილების პროექტის მომზადებას; ა.ბ)ადგილობრივი ბიუჯეტის სტრატეგიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამისობის, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მიღებული შედეგების ეფექტურობას; ა.გ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ხარჯთაღრიცხვების პროექტების ანალიზის ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებასა და მათ დაზუსტებას; ა.დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შედგენის ორგანიზებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციას, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე, ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და განსახილველად წარდგენას, მონაწილეობას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში; ა.ე) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით, დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის შესაბამისად,  ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას, დაწესებულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის  ბიუჯეტის შესრულების ყოველი თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენას; ა.ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას; ა.ზ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას; ა.თ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების ანალიზს და მათ დაყვანას შესრულებამდე; ა.ი) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის წლიური პროგნოზების შედგენას, დეფიციტის მოსალოდნელი ოდენობის, მისი დაფარვის შესაძლო წყაროების დადგენას, ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას; ა.კ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციას და პასუხისმგებელია მასზე; ა.ლ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიიდული პირების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვასა და ანალიზს; ა.მ) წილობრივი მონაწილეობით შეწმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და ორგანიზაციების ბალანსების და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს. 3. შესყიდვების განყოფილება ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილება: ა.ა) ახორციელებს ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას; ა.ბ) შესყიდვების წლიური გეგმის  და გეგმაში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადებას,  დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას, მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზაციების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას, შესყიდვის ხელშეკრულების  მომზადებას; ა.გ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; ა.დ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების,  არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლების,  შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ; ა.ე) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას; ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში  შემოსული წერილების და განცხადებების განხილვას,  შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას; ა.ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.