„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010220020.16.009.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2015 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“  (ვებგვერდი, 010220020.16.009.016082, 10/03/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობას;“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის მითითებით უშუალოდ ახორციელებს ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, საერთო ხელმძღვანელობას უწევს შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის საქმიანობას და ხელს აწერს ამ დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებებს, აგრეთვე, ასრულებს ცალკეულ დავალებებს აღმასრულებელი დირექტორის მითითებების შესაბამისად. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;“.

3. მე-18 მუხლს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კომისიის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების მომზადებას, აგრეთვე კომისიაში უცხოური ორგანიზაციების ვიზიტების ორგანიზებას და სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადება-გამართვას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია