თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფომების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2015
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.157.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,567 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგებელი
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი
მუხლი 2
განკარგვა
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
მუხლი 2
პრივატიზება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (შემდგომში – კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით
მუხლი 2
სარგებლობის უფლებით გადაცემა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა,  კოდექსით დადგენილი წესით
მუხლი 2
მართვის უფლებით გადაცემა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა,  კოდექსით დადგენილი წესით
მუხლი 2
ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი
მუხლი 2
პრივატიზაციის გეგმა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ
მუხლი 2
უპირობო აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
პირობებიანი აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
ვადაგაგრძელებული აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
მუხლი 2
განმეორებითი აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
მუხლი 2
განაცხადი
აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
მუხლი 2
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება
ელექტრონულად – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში
მუხლი 2
ლოტი
აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს რამდენიმე ქონება
მუხლი 2
მომხმარებელი
შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი
მუხლი 2
საგარანტიო თანხა
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონზე გატანის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.02.2018 ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.02.2018 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.02.2015 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და საკუთრების უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 20.11.2017 მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფომების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №120 2015 წლის  27 მარტი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფომების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ და „ე.გ“ ქვეპუნქტების,  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების   წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669   დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს: ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №2); ბ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №3); გ)  ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4); მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის N7/4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/06/2011წ. 210020010.35.157.016047) და ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/11/2010წ. 040110030.35.157.016012). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას - საწყისი საპრივატიზებო საფასურის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას - ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე, ანგარიშსწორების წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი –  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგებელი; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი – თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი; დ) განკარგვა – თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; ე) პრივატიზება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (შემდგომში – კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით; ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა,  კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მართვის უფლებით გადაცემა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა,  კოდექსით დადგენილი წესით; თ) ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი; ი) პრივატიზაციის გეგმა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ; კ) უპირობო აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ლ) პირობებიანი აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ნ) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა და ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ო) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; პ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ჟ) ბე – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; რ) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები; ს) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება – ელექტრონულად – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში; ტ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს რამდენიმე ქონება; უ) მომხმარებელი – შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი; ფ) საგარანტიო თანხა – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონზე გატანის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა. მუხლი 3🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. მუხლი 4🔗. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების სახეები 1.  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შესაძლებელია ელექტრონული ან საჯარო  აუქციონის ფორმით. 2. აუქციონი შეიძლება იყოს როგორც უპირობო, ასევე პირობებიანი. მუხლი 5🔗. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზება, მონაწილეობის პირობები და ჩატარების წესი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების როგორც ელექტრონული, ისე საჯარო  აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, აგრეთვე ამ მუხლით დადგენილი პირობებით. 2. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით (როგორც ელექტრონული, ისე საჯარო) პრივატიზებას უზრუნველყოფს აუქციონატორი, რომელიც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.tetritskaro.ge  ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge . 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია  მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი  საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები  და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. 5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის  მიერ ფორმდება  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და შეიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა (მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი) და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება). 6. აუქციონში (როგორც უპირობო, ასევე პირობებიანი) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დამტკიცებულია ამ დადგენილებით (დანართი N2, დანართიN3). 7. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. პირობით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების მოწმობა გაიცემა აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.    8. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დამტკიცებულია ამ დადგენილებით (დანართი N4). მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა. აუქციონის (როგორც ელექტრონული,   ისე საჯარო) ფორმით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით გათვალისწინებული წესით. მუხლი 7🔗. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ამ დადგენილებით.  მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება: ა) ქ. თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი  საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობით; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით; გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის საფუძველზე დადგენილი  საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 4. წილების/აქციების აუქციონის ფორმით  პრივატიზებისას  საწყისი საპრივატიზაციო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო წილების/ აქციების აუქციონის ფორმით, მართვის უფლებით გადაცემისას გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. დანართი 2 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი                                                                                                     ოქმი N „-----------------„“-------------------------„ 20--წ                              ქ.თეთრიწყარო            1.  წინამდებარე ოქმი გაიცა --------------------------------------------------------- ----------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი,/ იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი ( მონაცემები საჯარო  ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)  ქონების საწყისი ფასი -----------------------         (-----------------------------------------------------)                                       ციფრებით                        სიტყვიერად შემდგომში პრივატიზების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20--  წლის ---------------   ----------------- აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის  -------------        (-----------------------------)                                                                                                                     ციფრებით       სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა  გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ძირითადი და უფლება-მოვალეობის შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ------------------------------------------------------------------------------------------------------- ( ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ,მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) 2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე N --------------------------------------------------------------------------- 3. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას . 4. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს , დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას , აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე  არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) 6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 ( სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად , ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის: 10.1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან 10.2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია - მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. 10.3. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების        დამადასტურებელი დოკუმენტი. სააუქციონო კომისიის თავჯდრომარე  -------------------         ----------------------------                                                            ხელმოწერა                სახელი გვარი აუქციონის გამარჯვებული პირი (მყიდველი) ------------------             -----------------------------                                                                      ხელმოწერა            სახელი გვარი . დანართი 3 თეთრიწყალოს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N „______“ „_____________“ 20     წ            ქ.თეთრიწყარო 1.  წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის(მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი,გვარი, (იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა), სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი მონაცემები საჯარო  ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)  ქონების საწყისი ფასი ---------------- ( ------------------------------------)                                 ციფრებით           სიტყვიერად. შემდგომში პრივატიზების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20--  წლის ---------------   ---------------------------- აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასი  ------------------    (-----------------------------------) ლარი,  ციფრებით      სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონება ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ( ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ,მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) 2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი ( საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ  ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე N --------------------------------------------------------------------------- 3. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას 4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები: 4.1. --------------------------------------------------------------------------------------------- 4.2. --------------------------------------------------------------------------------------------- 4.3. --------------------------------------------------------------------------------------------- 5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში , მყიდველი ვალდებულია, ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით , რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები  შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა : 8.1. თანხის  გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 8.2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განხორციელებული  ინვესტიციის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 8.3. მყიდველის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დაღვევაზე ქონების ღირებულების 0.1 % 9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 11. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 12. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე  3(სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად , ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის: 14.1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან. 14.2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. 14.3. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე --------------   ------------------------------                                                        ხელმოწერა     სახელი და გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი      ------------------      ------------------------                                                        ხელმოწერა        სახელი და გვარი დანართი  4 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი      ეძლევა ___________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში_________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (ქონების დასახელება და მისამართი) მიწის ფართობი_________________________________კვ.მ__________________________________ _____________________________________________________________________________________ საფუძველი__________________________________________________________________________________ (ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს. გაცემის თარიღი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი                                                                                    _____________________________________