საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამინის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი- გადაწყვეტილება "ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28490/02
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მეოთხე სექცია

 

ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

 

(საჩივარი № 28490/02)

 

გადაწყვეტილება

 

სტრასბურგი

 

2014 წლის 7 ოქტომბერი

 

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ გარემოებებში. გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს რედაქტირებას.

 

ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), პალატის სხდომაზე, შემდეგი შემადგენლობით:

ინეტა ზიემელე, თავმჯდომარე,

ფეივი ჰირველე,

გეორგე ნიკოლაუ,

ნონა წოწორია,

პოლ მაჰოუნი,

კშიშტოფ ვოიტიჩეკი,

ფარის ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები,

და ფრანსუაზ ელენ-პასოსი, სექციის გამწესრიგებელი,

განიხილა რა საქმე დახურულ სხდომაზე 2014 წლის 16 სექტემბერს,

 გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა იმავე დღეს:

 

პროცედურა

1. საქმის აღძვრის საფუძველია საჩივარი (№ 28490/02) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილ იქნა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ოთხმოცდაცხრამეტი მოქალაქის მიერ (იხილეთ თანდართული სია) 2002 წლის 22 ივლისს.

2. მომჩივნებს სასამართლოში წარმოადგენდა ორი კანადელი ადვოკატი, ბ-ნი ა. კარბონო და ბ-ნი ჯ.მ. ბერნსი, და ბ-ნი მ. ჭაბაშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში. საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) წარმოადგენდა მისი ყოფილი წარმომადგენელი, ბ-ნი ლ. ჭელიძე, იუსტიციის სამინისტროდან.

3. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ კონვენციის მე-3, მე-6, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლებით განსაზღვრული მათი უფლებები დაირღვა მოპასუხე სახელმწიფოში მათ მიმართ რელიგიურ ფონზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ძალადობის შედეგად და იმის გამო, რომ შესაბამისმა ორგანოებმა საერთოდ არ აღკვეთეს, არ შეაჩერეს აღნიშნული სამართალდარღვევები, ან არ გამოასწორეს სიტუაცია ამასთან დაკავშირებით.

4. 2003 წლის 11 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, საჩივრის შესახებ ეცნობებინა მთავრობისათვის. ასევე გადაწყდა, რომ ერთდროულად მიეღოთ გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებობისა და კონკრეტული გარემოებების შესახებ (მუხლი 29, პუნქტი 1).

 

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

5. ყველა მომჩივანი, მეცხრე მომჩივნის, მ. კვერგელიძის გარდა, არის იეჰოვას მოწმე. სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ეფუძნება სხვადასხვა დროს მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გამოყენებასა და თავდასხმებთან დაკავშირებულ ოცდაათ საქმეს. მომჩივნებმა დაახლოებით 160 საჩივარი შეიტანეს საგამოძიებო ორგანოებში, მათ შორის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში (შემდგომში „სგპ“), რათა დამნაშავე პირების მიმართ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმეები. საჩივრებს რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

6. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა რელიგიურ ფონზე განვითარებულ ძალადობის, სულ მცირე, ოთხ აქტს, რომლებშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები და ხელისუფლების ორგანოების სხვა წარმომადგენლები, ხოლო ოთხი სხვა საქმე შეიცავს მათი არაპირდაპირი მონაწილეობის ფაქტებს. საჩივარში აღწერილი, სავარაუდო ძალადობის ოცდაათიდან თორმეტი აქტი მოიცავდა მართლმადიდებელ მორწმუნეთა ჯგუფის მიერ იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებულ თავდასხმებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ განკვეთილი მღვდლის, ბ-ნი ბასილ მკალავიშვილის (შემდგომში „მამა ბასილი“) მეთაურობით (იხილეთ საქმე იეჰოვას მოწმეების გლდანის მრევლის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, № 71156/01, § 11, 2007 წლის 3 მაისი). იმის მიუხედავად, რომ ყველა საქმეში მომჩივნებმა საგამოძიებო ორგანოებში იჩივლეს, მხოლოდ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მიიღეს მათ წერილობითი პასუხი. სულ მცირე, თხუთმეტ საქმეში, რომლებშიც მომჩივნებმა სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა და უვიცობა გააპროტესტეს, სასამართლოებმა საჩივრების განხილვაზე უარი განაცხადეს. უმეტეს საქმეში, დაზარალებულებმა პირველადი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობისა და უმოქმედობის შესახებ „სგპ“-ს აცნობეს, მაგრამ ამ უკანასკნელს რაიმე ადეკვატური ზომისათვის არ მიუმართავს. მხოლოდ სამ საქმესთან დაკავშირებით მოახერხეს მომჩივნებმა საჩივრების პირდაპირ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეტანა, რომელმაც შემდეგ ისინი არ დააკმაყოფილა.

7. საქართველოს სახალხო დამცველმა, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საკითხებში ევროკომისარმა, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელმა“ და მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივმა და საერთაშორისო საშუალებებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ იმ კერძო და მართლმადიდებელი მორწმუნე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობის სამიზნე, რომელთა უმრავლესობას ხელმძღვანელობდა მამა ბასილი და შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს ამ ძალადობის აქტების აღკვეთა ან შეჩერება.

8. ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი ანგარიშის გასამყარებლად, მომჩივნებმა წარმოადგინეს სავარაუდო ძალადობის 100-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები, პოლიციის იმ თანამშრომელთა ფოტოსურათები, რომლებმაც არ მიიღეს ზომები თავდასხმების დროს, დაშავებულ მომჩივანთა ფოტოსურათები, ასევე იეჰოვას მოწმეთა შეკრების იმ ადგილების ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები, რომლებიც გაძარცვულ და დარბეულ იქნა. იმ პერიოდში საქართველოში იეჰოვას მოწმეთა მდგომარეობის საილუსტრაციოდ მომჩივნების წარმომადგენლებმა ასევე მიუთითეს იეჰოვას მოწმეების მიერ სასამართლოში შეტანილ ორ სხვა საჩივარში მოყვანილ მტკიცებულებაზე (ზემოთ ნახსენები საქმე იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები და იეჰოვას მოწმეთა კავშირი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, №72874/01, განხილვის პროცესში არსებული საქმე).

ქვემოთ მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ფაქტები, რომლებიც მოხდა მომჩივნების განცხადებით.

ა. № 1 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

9. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს, კ. ფირცხელიანს, ე. ფირცხელიანს, გ. ლემონჯავას, ზ. სართანიას, ნ. ფულარიას, დ. პაჭკორიას, ზ. გოგოხიას, რ. ცხადაიას, ბ. ცხადაიას, ბ. ყურაშვილს, ნ. ქანთარიას, ლ. ესებუას, რ. ქარჩავას, დ. გულუას, თ. ბიბლაიას, ს. კინწურაშვილს, კ. კუტალაძეს, დ. სამხარაძეს, ლ. საბაშვილს და მ. ბერიშვილს (დანართში ჩამოთვლილნი არიან 40-59-ე ნომრებად).

10. 2000 წლის 23 აგვისტოს შსს ზუგდიდის რაიონული (დასავლეთ საქართველო) სამმართველოს მაღალჩინოსნებმა, ა.ტ., პ. ჩ., ზ.გ., დ. ჟ. და ვ. გ.-მ, შეადგინეს 2000 წლის 25 აგვისტოს სოფელ რუხში დაგეგმილი „იეჰოვას მოწმეთა რელიგიური მოძრაობის შეკრების აღსაკვეთი თავდაცვითი ოპერაციის გეგმა“. ამ გეგმაში ნათქვამი იყო, რომ „სავარაუდოდ გაიმართება აღნიშნული შეკრების საწინააღმდეგო არაოფიციალური დემონსტრაციები, რისთვისაც საჭირო იქნება პოლიციის ჩარევა რელიგიური კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით.“ ოპერაცია მიზნად ისახავდა: იეჰოვას მოწმეთა შეკრების მონაწილე პირების აყვანას, ოპერაციის მიზნებისთვის ამ პირების იდენტიფიცირებას და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მათ რიგებში ჩანერგვით, ასევე სოფელ რუხის განაპირას და სოფლის გარშემო და მეზობელ სოფლებს შორის გამავალ გზებზე მუდმივი და მობილური საკონტროლო პუნქტების მოწყობას.

11. მომჩივნების განცხადებით, როხში გასამართი რელიგიური შეკრება ორი კვირით გადაიდო შეკრების ორგანიზატორებსა და ადგილობრივ თანამდებობის პირებს შორის ადგილზე გასატარებელ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების გამო.

12. 2000 წლის 8 სექტემბერს კ. და ე. ფირცხელიანების (მომჩივნები №№ 40 და 41) კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 700-კაციანი შეკრება, როდესაც იგი მოულოდნელად პოლიციამ ჩაშალა. მომჩივნების განცხადებით, პოლიციამ ცეცხლი გახსნა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ნიღბიანი პოლიციელები შეიჭრნენ სახლში, დაარბიეს იგი და გაიტანეს რამდენიმე ნივთი. მათ სცემეს იქ მყოფ დაახლოებით ორმოცდაათ იეჰოვას მოწმეს, მათ შორის მომჩივნებს, დ. გულუას, მ. ბერიშვილს, კ. ფირცხელიანს და კ. კუტალაძეს. ე.ფირცხელიანს, სახლის თანამფლობელ ხანდაზმულ ქალბატონს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას სახეში შეაფურთხა. მას აიძულეს ეყურებინა საკუთარი სახლის დარბევისა და ძარცვისთვის და ეზოში მოწყობილი სცენის ცეცხლის წაკიდებისთვის. ამავე დროს, პოლიციამ დაახლოებით შვიდი ავტობუსის გამოყენებით რელიგიური შეკრების მონაწილეები წაიყვანა შემთხვევის ადგილიდან.

13. სხვა ადგილებში, ცენტრალურ გზებზე მოწყობილი იყო პოლიციის საკონტროლო პუნქტები, რათა დანარჩენი 1300 იეჰოვას მოწმე, მათ შორის მომჩივნები, ბ. ყურაშვილი, რ. ცხადაია და ბ. ცხადაია, ვერ მისულიყვნენ შეკრების ადგილამდე. როგორც მომჩივანმა, დ. სამხარაძემ განაცხადა, მას და ლ. საბაშვილს, სავარაუდოდ თავს დაესხნენ და სცემეს იმ დროს, როდესაც მიდიოდნენ შეკრების ადგილისკენ, ხოლო ნ. ფულარია, რ. ქარჩავა, ზ. გოგოხია, ზ. სართანია, ს. კინწურაშვილი, თ. ბიბლაია, ლ. ესებუა და გ. ლემონჯავა ფიზიკურ აგრესიას კი გადაურჩნენ, მაგრამ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამცირეს.

14. მომჩივნებმა 2000 წლის სექტემბერში საჩივრები შეიტანეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, ხოლო 2001 წლის 15 იანვარს სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა). აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნა შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას და გამოძიება დაევალა გამომძიებელ ბ.ჩ.-ს. 2001 წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში მომჩივნების უმეტესობა, 2008 წლის 8 სექტემბერს გამართული რელიგიური შეკრების სხვა მონაწილეებთან ერთად, დაიკითხა მოწმეების სახით. არც ერთი მათგანისთვის ოფიციალურად არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი. როგორც გაირკვა, სხვა საგამოძიებო ღონისძიებები არ ჩატარებულა.

15. 2001 წლის 19 ივნისს მომჩივნებს აცნობეს, რომ გამომძიებელს 2001 წლის 20 აპრილს შეუჩერებია გამოძიება, ხოლო საოლქო პროკურორს კი 2001 წლის 21 აპრილს დაუმტკიცებია ეს გადაწყვეტილება. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა დამნაშავე პირების ვინაობის დადგენა. ამ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნებმა მიმართეს საოლქო პროკურატურას და უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათი განცხადებები, რომლებშიც, სხვა ფაქტებთან ერთად, მითითებული იყო ინციდენტში მონაწილე პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის სახელი და გვარი და ადგილზე გამოყენებული ავტომანქანის ნომრები, უგულებელყვეს. გამომძიებლის ეს გადაწყვეტილება გაუქმდა 2001 წლის 12 ივლისს და საქმე შემდგომი განხილვისთვის იმავე გამომძიებელს დაუბრუნდა. თუმცა, ამის შემდეგ გამოძიება კვლავ შეჩერდა მომჩივნებისთვის შეტყობინების გარეშე. მათ საქმის დახურვის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც მოპასუხე სახელმწიფომ თავისი შენიშვნები წარუდგინა ევროსასამართლოს იეჰოვას მოწმეების მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2001 წლის 31 დეკემბერს შეტანილ ორ სხვა საჩივართან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მომჩივნები 2002 წლის 17 იანვარს საოლქო პროკურორს დაუკავშირდნენ გადაწყვეტილების ასლის მიღების მიზნით, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

ბ. № 2 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

16. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს, რ. ცარციძეს, მ. გელაშვილს, რ. ბოჭოიძეს, ვ. გაბუნიას, გ. საგალეტოვს, ს. ბოზოიანს, ზ. მარტიროსოვს, ზ. ბაიდოშვილს, შ. სიმონიანს და ა. გრატიაშვილს (დანართში ჩამოთვლილნი არიან 60-69-ე ნომრებად).

17. მომჩივნების განცხადებით, 2000 წლის 16 სექტემბერს იეჰოვას მოწმეთა დიდი რაოდენობა გაემართა მარნეულში (აღმოსავლეთ საქართველო) შეკრებაზე. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა გზები შეკრების მონაწილეთა მარშრუტის გასწვრივ მოწყობილი საკონტროლო პუნქტების საშუალებით, რათა ხელი შეეშალა მათთვის დანიშნულების ადგილამდე მიღწევაში. პოლიციამ გააჩერა ცხრამეტი ავტობუსი და რამდენიმე ავტომანქანა და აიძულა უკან გაბრუნებულიყვნენ. ამასობაში კი პოლიციამ მართლმადიდებელი მორწმუნეებით სავსე ავტობუსს მარნეულის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება მისცა. ადგილზე მისვლისთანავე, მართლმადიდებელ მორწმუნეთა ჯგუფი შეიჭრა რ. ცარციძის (მომჩივანი № 60) საკუთრებაში, სადაც ეს შეკრება უნდა გამართულიყო. მათ გაანადგურეს რელიგიური ნივთები და წაიღეს ქონების პატრონის კუთვნილი ნივთები. იქ მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა უარი თქვეს იეჰოვას მოწმეთა დასაცავად საქმეში ჩარევაზე, ხოლო ზოგიერთმა პოლიციელმა შეკრების მონაწილეები სცემა კიდეც. სულ მცირე, 28 იეჰოვას მოწმე მაინც სცემეს და გაძარცვეს ამ თავდასხმის დროს. რამდენიმე ათას ამერიკულ დოლარად შეფასებული იეჰოვას მოწმეთა კუთვნილი ქონება განადგურდა ან მოიპარეს. ამის გარდა, მომჩივნების მიერ წარდგენილი აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, იმ დღეს დაიწვა რამდენიმე ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების 1500 კილოგრამი რელიგიური ლიტერატურა.

18. რ. ცარციძეს თავს დაესხნენ და სცემეს მის სახლში შეჭრილმა პირებმა, ხოლო შ. სიმონიანი, რ. საგალეტოვი, ზ. მარტიროსოვი, რ. ბოჭოიძე და მ. გელაშვილი შეკრების ადგილისკენ მოძრაობის დროს გააჩერა და სცემა მართლმადიდებელ მორწმუნეთა ჯგუფმა. გ. საგალეტოვმა წარმოადგინა სამედიცინო ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ცემის შედეგად მან მიიღო ტვინს შერყევა. მ. გელაშვილს მარჯვენა თვალის გარშემო და მარჯვენა მუხლზე განუვითარდა სისხლჩაქცევები. როგორც გაირკვა, მეორე დღეს მას კიდევ სცემა პოლიციის ორმა თანამშრომელმა იქ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობის გამო.

19. ს. ბოზოიანს მარნეულში ჩასვლაში გზაზე მოწყობილმა ბარიერებმა შეუშალა ხელი, რის გამოც, უვნებლად გადაურჩა თავდასხმას, ხოლო ვ. გაბუნიამ, ზ. ბაიდოშვილმა და ა. გრატიაშვილმა არანაირი განცხადება არ წარმოადგინეს მათთვის ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით.

20. 2000 წლის 18 სექტემბერს, მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს სგპ-ში სისხლის სამართლის საქმეზე. საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შესახებ მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, 2001 წლის 24 დეკემბერს, მომჩივნების წარმომადგენელი დაუკავშირდა სგპ-ს და მოითხოვა პირველ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ასლი. სგპ-სგან პასუხი არ მიუღიათ. 2002 წლის 25 მარტს მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს შესაბამისი ორგანოების წინააღმდეგ მათი მხრიდან პასუხის გაუცემლობის გამო. 2002 წლის 2 აპრილს მარნეულის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მათ არ შეეძლოთ საჩივრის შეტანა არარსებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

გ. № 3 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

21. საჩივრის ეს ნაწილი ეხება შემდეგ მომჩივნებს: ი. პაპავას, ე. ბარამიას, მ. სახოკიას, მ. ჩიქოვანს, თ. თოდუას და ზ. ხარგელიას (დანართში ჩამოთვლილნი არიან 34-39-ე ნომრებად).

22. 2000 წლის 3 სექტემბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული რამდენიმე კერძო პირი, მათ შორის ზ.ო., კ.ტ. და უ.ა., შეიჭრა ი. პაპავას ბინაში სენაკში (დასავლეთ საქართველო), სადაც მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეთა შეკრება. ერთ-ერთმა თავდასხმელმა კარი ჩახერგა, დანარჩენები კი თავს დაესხნენ მომჩივნებს. მ. სახოკიას იარაღი თავში დაუმიზნეს და სახეში მანამდე ურტყეს მუშტი, სანამ გატეხილი ცხვირიდან სისხლი არ წასკდა. თ. თოდუას სასტიკად სცემეს და სიგარეტი ჩააქრეს შუბლზე. ზ. ხარგელიას მუშტები ურტყეს სახესა და მუცელში და დანით დაემუქრნენ, ხოლო იმ დროს, როცა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა იარაღი ამოიღო და გაისროლა, მ. ჩიქოვანი ფანჯრიდან გადახტა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს და რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს. სახლის მეპატრონე, ი. პაპავა, თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდა, მაგრამ შინ გახლდათ მისი ცოლი, ე. ბარამია, რომელსაც ასევე თავს დაესხნენ.

23. განცხადებებთან ერთად, რომლებშიც მოყვანილი იყო აღნიშნული ინციდენტის დეტალები, მომჩივნებმა სასამართლოს ასევე წარუდგინეს მ. ჩიქოვანის ფოტოსურათი, რომელმაც ზურგი დაიზიანა ფანჯრიდან გადახტომის შედეგად და რამდენიმე თვე ვერ დადიოდა; მ. სახოკიას ფოტოსურათი გატეხილი ცხვირით და თ. თოდუას ფოტოსურათი სიგარეტით ამომწვარი შუბლით.

24. აღნიშნული ინციდენტიდან ადგილზე მალევე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულებს შეურაცხყოფა მიაყენეს და უარი თქვეს მათი საჩივრების დაფიქსირებაზე. 2000 წლის 22 სექტემბერს მომჩივანებმა კოლექტიური საჩივარი შეიტანეს ქალაქის პროკურორის სახელზე.

25. 2000 წლის 15 ოქტომბერს რამდენიმე მომჩივანი დაბარებული იქნა ჩვენების მისაცემად. მოგვიანებით მათმა წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა დაკითხვის განმავლობაში მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შევიწროებასთან დაკავშირებით. მან ასევე ბრალი დასდო გამომძიებლებს იმაში, რომ მათ უარი თქვეს მ. ჩიქოვანისა და თავდასხმის შედეგად დაზარალებული სხვა პირებისთვის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ორგანიზებაზე.

26. 2001 წლის 22 თებერვალს მომჩივნებს შეატყობინეს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ საჩივრებთან დაკავშირებით შემდგომი ქმედება აღარ განხორციელდებოდა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ორგანოებმა დაასკვნეს, რომ მ. სახოკიას თვითდაზიანებები მიუყენებია,, ხოლო მ. ჩიქოვანი ფანჯრიდან „საკუთარი ნებით“ გადამხტარა. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ როგორც საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, ერთ-ერთ თავდამსხმელს სათამაშო იარაღი ჰქონია და აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ აღნიშნული შეხვედრა ძალის გამოყენებით არ ყოფილა ჩაშლილი.

27. მომჩივნების მიერ 2001 წლის 3 მარტს საოლქო პროკურორის სახელზე შეტანილი პროტესტის შემდეგ, საქმე შემდგომი გამოძიებისთვის ქალაქის პროკურორს გადაეგზავნა. 2001 წლის 13 ნოემბერს მომჩივნები საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პროკურატურაში წავიდნენ, სადაც მათ შეიტყვეს, რომ არანაირი შემდგომი ზომები არ იქნებოდა მიღებული და უარი უთხრეს გადაწყვეტილების ასლის მიცემაზე. 2001 წლის 26 ნოემბერს მომჩივნებმა მიმართეს სენაკის პირველი ინსტანციის სასამართლოს, მაგრამ მოსამართლემ უარი თქვა მათი საჩივრის მიღებაზე. მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე საჩივრის შეტანის შემდეგ განიხილა სენაკის სასამართლომ მომჩივნების საჩივარი 2002 წლის 4 იანვარს და გააუქმა პროკურატურის გადაწყვეტილება მათ საქმესთან დაკავშირებით ზომების არმიღების თაობაზე. საქმე უკან იქნა დაბრუნებული დამატებითი გამოძიებისთვის. ამის შემდეგ მომჩივნებს არანაირი სხვა ინფორმაცია აღარ მიუღიათ საგამოძიებო ორგანოებისაგან.

დ. № 4 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

28. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს, ი. გელიაშვილს, ე. კახელიშვილს, კ. ჯავაშვილს, გ. ფოლადაშვილს, ლ. ნოზაძეს, თ. არაბიძეს, ბ. სარალიძეს და ს. კვერგელიძეს (დანართში ჩამოთვლილნი არიან 26-33 ნომრებად).

29. 2000 წლის 16 და 17 აგვისტოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა დიდი ჯგუფი, მამა ბასილის მეთაურობით, შეიჭრა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილებოდა სისხლის სამართლის საქმე ორი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ. ჯგუფი თავს დაესხა დარბაზში მყოფ მომჩივნებს, ჟურნალისტებსა და უცხოელ დამკვირვებლებს. სასამართლოს მანდატურები, რომლებიც სხდომათა დარბაზს იცავდნენ, არ განძრეულან და დაპირისპირებაში არ ჩარეულან. მორწმუნეთა ჯგუფის წევრებს ხელში ეჭირათ ხის დიდი ჯვრები, რომლებსაც იარაღად იყენებდნენ. მათ კონტროლი დაამყარეს დარბაზში. ბრალდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საქმის განხილვის გადადება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ჯარიმა არ დააკისრა იმ მორწმუნეებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაიკავეს. თავდასხმის პროცესი გადაღებულ იქნა ვიდეოკამერით და გადაიცა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-სა და „კავკასიის“ ეთერში.

30. მომჩივნებმა ე. კახელიშვილმა, ს. კვერგელიძემ, ლ. ნოზაძემ და ი. გელიაშვილმა, მოახერხეს აგრესიისთვის თავის უვნებლად დაღწევა, ხოლო კ. ჯავაშვილს, გ. ფოლადაშვილს, თ. არაბიძესა და ბ. სარალიძეს, მათივე განცხადებით, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; ყველა მათგანს დიდი ჯვრებით ცემით დაემუქრნენ.

31. მომჩივნებმა სხვადასხვა საჩივარი შეიტანეს. მათ თავისი საქმეების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. 2002 წლის 3 ივლისს მომჩივნების ადვოკატმა ითხოვა საქმის მასალების გაცნობა და აღმოაჩინა, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრული ყოფილა 2000 წლის 17 აგვისტოს და იმავე დღეს შექმნილა საგამოძიებო ჯგუფი. მას შემდეგ საქმის გამოძიება ერთმანეთის მიყოლებით დაევალა სამ გამომძიებელს, რომელთაგან პირველმა ორმა შეძლო გამოძიების ვადის, შესაბამისად, 2000 წლის 17 დეკემბრამდე და 2001 წლის 17 თებერვლამდე გაგრძელება. 2001 წლის 17 დეკემბერს საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა გადაწყვიტა საქმის დახურვა იმ მოტივით, რომ შეუძლებელი იყო „თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირების ვინაობის დადგენა“. მომჩივნებმა მიუთითეს, რომ თავდასხმის ამსახველი კადრები გადაცემული იყო ტელევიზიით და გარდა ამისა, მრავალმა მოწმემ იცნო მამა ბასილის რელიგიური ჯგუფის წევრები.

32. 2001 წლის 22 მარტს გაუქმდა გადაწყვეტილება შემდგომი ზომების არმიღების თაობაზე და საქმე დამატებით გამოსაძიებლად იქნა დაბრუნებული. 2002 წლის 3 მაისს გამოძიების ვადა გაგრძელებულ იქნა 2002 წლის 20 სექტემბრამდე. ორწლიანი გამოძიების შემდეგ, არც ერთი თავდამსხმელის წინააღმდეგ არ აღძრულა საქმე და არანაირი გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ მომჩივნებისა და მათი ადვოკატისათვის.

ე. № 5 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

33. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივან გ. მახარობლიშვილს (დანართში მოყვანილია მე-16 ნომრად). 2001 წლის 29 იანვარს, სოფელ ოკამსა და სოფელ ლამისყანას (აღმოსავლეთ საქართველო) შორის გზაზე ფეხით მოძრაობისას, მომჩვანი დააკავა ოთხმა კერძო პირმა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იყვნენ თ.ბ., გ.კ., ნ.პ. და ჯ.ბ. მათ მომჩივანი მანქანით მიიყვანეს ლამისყანაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა ლოცვის ადგილთან. თავდამსხმელები მას მოკვლით დაემუქრნენ, თუ იგი პირჯვარს არ გადაიწერდა და იმ ადგილს გარშემო ხატით არ შემოუვლიდა. უარის მიღების შემდეგ მათ მომჩივანი ტყეში წაათრიეს და სცემეს, ტანსაცმელი გახადეს და ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის რელიგიური ლიტერატურა, რომლებსაც შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. თავდამსხმელები მომჩივანს გაუპატიურებით დაემუქრნენ, თუ ისე არ მოიქცეოდა, როგორც უბრძანებდნენ. მას ყელზე მისივე შარვლის ქამარი ჩამოაცვეს, თმით ათრიეს და აიძულეს, მიხოხებულიყო წმინდა ქვამდე და ეკოცნა მისთვის. საათნახევრის გასვლისა და გაფრთხილების შემდეგ, არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, მომჩივანი უკან წაიყვანეს თავდამსხმელების მანქანასთან. იგი სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელის სახლთან ჩამოაგდეს მანქანიდან. ეს მაცხოვრებელი ორი დღის განმავლობაში უვლიდა მომჩივანს, სანამ იგი შინ დაბრუნებას შეძლებდა.

34. 2002 წლის 19 თებერვალს მომჩივანმა პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ინციდენტის შესახებ. მომხდარი შემთხვევის საკუთარი ვერსიის გასამყარებლად მან, თავის დეტალურ განცხადებასთან ერთად, სოფლის იმ მაცხოვრებლის განცხადებაც წარადგინა, რომელმაც მას მოუარა. როცა თავდამსხმელებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ისინი დაემუქრნენ მომჩივანს. პოლიცია დაუკავშირდა მათ და ხელწერილიჩამოართვა, რომ შეწყვეტდნენ მომჩივნის დაშინებას. მომჩივანს ორი თვის შემდეგ აცნობეს 2001 წლის 1 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრებოდა. 2001 წლის 28 აგვისტოსა და 24 დეკემბერს, მომჩივნის ადვოკატმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, შესაბამისად, საოლქო პროკურორის სახელზე და სგპ-ში. მას პასუხი არ მიუღია. 2002 წლის 20 მარტს ადვოკატმა აღნიშნული საკითხი განსახილველად გადასცა კასპის პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც მას სიტყვიერად აცნობა, რომ საოლქო პროკურორი გააუქმებდა სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ გადაწყვეტილებას და გამოძიება გაგრძელდებოდა. 2002 წლის 2 აპრილს საოლქო პროკურორმა საქმე დამატებითი გამოძიებისთვის გადასცა.ამ თარიღის შემდეგ მომჩივანს არანაირი სხვა ინფორმაცია მისი საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით არ მიუღია. არც მისი ადვოკატის თხოვნებს ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოჰყოლია რაიმე შედეგი.

ვ. № 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

35. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივან ს. ხოჯენაშვილს (დანართში მოყვანილია 70-ე ნომრად). 2001 წლის 16 აპრილს, ბაღდადის რაიონში (დასავლეთ საქართველო), მომჩივანს სავარაუდოდ სცემა ვ.ა.-მ იმის გამო, რომ იგი იეჰოვას მოწმე იყო. მომჩივანმა ადგილობრივ საავადმყოფოს მიაკითხა, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა პოლიცია. მომჩივნის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაში აღნიშნული იყო, რომ მას კეფაზე განუვითარდა სისხლჩაქცევა, ხოლო გადაყვლეფილი ჰქონდა სახე, მარჯვენა ლოყა, შუბლი და მარცხენა ყურის უკანა ადგილი.

36. 2001 წლის 18 აპრილს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ბაღდადის პოლიციაში. თავდამსხმელმა და მისმა ოჯახმა მასზე რამდენჯერმე განახორციელა ზეწოლა საჩივრის უკან გამოტანის მოთხოვნით. პოლიციამ ჩაატარა გამოძიება, დაადგინა, რომ თავდამსხმელი იყო ბ-ნი ვ.ა. და საქმე განსახილველად გადასცა ბაღდადის პირველი ინსტანციის სასამართლოს. 2001 წლის 5 ივნისს, მომჩივნისა და ბრალდების მოწმეების დაკითხვამდე და დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, არ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის სამხილის არარსებობის გამო. მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც, 2001 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ორივე სასამართლომ დაადგინა, რომ ვ.ა.-მ მომჩივანს კი არ სცემა, როდესაც იგი თავისი ლიტერატურის აგიტაციას ეწეოდა, არამედ უბრალოდ ხელი ჰკრა თავიდან მოსაშორებლად, რა დროსაც მომჩივანი წაიქცა და მიიღო ტრავმა. 2002 წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა მომჩივნის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი.

ზ. № 7 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

37. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივან ვ. დოლიძეს (დანართში მოყვანილია მე-10 ნომრად). 2000 წლის 19 აპრილს, მომჩივანი, ოცდაათამდე იეჰოვას მოწმესთან ერთად, ქალაქ ლანჩხუთში (დასავლეთ საქართველო) მდებარე კერძო სახლში რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდა. გვიან საღამოს, სამოცდაათამდე ადამიანი მიუახლოვდა სახლს და რელიგიური შეკრების ჩაშლა სცადა. რამდენიმე მათგანი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, მათ შორის ლ. ჩ. და ო.ე., რომელიც ხის კეტით იყო შეიარაღებული, შეიჭრა აღნიშნულ სახლში და იეჰოვას მოწმეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომჩივანს ფიზიკურად გაუსწორდა ლ.ჩ. დასახმარებლად გამოძახებულ იქნა პოლიცია, რის შემდეგ ადგილზე მივიდა ქალაქის პოლიციის უფროსი, თ.კ. თუმცა, როგორც მომჩივანმა აღნიშნა, მხოლოდ თავდამსხმელთა დახმარების მიზნით. მან მომჩივანი ძალით წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდა თ.კ., ხოლო სხვა ადამიანებმა, მათ შორის მართლმადიდებელმა მღვდელმა, შეურაცხყოფა მიაყენეს და მომავალში ფიზიკური ძალადობით დაემუქრნენ, თუ იგი თავის რელიგიურ საქმიანობას არ შეწყვეტდა ლანჩხუთში. მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

38. 2000 წლის 25 აპრილს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა. 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა საქმის წარმოება შეწყვიტა დანაშაულის სამხილის არარსებობის გამო. პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა დაასკვნა, რომ არანაირი სამხილი, რომელიც დაასაბუთებდა მომჩივნის ბრალდებას, თითქოს თ.კ.-მ შეურაცხყოფა მიაყენა მას, არ არსებობდა. მომჩივანმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ 2001 წლის 22 მარტს შეიტყო. მან მაშინვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, უკმაყოფილებას გამოთქვამდა რა, სხვებს შორის, რომ მისი პირველი საჩივარი ეხებოდა არა მხოლოდ თ.კ.-ს საქციელს, არამედ იეჰოვას მოწმეთა შეკრების ძალადობრივ დარბევასაც 2000 წლის 19 აპრილს და ამის შემდგომ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2001 წლის 22 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე და ამის შემდეგ არანაირი გამოძიება აღარ ჩატარებულა. შესაბამისი გადაწყვეტილება მომჩივანს მხოლოდ 2002 წლის 19 მაისს ჩაჰბარდა.

თ. №№ 8, 9, 10, 11, 12, 13 და 14 სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

39. საჩივრის ეს ნაწილები ეხება მომჩივნებს, შესაბამისად, ნ. სიხარულიძეს, ა. აფციაურსა და გ. გოგიას (დანართში ჩამოთვლილნი არიან 71-74-ე ნომრებად, საქმე № 8); გ. მარკოზაშვილსა და ლ. მარკოზაშვილს ( №№ 75 და 76 , საქმე № 9); კ. ვაშაკიძეს, ნ. გაბისონიას, ნ. გეგიასა და მ. ჭუბაბრიას (77-80 , საქმე № 10); ი. ბოლოთაშვილს, ვ. გუგულაშვილი , ა. თორაძესა და მ. ბექაურს ( №№ 82-85 , საქმე № 11); ა. ბურჯანაძესა და ა. ელბაქიძე -ჯიოევას ( №№ 86 და 87 , საქმე № 12); ნ. ბუთხუზს ( № 88, საქმე № 13); და ვ. ბეღელურსა და გ. თოდუას ( №№ 1 და 2, საქმე № 14).

40. 2000 წლის 16 იანვარს, 27 ნოემბერს, 19 და 26 დეკემბერს, 2001 წლის 8 ივნისს, 2000 წლის 19 და 26 დეკემბერს, 2000 წლის 11 ნოემბერსა და 2001 წლის 29 აპრილს, შესაბამისად, მომჩივნების მიმართ განხორციელდა სხვადასხვა ფორმის აგრესიული ქმედება მათი რელიგიური რწმენის გამო. თბილისში მამა ბასილის მიმდევრების ჯგუფი, მარტვილში მამა ცაავასა და მამა ბასილაიას ოცდაათამდე მიმდევართა ჯგუფი და საერო პირების სხვადასხვა ჯგუფები მომჩივნებს დასდევდნენ ქუჩებსა ან მათი სახლების სიახლოვეს; შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ; კარების გატეხვით ცდილობდნენ მათ სახლებში შეჭრას და აშინებდნენ შინ მარტო დარჩენილ ბავშვებს (საქმე № 9); მათ ერთ-ერთი მომჩივანი აიძულეს, რომ ჯვრისთვის ეკოცნა (მომჩივანი № 80, სისხლის სამართლის საქმე № 10); ასევე გაიტაცეს მათი რელიგიური ლიტერატურა (საქმე № 14) და დაწვეს (საქმე № 11). მომჩივნების, ა. ელბაქიძე-ჯიოევასა და ნ. ბუთხუზის სახლები, სადაც იეჰოვას მოწმეები თავიანთ რელიგიურ მსახურებას ატარებდნენ, გატეხეს, გაძარცვეს და დაარბიეს, ასევე მოიპარეს რელიგიური ნივთები (საქმეები №№ 12 და 13).

41. ზოგიერთი შემთხვევის დროს პოლიციელებიც იმყოფებოდნენ ადგილზე, მაგრამ არ ჩარეულან მომჩივნების დასაცავად (სისხლის სამართლის საქმეები №№ 9 და 10).

42. მომჩივნებმა ყველა შემთხვევის გამო შეიტანეს საჩივრები, მაგრამ, №№ 8 და 10 საქმეების გარდა, არანაირი პასუხი არ მიუღიათ. საკუთარ საჩივრებთან დაკავშირებით წერილობითი გადაწყვეტილების მისაღებად მომჩივნები მთავარ პროკურორს დაუკავშირდნენ, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიუღიათ. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოები თავად უკავშირდებოდნენ პროკურატურებს და ითხოვდნენ წერილობით გადაწყვეტილებებს, მაგრამ ვერც ისინი იღებდნენ პასუხს.

43. სისხლის სამართლის საქმეში № 8, მომჩივნების, ნ. სიხარულიძის, ა. აფციაურისა და გ. გოგიას (№№ 72-74) მიერ შეტანილი საჩივრის პასუხად პოლიციამ მათ აცნობა, რომ გააფრთხილეს მამა ბასილი, შეეწყვიტა იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმები. მომჩივნებმა რამდენჯერმე ითხოვეს სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. 2002 წლის 18 ივნისს გლდანი-ნაძალადევის რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი განაცხადა მომჩივნების მიერ შეტანილი საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მათ სამართლებრივად არ შეეძლოთ არარსებული გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება. იმავე შედეგით დასრულდა მომჩივნების, გ. და ლ. მარკოზაშვილების (სისხლის სამართლის საქმე № 9), ი. ბოლოთაშვილის, ვ. გუგულაშვილის, ა. თორაძისა და მ. ბექაურის (სისხლის სამართლის საქმე № 11), ნ. ბუთხუზის (სისხლის სამართლის საქმე № 13) და ვ. ბეღელურისა და გ. თოდუას (სისხლის სამართლის საქმე № 14) მიერ 2002 წლის 19 მარტს შეტანილი საჩივრები. 2002 წლის მარტი-ივნისის სხვადასხვა დღეს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა მომჩივნების საჩივრების განხილვაზე იმ მოტივით, რომ მათ არ ჰქონდათ შემოტანილი პროკურატურის გადაწყვეტილებები.

44. სისხლის სამართლის საქმეში № 10, მომჩივნებს აცნობეს პროკურატურის 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არანაირი შემდგომი ზომა არ იქნებოდა მიღებული. სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და უკან დააბრუნა საქმე შემდგომი გამოძიებისთვის. მოგვიანებით, 2002 წლის 8 მაისს, მარტვილის რაიონის პროკურორმა ძალაში დატოვა თავდაპირველი უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, პროკურორმა დაასკვნა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს არც ერთი იეჰოვას მოწმისთვის არ მიუყენებიათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა; ადგილობრივმა მღვდლებმა და მოსახლეობამ მათ უბრალოდ ხელი შეუშალეს ნ. გაბისონიას (მომჩივანი № 78) სახლში გამართულ იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ შეკრებაზე დასწრებაში, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ქალაქში რელიგიური კონფლიქტის გამწვავება.

45. სისხლის სამართლის საქმეში № 12, უპასუხოდ დატოვებული რამდენიმე წერილობითი საჩივრის შემდეგ, 2002 წლის 5 ივნისს ადგილობრივი პოლიციის უფროსმა მომჩივნებს პირადად შეატყობინა, რომ არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა, რადგან პოლიციას მათი წერილობითი საჩივრები არ ჰქონია მიღებული.

ი. № 15 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

46. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივან ხ. ჯაფიაშვილს (დანართში მოყვანილია 89-ე ნომრად). 2000 წლის 6 მაისს მომჩივანი მიეგზავრებოდა სოფელ საქაშეთისკენ და თან მიჰქონდა მისი ან იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი მრევლის კუთვნილი სხვადასხვა რელიგიური წიგნი. იგი გააჩერა პოლიციის თანამშრომელმა, ზ.დ.-მ და წაიყვანა აგარის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას ეს წიგნები ჩამოართვეს. მისი მხრიდან პროტესტის მცდელობას მოჰყვა მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იგი გაუშვეს. გარკვეული დროის შემდეგ მომჩივანი დაბრუნდა პოლიციის განყოფილებაში ორი სხვა იეჰოვას მოწმის თანხლებით, რომლებსაც ასევე ეკუთვნოდათ ჩამორთმეული ლიტერატურა. მისვლისას მათ დაინახეს თავიანთი წიგნების დანახშირებული ნარჩენები. 2000 წლის 8 მაისს მათ შეიტანეს საჩივარი.

47. 2002 წლის 10 ივნისს მომჩივანს აცნობეს 2000 წლის 23 მაისის განჩინება დანაშაულის სამხილის არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ.

კ. № 16 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

48. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს, კ. გაგუასა და ა. გეგელიას (დანართში ჩამოთვლილნი არიან 90-ე და 91-ე ნომრებად). 2000 წლის 30 ივნისს, მართლმადიდებელი მღვდელი, გ.ც., პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის თანხლებით, რომელთა შორის იყო ბ.ბ., მიუახლოვდა კ. გაგუას, რომელიც ავტობუსში იჯდა ქალაქ მარტვილში, და თავისი ჩანთის ჩვენება მოსთხოვა. მღვდლის მითითების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლებმა მომჩივანს ჩამოართვეს ჩანთაში აღმოჩენილი რელიგიური ლიტერატურა და პირადი დოკუმენტები. მომჩივანმა საჩივარი შეიტანა პოლიციის განყოფილებაში.

49. 2000 წლის 16 ივლისს ორივე მომჩივანი სოფელ დიდი ჭყონის (მარტვილის მუნიციპალიტეტი) ცენტრალურ მოედანზე მოძრაობდნენ, როცა ისინი თხუთმეტკაციანმა ჯგუფმა გააჩერა. მომჩივნები სასტიკად სცემეს მათი რელიგიური რწმენის გამო. ადგილობრივი პოლიციის უფროსი, რ.ა., და პოლიციის ორი თანამშრომელი, კ.თ. და ნ.ა., ახლომახლო იმყოფებოდნენ და შეესწრნენ ძალადობის ამ აქტს, მაგრამ დაზარალებულების დასაცავად არ ჩარეულან. პირიქით, ისინი მომჩივნებს დაპატიმრებით დაემუქრნენ. მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს. თავისი საჩივრის გასამყარებლად ა. გეგელიამ წარადგინა სამედიცინო ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მას მარცხენა თვალის გარშემო, შუბლსა და ორივე ბარძაყზე განუვითარდა სილურჯეები.

50. მომჩივნების საჩივრებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 2001 წლის 24 დეკემბერს მათი ადვოკატი დაუკავშირდა სგპ-ს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. 2002 წლის 29 მარტს მომჩივნებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობასთან დაკავშირებით. 2002 წლის 10 აპრილს მარტვილის პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მომჩივნებს სამართლებრივად არ შეუძლიათ არარსებული გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება. 2002 წლის 22 აპრილს მომჩივნებმა იგივე საჩივარი განმეორებით შეიტანეს იმავე სასამართლოში. 2002 წლის 16 მაისს სასამართლომ უპასუხა, რომ საქმე უკან დაუბრუნა პროკურატურას წერილობითი გადაწყვეტილების მისაღებად. 2002 წლის 19 აგვისტოს მათი მოთხოვნის პასუხად, საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა მომჩივნებს აცნობა, რომ 2002 წლის 28 მაისს მიღებული იყო გადაწყვეტილება საქმის დახურვის შესახებ. მან თავისი გადაწყვეტილება გამოიტანა სავარაუდო დამნაშავეთა განცხადებებზე დაყრდნობით. გამომძიებელმა არ გაითვალისწინა სამედიცინო დასკვნა და გადაწყვიტა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ამავე გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ გასული იყო კერძო სასამართლო სარჩელის აღძვრის ვადა.

ლ. № 17 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

51. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივან ა. მიკირტუმოვს, იეჰოვას მოწმეთა პასტორს (დანართში მოყვანილია 97-ე ნომრად). 2000 წლის 21 სექტემბერს მომჩივანი იეჰოვას მოწმეთა მრევლს სტუმრობდა თეთრიწყაროში. იგი ქუჩაში დაუდგენელმა პირებმა გააჩერეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მასხარად აიგდეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიცია მას დაემუქრა, რომ დააპატიმრებდა, თუკი ოდესმე კვლავ ეცდებოდა თავისი რელიგიური საქმიანობის განხორციელებას თეთრიწყაროში. მომჩივანი ქალაქიდან გააძევეს და ავტობუსის მძღოლს უბრძანეს, რომ იგი თბილისში ბოლო გაჩერებამდე ავტობუსიდან არ ჩამოესვა.

52. 2000 წლის 22 სექტემბერს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა. მან საჩივრის მიღების დასტური კი მიიღო, მაგრამ არ მიუღია არანაირი დამატებითი ინფორმაცია საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით. 2001 წლის 24 დეკემბერს იგი დაუკავშირდა სგპ-ს და მოითხოვა გადაწყვეტილება, რასაც პასუხი არ მოჰყოლია. 2002 წლის 19 მარტს მომჩივანმა თავისი საქმე თეთრიწყაროს პირველი ინსტანციის სასამართლოში შეიტანა. 2002 წლის 5 ივნისს პირველი ინსტანციის მოსამართლემ მომჩივანს აცნობა, რომ სასამართლომ ვერ მოახერხა პროკურატურიდან საქმის მასალებისა და გადაწყვეტილების მიღება და ამის გამო მან ვერ შეძლო მისი საჩივრის შესწავლა. ერთი თვის შემდეგ სასამართლომ მოახერხა პროკურორის გადაწყვეტილების ასლის მიღება, რომელიც მომჩივანს გადაუგზავნა. როგორც 2001 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებიდან გაირკვა, პროკურორს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე. ზემოაღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პოლიციის ორი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს მისივე პირადი უსაფრთხოების მიზნით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული რაიმე კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თითქოს მომჩივანს შეურაცხყოფა მიაყენეს, არ არსებობდა.

53. პროკურორის უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე ძალაში დატოვა თეთრიწყაროს სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, შესაბამისად, 2002 წლის 20 აგვისტოსა და 10 ოქტომბერს.

მ. № 18 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

54. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივან ზ. კვარაცხელიას (დანართში მოყვანილია 98-ე ნომრად). 2001 წლის 15 აგვისტოს მომჩივანი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გააჩერა პოლიციის თანამშრომელმა, ნ.მ.-მ და ჰკითხა, თუ რა ჰქონდა მას ჩანთაში. ჩანთაში აღმოჩნდა რელიგიური ლიტერატურა და ბიბლია, რომელიც მას ჩამოართვეს. პოლიციის თანამშრომელმა და ორმა გამვლელმა შეურაცხყოფა მიაყენეს მას. მეორე დღეს მომჩივანი მივიდა პოლიციის განყოფილებაში და მოითხოვა თავისი წიგნებისა და ბიბლიის დაბრუნება. ამ თხოვნის პასუხად, პოლიციის თანამშრომელმა ნ.მ.-მ მომჩივნისკენ ისროლა ჩანთა, რომელიც მას ხელში ეკავა და პანღურის კვრით გააგდო იგი პოლიციის განყოფილებიდან.

55. 2001 წლის 21 აგვისტოს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. 2001 წლის 24 დეკემბერს მისი ადვოკატი დაუკავშირდა სგპ-ს, მაგრამ პასუხი არც მას მიუღია. მომჩივანმა თავისი საქმე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლოში შეიტანა. 2002 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომაზე, მომჩივანმა აიღო სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ პროკურატურის 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას დაუბრუნა. 2002 წლის 21 ივნისს მომჩივნის ადვოკატმა უშედეგოდ სცადა, ინფორმაცია მიეღო საქმის მსვლელობის შესახებ.

ნ. № 19 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

56. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს, ბ. გოგოლაძეს, ა. თვარაძესა და მ. კაპანაძეს (დანართში ჩამოთვლილნი არიან მე-13, მე-14 და მე-15 ნომრებად). 2001 წლის 1 აპრილს მომჩივნები რელიგიური შეკრებიდან ბრუნდებოდნენ. სოფელ დვირში (ბორჯომის რაიონი) მათ თავს დაესხა სოფლის მაცხოვრებელთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც იყვნენ ბ-ნი ს.ხ. და ბ-ნი ჯ.ბ., შესაბამისად, რაიონული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, კერძო პირმა, ბ. გოგოლაძეს დაარტყა, რომელსაც სისხლი წასკდა, და ხელი დაავლო მომჩივნის ჩანთას, რომელშიც იდო ბიბლია და რელიგიური ხასიათის სხვა ლიტერატურა. იგივე პირი შემდეგ სხვა ორ მომჩივანსაც დაესხა თავს და გოგოლაძის კუთვნილი ჩანთის ღვედით დაუწყო მათ ცემა. ორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ყურადღება არ მიაქცია ძალადობას და მომჩივნებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ მათ სოფლის მაცხოვრებლებს გაჩერება უბრძანეს და მათთან ერთად დატოვეს შემთხვევის ადგილი.

57. 2001 წლის 5 აპრილს მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს. 2001 წლის 24 აგვისტოს მათ შეატყობინეს საქმის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ. 2001 წლის 6 სექტემბერს მომჩივანებმა აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო პროკურორთან გააპროტესტეს, რომელმაც 2001 წლის 1 ოქტომბერს უარი უთხრა მათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს სგპ-ში 2001 წლის 28 ნოემბერს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

ო. № 20 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

58. საჩივრის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს, ვ. ბეღელურს, ი. ჯანაშვილს, მ. მაკიევს, ხ. მაკიევას, ე. ტაბაღუას, ე. ბეღელურს, ჯ. გოგოხიას, თ. ყოლბაიას, ლ. გელაშვილსა და ნ. მაისურაძეს (დანართში ჩამოთვლილნი არიან პირველ, მე-6 და მე-17-24-ე ნომრებად).

59. 2000 წლის 28 ივლისს თბილისში, მამა ბასილის მიმდევრებმა გააჩერეს ავტობუსი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მარნეულში რელიგიურ შეკრებაზე მიჰყავდა. მათ გახვრიტეს ავტობუსის საბურავები, მომჩივნები და იეჰოვას სხვა მოწმეები ავტობუსიდან ჩამოიყვანეს და სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. განსაკუთრებით სასტიკად სცემეს მამაკაცებს, მათ შორის, მ. მაკიევს, ე. ბეღელურსა და ვ. ბეღელურს; ქ-ნი ნ. მაისურაძეც ასევე პირადად ამოიღეს მიზანში იმის გამო, რომ იგი ამ თავდასხმას ვიდეოკამერით იღებდა. კერძოდ, ავტობუსიდან ძალით ჩამოყვანის შემდეგ, მას ორი კაცი უკან მიჰყვა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ვიდეოკამერა წაართვეს. მათ მომჩივანს მალევე დაუბრუნეს კამერა, მაგრამ ვიდეოჩანაწერის გარეშე. მათ ასევე მუქარით გააფრთხილეს იგი, რომ მომავალში მეტი არაფერი გადაეღო.

60. 2000 წლის 31 ივლისს ორმოცდარვა იეჰოვას მოწმემ, მომჩივნების ჩათვლით, საჩივარი შეიტანა. 2000 წლის აგვისტო-სექტემბერში, მათ დამატებით შეიტანეს განცხადებები, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი ზემოააღნიშნული ძალადობის აქტი. 2001 წლის 24 დეკემბერს, მათი ადვოკატი სგპ-ს დაუკავშირდა და მოსთხოვა გადაწყვეტილების მიღება. მომჩივნებს პასუხი არ მიუღიათ. 2002 წლის 19 მარტს მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლოში საგამოძიებო ორგანოების მიერ ზომების არმიღების თაობაზე, რაც მათი საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ტოლფასი იყო. 2002 წლის 19 ივნისს სასამართლომ მომჩივნებს აცნობა, რომ წერილობითი გადაწყვეტილების არარსებობის გამო მათი საჩივრის განხილვა შეუძლებელი იყო.

პ. № 21 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

61. 2001 წლის 15 სექტემბერს, მომჩივანი მ. გაფრინდაშვილი (დანართში მოყვანილია 99-ე ნომრად) ქალაქ ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩაზე ფეხით მიდიოდა, როცა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თავისი რელიგიური რწმენის გამო. კერძოდ, იგი ამტკიცებდა, რომ მას ერთ-ერთმა გამვლელმა სცემა და შეურაცხყოფა მიაყენა რელიგიური ლიტერატურის გავრცელების დროს. თავდამსხმელთან ერთად მომჩივანი წავიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც, მისი მტკიცებით, მას დაარტყა პოლიციის თანამშრომელმა, თ.კ.-მ, ხოლო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს თავდამსხმელს. თავისი მტკიცებების გასამყარებლად, მომჩივანმა ოთხი თვითმხილველის განცხადება წარადგინა.

62. 2001 წლსი 19 სექტემბერს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა. 2001 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის პროკურორმა გადაწყვიტა, არ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე ზემოხსენებული გამვლელის, რომლის ვინაობაც დადგინდა, რომ იყო ლ.მ., და პოლიციის თანამშრომლის, თ.კ.-ს, წინააღმდეგ. აღნიშნა რა, რომ მომჩივნისა და განვითარებული მოვლენების შესახებ თავისი ვერსიის გასამყარებლად წარმოდგენილი თვითმხილველთა განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, პროკურორმა დაასკვნა, რომ არანაირი სამხილი იმისა, რომ რომელიმე მათგანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, არ არსებობდა. მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა. შესაბამისი მხარეების დაკითხვის შემდეგ, ქვედა ინსტანციის სასამართლომ შეწყვიტა საქმე იმ მოტივით, რომ მომჩივნის დაზიანებები არ იყო დადასტურებული სამედიცინო დასკვნით. 2002 წლის 18 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა მომჩივნის საკასაციო საჩივარი.

ჟ. №№ 22, 23, 24 და 25 სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

63. საჩივრის ეს ნაწილი შესაბამისად ეხება მომჩივნებს, მ. სალუკაშვილს, ლ. კიკალიშვილს, ვ. ბურდულსა და ი. ჯანაშვილს (დანართში ჩამოთვლილნი არიან 3-6 ნომრებად, საქმე № 22); ლ. ხითარიშვილს, ნ. კობაიძესა და მ. კვერგელიძე (ჩამოთვლილნი არიან 7-9 ნომრებად, საქმე № 23); ე. გაბელაიას (მოყვანილია 24-ე ნომრად, საქმე № 24); და ს. ბარსეგიანს, ი. დალაქიშვილ-ბარსეგიანსა და თ. არაბიანს (ჩამოთვლილნი არიან მე-12, 92-ე და 93-ე ნომრებად, საქმე № 25).

64. მომჩივნების განცხადებით, მათი რელიგიური რწმენის გამო, შესაბამისად, 2000 წლის 13 თებერვალს, 2000 წლის 3 აპრილს, 2000 წლის 13 ივლისსა და 2001 წლის 20 ივნისს, ქუჩებში ფეხით სიარულისას, მათ დაემუქრნენ, სიტყვიერად გაუსწორდნენ და მოჰპარეს მათი კუთვნილი რელიგიური ლიტერატურა და პირადი ნივთები. თავდასხმები განხორციელდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. დამნაშავეები მამა ბასილის მიმდევრები ან, უბრალოდ, იეჰოვას მოწმეების მიმართ მტრულად განწყობილი საერო პირები იყვნენ. დაზარალებულებმა მათი უმეტესობა ამოიცნეს.

65. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მომჩივნებმა პოლიციაში იჩივლეს. საჩივრის შეტანის დროს ზოგიერთ მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა (საქმე № 22). მათი საჩივრების პასუხად, ზოგიერთ მომჩივანს სიტყვიერად აცნობეს, რომ პოლიციას უკვე გაფრთხილებული ჰყავდა თავდამსხმელები იმის თაობაზე, რომ შეეწყვიტათ იეჰოვას მოწმეთა შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, როდესაც ქ-ნმა ე. გაბელაიამ (საქმე № 24) 2000 წლის 18 ივლისს უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მას და მის მეგობრებს ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდა ს.გ., პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ ს.გ.-სთან დაკავშირებითა და მისგან მომჩივნის დაშინების შეწყვეტის შესახებ წერილობითი ხელწერილის ჩამორთმევით შემოიფარგლნენ. ამასთან დაკავშირებით მომჩივანს 2000 წლის 20 ივლისს სიტყვიერად შეატყობინა პოლიციის უფროსმა. საქმის მასალების მიხედვით, საპასუხოდ მომჩივანს არანაირი შემდგომი ზომისთვის აღარ მიუმართავს.

66. № 22, 23 და 25 სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილე მომჩივნებისთვის არაფერი უცნობებიათ ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ მათ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული რაიმე გადაწყვეტილების შესახებ. მომჩივნებმა სასამართლოებში იჩივლეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უმოქმედობის თაობაზე, მაგრამ სასამართლოებმა უარი თქვეს მათი საქმეების განხილვაზე წერილობითი გადაწყვეტილების არარსებობის გამო. შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებები გამოტანილი იქნა 2002 წლის 3 აპრილს (სისხლის სამართლის საქმე № 25) და 2002 წლის 18 ივნისს (სისხლის სამართლის საქმე №№ 22-23).

რ. №№ 26, 27, 28, 29 და 30 სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არსებული ძალადობის აქტები

67. საჩივარის ეს ნაწილი ეხება მომჩივნებს, ვ. მარიკიანსა და ს. ბარსეგიანს (დანართში ჩამოთვლილნი არიან მე-11 და მე-12 ნომრებად, საქმე № 26), კ. ქორჩილავას (71-ე ნომერი, საქმე № 27), ა. თურქიასა და თ. გალდავას (94-ე და 95-ე ნომერი, საქმე № 28), დ. მარგიანსა (96-ე ნომერი, საქმე № 29) და გ. კოხრეიძეს (საქმე № 30). მომჩივნების განცხადებით, ქუჩაში ფეხით სიარულის დროს, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავისი რელიგიური მრწამსის გამო. მათ სცემეს და პირადი ნივთები მოჰპარეს 2000 წლის 3 აგვისტოსა და 24 სექტემბერს, 2001 წლის 20 ივნისსა და 1 აგვისტოს და 2000 წლის 19 აპრილს, შესაბამისად. განვითარებული მოვლენების საკუთარი ვერსიის გასამყარებლად, მომჩივნებმა წარადგინეს დეტალური განცხადებები და სამედიცინო დასკვნა, სადაც ეს შესაძლებელი იყო.

68. მომჩივნებს, ვ. მარიკიანსა და ს. ბარსეგიანს (სისხლის სამართლის საქმე № 26), რომლებსაც, სავარაუდოდ, მამა ბასილის მომხრე თხუთმეტკაციანმა ჯგუფმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში, დღის საათებში სცემა, სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ ერთ-ერთ საავადმყოფოში. თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს სგპ-ში სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც დეტალურად აღწერეს მომხდარი ინციდენტი, მიუთითეს დაკავშირებული ავტომანქანების ნომრები და დაასახელეს ორი სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა. მოწმეების რანგში დაკითხვისას პოლიცია ზეწოლას ახდენდა მათზე, საჩივრის უკან გატანის მიზნით. 2001 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებაში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაითვალისწინა რა შესაბამისი საქმის მასალები, დაადგინა, რომ აღნიშნულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც მომჩივნებმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, აშკარა რელიგიური მოტივი ჰქონდა და იგი განახორციელეს მამა ბასილის მიმდევრებმა. თუმცა მოსამართლემ ისიც აღნიშნა, რომ სავარაუდო დამნაშავეების დადგენა შეუძლებელი იქნებოდა და საქმის მასალები კვლავ პროკურატურის ორგანოებს დაუბრუნა. როგორც ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, მომჩივნებს 2002 წლის ივნისში აცნობეს, რომ მათი საქმის მასალები მოგვიანებით დაიკარგა.

69. № 27 საქმეში, მომჩივანს ფიზიკურად გაუსწორდა კერძო პირი, ლ.ლ. მომჩივანმა თავდასხმიდან მეორე დღეს საჩივარი შეიტანა ადგილობრივ პოლიციაში. მან ასევე გაიარა სამედიცინო გამოკვლევა. ერთი კვირის შემდეგ მან აბაშის რაიონის პროკურორის სახელზე ხელახლა შეიტანა საჩივარი სისხლის სამართლის საქმეზე სამედიცინო შემოწმების შედეგებთან ერთად. 2000 წლის 5 ოქტომბერს მან მიიღო პასუხი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, ამის შემდეგ მომჩივანი გამოძიების მიმდინარეობით აღარ დაინტერესებულა.

70. მომჩივან ა. თურქიას (სისხლის სამართლის საქმე № 28), 2001 წლის 20 ივნისს, ქალაქ აბაშაში ფიზიკურად გაუსწორდა საერო პირი, მ.ჯ. ამ ინციდენტს შეესწრო მომჩივანი თ. გალდავა, რომელიც, სავარაუდოდ, უვნებლად გადაურჩა თავდასხმას. როგორც ბ-ნმა თურქიამ განაცხადა, მას სასტიკი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ასევე დანითაც დაემუქრნენ. 2001 წლის 25 ივნისს მან საჩივარი შეიტანა სგპ-ში. ბ-ნი თურქია აცხადებდა, რომ ამგვარი თავდასხმა პირველი არ ყოფილა მ.ჯ.-ს მხრიდან. 2001 წლის 9 ივლისს აბაშის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ განეხილათ საჩივარი. სავარაუდო თავდამსხმელის განცხადებაზე და საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე თვითმხილველის ჩვენებებზე დაყრდნობით მან დაადგინა, რომ მ.ჯ.-მ უბრალოდ სთხოვა ბ-ნ თურქიას, რომ შეეწყვიტა რელიგიური ლიტერატურის ქალაქში გავრცელება და ბ-ნ თურქიას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. 2001 წლის 23 ივლისს პროკურორმა ძალაში დატოვა მომჩივნის მიერ გასაჩივრებული აღნიშნული გადაწყვეტილება. 2002 წლის 24 ივლისს, აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გააუქმა პროკურორის ეს გადაწყვეტილება. ამის საფუძვლად მან მოიყვანა ბ-ნ თურქიას სამედიცინო გამოკვლევის შედეგები და იმ სავარაუდო ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ გადაღებული მისი ფოტოსურათი. მან დაასკვნა, რომ სახეზე იყო დანაშაულის სამხილი და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის გადააგზავნა. მომჩივან თურქიასთვის არაფერი უცნობებიათ შემდგომი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

71. № 29 საქმეში, მომჩივანს, რომელსაც სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდა კერძო პირების ჯგუფი, მათ შორის, სოფელ ნარაზენის (დასავლეთ საქართველო) მაცხოვრებლები, მ.თ. და გ.კ., პოლიციამ შეატყობინა, რომ მათ გააფრთხილეს მ.თ., შეეწყვიტა იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. მომჩივანმა გააპროტესტა აღნიშნული გადაწყვეტილება. 2002 წლის 4 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადააგზავნა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ დაასკვნა, რომ არ ყოფილა ჩატარებული ამოცნობის პროცედურა და გამოძიებას მხედველობაში არ მიუღია გ.კ.-ს წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები. 2002 წლის 23 იანვარს, სავარაუდო თავდამსხმელების დაკითხვის შემდეგ, ზუგდიდის რაიონის პროკურორმა ძალაში დატოვა უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

72. ქ-ნ გ. კოხრეიძეს (სისხლის სამართლის საქმე № 30) ფიზიკურად გაუსწორდნენ 2000 წლის 19 აპრილს, როდესაც იგი იეჰოვას რამდენიმე მოწმესთან ერთად საკუთარ სახლში სადილობდა. მან პოლიციაში იჩივლა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი, უ.ს., მას სისტემატიურად ესხმოდა თავს. პოლიციამ მას შეატყობინა, რომ მათ გააფრთხილეს უ.ს. და რომ საქმე არ აღუძრავთ. მოგვიანებით, მომჩივანმა მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

II. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო მასალები

73. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1257-ე (2001) რეზოლუციის შესაბამისი ნაწილები შემდეგნაირად იკითხება:

„11. ასამბლეა (... ) ასევე უკ ი დუ რ ე ს ად შ ეშ ფო თ ე ბ უ ლ ი ა ძ ა ლად ო ბ ის ა რ ა ე რ თ ი ფ ა ქტ ის გ ამ ო , რო მელ ს აც მ ა რ თ ლმ ა დ ი დ ე ბ ელი ე ქ ს ტრ ე მ ის ტ ე ბ ი ახ ო რ ც ი ე ლე ბ ენ რ ე ლ ი გ ი ურ უ მ ც ი რ ეს ობ ა თ ა ჯგუფების, კე რ ძ ო დ , იე ჰო ვას მ ო წ მეე ბ ისა და ბ ა პ ტ ის ტ ე ბ ი ს წ ი ნაა ღ მ დ ეგ.

12. ასამბლეა და ბ ე ჯ ი თ ე ბ ით ს თხ ო ვს ს ა ქ ა რ თ ვ ელ ო ს ხ ე ლი ს უ ფ ლ ე ბ ას, გ ამ ო იძ ი ო ს ა დ ამ ი ა ნ ის უ ფ ლე ბ ა თ ა დ ა რღ ვევ ი სა და ხ ე ლ ისუ ფ ლ ე ბ ის გ ადა მ ე ტ ე ბ ის თ ი თ ო ე უ ლი შე მ თხ ვ ევა,ბრალი წაუყენოს დამ ნ ა შ ავ ე პირ ე ბს მ ა თი თა ნა მდე ბობრ ივი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ის მი უ ხ ე დავ ა დ და გ ა ა ტ ა რო ს რ ად ი კ ა ლუ რ ი ზ ო მე ბ ი იმი ს ათ ვ ის,რო მ მდ გ ო მ ა რ ე ობ ა ქ ვე ყ ა ნ ა შ ი შ ეესა ბ ამე ბო დ ეს ევ რო პ ის ს ა ბ ჭ ო ს მ ი ერ ა ღ ი ა რ ე ბ უ ლ პ რ ი ნ ც ი პ ე ბ სა დ ა ნ ორ მე ბს.“

74. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2002 წლის 19 აპრილის დასკვნითი შენიშვნები საქართველოსთან მიმართებაში შემდეგნაირად იკითხება:

„კომიტეტი ღრმა შეშფოთებით აღნიშნავს სხვადასხვა მრწამსის რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით, იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და შევიწროების აქტების რაოდენობის ზრდას.

სახელმწიფოს მხრიდან მიღებული უნდა იქნეს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. სახელმწიფომ ასევე უნდა:

ა) გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივად დევნოს რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული შევიწროების დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევები;

ბ) სისხლის სამართლებრივად დევნოს მსგავსი დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები;

გ) ჩაატაროს საგანმანათლებლო კამპანია რელიგიური შემწყნარებლობის თაობაზე და განათლების მეშვეობით აღკვეთოს რელიგიიდან ან რწმენიდან გამომდინარე შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია“.

75. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2001 წლის 7 მაისის დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:

„კომიტეტი შ ეშ ფო თ ე ბ უ ლ ი ა(... )რ ელი გ იუ რ ი უმ ც ი რ ეს ობ ე ბ ის, გ ა ნს ა კ უ თ რ ე ბ ი თ, იე ჰო ვ ას მ ო წმეე ბ ის წინ ა ა ღ მ დე გ ჯგუფური ძ ა ლ ა დ ობ ის შემთხვევებითა დ ა პ ო ლ ი ც ი ი ს უუნა რობ ით, ჩ ა ე რ ი ო ს და მიი ღო ს შე ს ა ბ ა მ ისი ზ ო მე ბ ი,მ იუ ხ ე დ ავა დ მ ს გ ა ვ სი აქტების პ რ ე ვ ე ნ ც ი ისა და სამართლებრივი დევნის იურიდიული მე ქ ა ნ იზ მ ე ბ ი ს ა დ ა ამ ა შ კ ა რ ა და უ ს ჯ ელ ო ბ ის რ ი ს კ ის ა რ სე ბობ ი სა, რომლის შედეგადაც იზრდება ასეთი აქტების რიცხვი; ....“

76. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიამ (შემდგომში „კომისია“) თავის 2001 წლის 22 ივნისის მოხსენებაში საქართველოს შესახებ განაცხადა:

„49. კომისია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში არსებული რელიგიურ უმცირესობათა წევრების მიმართ ძალადობისა და შევიწროების მუდმივი გამოვლინებების შესახებ მრავალრიცხოვანი ინფორმაციების გამო. როგორც ჩანს, ბოლო ორი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები და ევანგელისტი ქრისტიანები წარმოადგენენ ამგვარი გამოვლინებების ყველაზე ხშირ სამიზნეს (...) ყველაზე ხშირად ადგილი აქვს რელიგიურ უმცირესობათა საჯარო წეს-ჩვეულებების შესრულებისა და შეკრებების მოწყობისათვის ხელის შეშლასა და დარბევას, ქონების, განსაკუთრებით, რელიგიური ლიტერატურის ხელში ჩაგდებასა და განადგურებას. ამასთან, როგორც იუწყებიან, მზარდ მასშტაბს იძენს ისეთი მოვლენები, როგორიცაა რელიგიურ უმცირესობათა წევრების, მათ შორის, სკოლის მოსწავლეთა ყოველდღიური შევიწროება და შეურაცხყოფა.

50. რელიგიურ უმცირესობათა წევრებზე ძალადობრივ თავდასხმებსა და მათ შევიწროებას უმეტესად ახორციელებენ ქართული მართლმადიდებლური საზოგადოების ექსტრემისტული ელემენტები. ამასთან, კომისია სერიოზულად არის შეშფოთებული არა მარტო ასეთი ექსტრემისტული ელემენტების ქართულ საზოგადოებაში არსებობისა და ქმედებების გამო, არამედ ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მსგავს ქმედებებზე არაადეკვატური რეაგირების გამო (...)

51. რაც შეეხება ხელისუფლების ორგანოების რეაგირებას, ქართული მართლმადიდებლური საზოგადოების ექსტრემისტული ელემენტების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების შესახებ უამრავი შეტყობინების მიუხედავად, ჯერჯერობით ძალიან მცირე რაოდენობის სამართლებრივი დევნაა წარმატებით განხორციელებული; სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ იჩენენ აქტიურობას დამნაშავე პირების მიმართ. ამის შედეგად შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ექსტრემისტები მოქმედებენ შედარებითი დაუსჯელობის გარემოში (...)

 52. (...) კომისია თვლის, რომ ასეთი სიტუაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ექსტრემისტთა ქმედებებზე ხელისუფლების ორგანოების არაადეკვატურ რეაგირებასთან, რაც ფართო საზოგადოებამ შეიძლება არასწორად, ამგვარი ქმედებების ოფიციალური აღიარების ნიშნად აღიქვას (...)“.

77. ევრ ო პ ა რ ლა მ ე ნ ტის დ ე ლ ე გ ა ციის თ ა ვ მ ჯ დ ო მ ა რემ ევრ ო კ ა ვში რი-ს აქა რთვე ლო ს ს ა პ ა რ ლა მ ე ნ ტო თ ა ნ ა მ შრ ო მ ლო ბ ის კ ო მ ი ს ია ში, ქ-ნმა ურსულა შლაიხერმა, 2001 წლის 5 სექტემბერს განაცხადა:

„ევროპარლამენტის დელეგაციის სახელით მსურს გამოვხატო ჩემი შ ეძ რ წუ ნ ე ბ ა ჟ უ რ ნა ლ ის ტ ე ბ ის, ა და მ ი ან ის უ ფ ლე ბ ა თა დ ა მ ც ვ ე ლ ე ბ ისა და იე ჰო ვ ას მ ო წ მ ეთა წი ნ აა ღ მ დ ე გ გ ა ნ ხ ორც ი ე ლე ბ უ ლი ძ ა ლ ა დ ობრ ივი თავდასხმებიდან ბოლოდროინდელი ინციდენტის მ ი მა რ თ,რო მე ლ ს ა ც ა დ გ ი ლი ჰ ქო ნ დ ა 1 6ა გ ვის ტ ო ს თ ბ ი ლი ს ის ე რ თ- ე რ თი სა ს ამა რ თ ლ ოს სხდომათა დარბაზ შ ი. მი მ აჩნ ი ა,რო მ მსგავსი ქმედებით სასტიკად შეი ლახა ადა მ ი ა ნის ძირითადი უ ფ ლე ბები, რო მ ე ლ თ ა დ ა ც ვ ი ს ვა ლ დე ბ უ ლ ე ბ აც სა ქ ა რ თვ ე ლ ო მ იკ ი ს რ ა,რო გ ორ ც ა და მ ი ა ნის უ ფ ლ ე ბ ა თა და ძი რ ი თ ად თ ავი ს უ ფ ლ ე ბ ა თა დ ა ც ვის ევ რო პ უ ლი კ ო ნვე ნ ც ი ის ხ ე ლმ ო მ წ ე რ მა სა ხე ლმწი ფო მ. ნე ბ ა მ ო მე ც ი თ შ ე გ ა ხ ს ე ნ ო თ, რო მ200 1 წლის 9 მ ა ი ს ის შეხ ვ ედ რ ა ზე, ევ რო კა ვ ში რ ი-ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა პა რ ლა მენ ტ ო თ ან ა მშ რო მ ლ ობ ის კ ო მი ს იამ დ ა გ მო რ ელ ი გ იუ რ ი შე უ წყნა რ ე ბ ლ ობ ა დ ა ნ ა ც ი ო ნ ა ლ ი ს ტ უ რ ი ე ქ ს ტრ ე მ იზ მ ი,რო მ ლე ბ იც შე უ თა ვ სე ბ ელ ია სა ქ ა რ თ ვ ელ ო სთ ვ ის დ ამ ა ხა ს ი ა თე ბ ელ ი რ ე ლ ი გ ი უ რ ი და კ ულ ტ უ რ უ ლ ი ტო ლე რ ან ტო ბ ის ხა ნ გ რ ძ ლ ივ ტრ ა დი ც ი ას თა ნ“.

78. ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩმა“ თავის 2002 წლის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა:

„სა ქ ა რ თ ვ ელ ო ს ხ ე ლ ი სუ ფ ლე ბ ა მ სამ ოქ ალ ა ქ ო ა ქტ ი ვის ტ თ ა ორ გ ა ნ ი ზე ბ უ ლ ჯ გ უ ფ ე ბ ს უ ფ ლე ბ ა მი ს ც ა ე წ ა რ მ ო ე ბ ი ნ ათ ძ ა ლად ობრ ი ვ ი თავდასხმებისა და დაშინების ხანგრძლივი კ ამ პ ან ი ა რ ა მდ ე ნ ი მე სხ ვ ა არა მა რ თ ლ მ ად ი დე ბ ლური რწმენის მ ი მ დ ევ რ ე ბ ის, ძ ი რ ი თა დ ად, ი ე ჰო ვას მ ო წმ ე ე ბ ის, ორ მ ო ც დ ა ა თ ია ნე ლე ბ ი ს ა და ბ აპ ტ ის ტ ე ბ ის წ ინ ა ა ღ მ დე გ . თავ დ ამ ს ხმ ე ლე ბ მ ა ჩ ა შ ა ლეს რ ე ლ ი გ ი უ რ ი მსა ხ უ რ ე ბ ა,ს ც ემეს მრევლის წევრებს , დ აა რბ ი ეს ან გ აძ ა რ ც ვეს ს ა ხ ლ ე ბ ი და ქონება და გ ა ან ა დ გ უ რ ეს რ ე ლ ი გ იუ რ ი ლიტერატურა .ბ ას ი ლ მ კ ა ლა ვ იშ ვ ილ მ ა, გ ა ნ კვ ე თ ი ლმა ქ ა რ თ ვ ელ მ ა მა რ თ ლმ ა დ ი დე ბ ე ლ მ ა მ ღ ვ დ ე ლმა,რო მ ე ლ ი ც ხ ე ლ მძ ღ ვან ე ლ ობ და ამ თ ავ დ ას ხ მ ე ბ ის უმ რ ა ვ ლეს ო ბ ას, გ ა ამა რ თლ ა ი ს ინი და ა მ ტ კ ი ც ე ბ და, რო მ ქ ა რ იზ მ ა ტ უ ლი მ იმ დ ინა რ ე ობ ე ბ ი ბ ილ წა ვ დ ნ ენ ქ ა რ თ უ ლ ე როვნულობას ა და რ ე ლ ი გ იურ ტ რ ად ი ც ია ს . იგი ამაყ ობ დ ა, რომ პ ო ლ ი ც ია დ ა უ შ იშ რო ე ბ ის სამ ს ა ხ უ რ ე ბ ი ეხმარებოდნენ მას.  პ რო კუ რ ო რ ე ბ ისა და პ ო ლი ც ი ის უმ ოქ მედ ობ ისა ან თ ა ნამ ონ აწილეობის და ი ე ჰო ვას მ ო წმე თ ათ ვ ის ი უ რ ი დ ი უ ლი ე რ თ ე უ ლ ის ს ტ ა ტ უ სი ს შეწყ ვ ე ტ ის შე ს ა ხ ებ უ ზე ნაე ს ი ს ა სა მ ა რ თ ლ ო ს თე ბ ე რ ვ ლის გ ა და წ ყვე ტ ი ლე ბ ის ფონზე ,200 1 წ ე ლს კ ო ლე ქ ტ იუ რ ი თა ვ დ ასხ მ ე ბ ის ს ი ხ ში რ ე გ ა ი ზ ა რ და...“

79. ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეიშენალმა“ თავის ანგარიშში სათაურით „ევროპის შეშფოთების მიზეზები: 2000 წლის ივლისი-დეკემბერი“ განაცხადა:

 „თავდასხმები იეჰოვას მოწმეებზე

1999 წლის ოქტომბერში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პოლიცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან, სავარაუდოდ, არ მოახდინა სათანადო რეაგირება, მაშინ როცა განკვეთილი ქართველი მართლმადიდებელი მღვდლის, მამა ბასილ მკალავიშვილის მიმდევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ იეჰოვას მოწმეთა მრევლის წევრებს. იეჰოვას მოწმეებმა, რომელთა მიმართაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რადიკალური მხარდამჭერები მტრულად არიან განწყობილები, განაცხადეს, რომ დაახლოებით 200 ადამიანი თავს დაესხა მათ 120-მდე თანამოაზრეს, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც 1999 წლის 17 ოქტომბერს შეკრებილნი იყვნენ იჯარით აღებული თეატრის შენობაში საკვირაო მსახურებაზე. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელებმა მლოცველები რკინის ჯვრებითა და ხის ხელკეტებით სცემეს. რამდენიმე თანამოაზრემ თავი დააღწია და მომხდარი თავდასხმის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა, რომელმაც, სავარაუდოდ, უარი უთხრა მათ დახმარებაზე ან დაცვაზე. შეტყობინების თანახმად, თექვსმეტ მლოცველს დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო ეს თავდასხმა საყოველთაოდ იქნა დაგმობილი (მათ შორის, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ) მისი ამსახველი ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტების ნაციონალური ტელევიზიით ჩვენების შემდეგ. ...

საქმე სასამართლოში შევიდა 2000 წლის 16 აგვისტოს, რომელიც განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლომ, მოსამართლე თამაზ საბიაშვილის თავმჯდომარეობით. სასამართლოს წინაშე წარსდგა მირიან არაბიძე მეორე იეჰოვას მოწმესთან, ზაზა კოშაძესთან ერთად, რომელიც, როგორც ამბობენ, ასევე 1999 წლის 17 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლი იყო, და მამა მკალავიშვილის ორი მხარდამჭერი ქალბატონი. იეჰოვას მოწმეთა და სხვა პირების, მათ შორის, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებელთა ინფორმაციით, თავად აღნიშნული საქმის განხილვა გახდა მამა მკალავიშვილის მომხრეების მხრიდან კიდევ უფრო მეტი ძალადობის გამოვლენის მიზეზი. საქმის განხილვის პირველ დღეს, შესვენების დროს, მხარდამჭერები შეიჭრნენ სხდომათა დარბაზში და ძალის გამოყენებით გაიყვანეს ორი კანადელი დამკვირვებელი, და როგორც იუწყებიან, დაცვის თანამშრომლები ამ ყველაფერს უყურებდნენ, მაგრამ არ ჩარეულან. მეორე დღეს, 2000 წლის 17 აგვისტოს, მამა მკალავიშვილის მომხრეები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ ჟურნალისტს, ერთ ადვოკატს და უცხოელ დამკვირვებლებს, როცა მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს საქმის განხილვის 2000 წლის 18 სექტემბრამდე გადადების გამო. ...

ამის შემდეგ, მამა მკალავიშვილმა და მისმა მომხრეებმა კიდევ განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები იეჰოვას მოწმეებზე, კვლავ აშკარად დაუსჯელად. როგორც იუწყებიან, სულ მცირე, ერთ შემთხვევაში მაინც მათთან ერთად რამდენიმე პოლიციელიც მონაწილეობდა ამ თავდასხმებში. მაგალითად, 2000 წლის 16 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის გარეუბანში, რამდენიმე ავტობუსს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები გადაჰყავდა, როგორც იუწყებიან, ქვები დაუშინეს და მგზავრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. იმ დღეს იეჰოვას მოწმეებს შეკრების გამართვა ჰქონდათ დაგეგმილი. თუმცა, როგორც იტყობინებიან, იმ დილით გზაზე მოწყობილ საკონტროლო პუნქტებთან მდგარმა პოლიციამ ყველა ავტომანქანა, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები გადაჰყავდა, უკან გააბრუნა, მაგრამ ამავე დროს, თავისუფლად გაატარა და პოლიციის თანხლებით გააცილა მამა მკალავიშვილის მომხრეებით სავსე ავტობუსები. ამის გამო, აღნიშნული შეკრება გაუქმდა და ავტობუსებში მყოფ მის მონაწილეებს უთხრეს სახლებში დაბრუნებულიყვნენ. თუმცა ერთ საკონტროლო პუნქტთან, თბილისისკენ მიმავალ რამდენიმე ავტობუსს, გადმოცემით, ქვებით შეიარაღებული ბრბო დაესხა თავს. მათ ჩაამსხვრიეს ფანჯრები და, როგორც ამბობენ, ერთ მგზავრ ქალბატონს ქვა მოხვდა თავში. იეჰოვას მოწმეთა თქმით, მართლმადიდებელმა მხარდამჭერებმა ასევე სხვა ავტობუსიც გააჩერეს, იქიდან გადმოათრიეს სამი მგზავრი მამაკაცი და სცემეს. თავდამსხმელები ავტობუსშიც ავიდნენ, ყვიროდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს და გაძარცვეს მგზავრები. შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიცია, როგორც ამბობენ, მხარს უჭერდა და მონაწილეობდა ცემა-ტყეპაში და ასევე შეუერთდა ჩაშლილი შეკრების ადგილის ძარცვა-გლეჯის მონაწილეებს. 2008 წლის 8 სექტემბერს, იეჰოვას მოწმეთა წინა შეკრება ზუგდიდში ძალის გამოყენებით ჩაშალეს ნიღბიანმა პოლიციელებმა.

იმ თვის დასაწყისში, იეჰოვას მოწმეებს, მათივე ინფორმაციით, თავს დაესხნენ საქართველოს ორ სხვა ქალაქში. 2000 წლის 3 სექტემბერს, სენაკის მრევლის წევრებს თავს დაესხა მამაკაცების შეიარაღებული ჯგუფი ერთ-ერთ კერძო სახლში შეკრების დროს, ხოლო იმავე დღეს, როგორც იუწყებიან, საგზაო პოლიციის ორი თანამშრომელი ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა იეჰოვას მოწმეს.

იური პაპავას განცხადებით, სენაკის მრევლის წევრები მშვიდობიან შეკრებას ატარებდნენ მის სახლში, როცა მათთან მამაკაცი შევიდა და მოსთხოვა მათ, ეთქვათ, თუ რას აკეთებდნენ და რას ასწავლიდნენ ისინი. ისე რომ პასუხს არც კი დაელოდნენ, მან და კიდევ ხუთმა თუ ექვსმა სხვა მამაკაცმა დაიწყო ავეჯის მტვრევა. ჯგუფის წევრებმა ასევე იარაღი ამოიღეს და ხელმძღვანელი სასულიერო პირი სიგარეტით დაწვეს. იური პაპავამ განაცხადა, რომ შეკრების მონაწილენი პოლიციას დაუკავშირდნენ, მაგრამ „მათ მოსვლის შემდეგ შეკრების მონაწილეებს დახმარება კი არ გაუწიეს, არამედ დაიწყეს თავდასხმის მსხვერპლთა უშვერი სიტყვებით გინება“. ...

80. ამონარიდი საქართველოს სახალხო დამცველის 2001 წლის წლიური ანგარიშიდან:

„(...) სინდისის თა ვ ისუ ფ ლ ე ბ ა ე რ თ- ე რ თ ი იმ უ ფ ლე ბ ა თ ა გ ა ნ ია, რო მ ლე ბ ი ც ყვ ე ლ აზ ე სასტიკად ირღვევა ს ა ქ ა რ თვ ე ლ ო შ ი. ი გ უ ლ ი ს ხ მ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ში სე ქ ტ ე ბ ად წ ო დე ბ უ ლი დ ა ამის გ ამო ყ ვ ე ლ ანაირად უა რ ყ ო ფ ი ლ ი, დევ ნ ი ლ ი დ ა შე ვ იწ რო ე ბ უ ლი ა რ ა ტრ ა დ ი ც ი უ ლი რ ე ლ ი გ იუ რ ი ო რ გ ა ნ ი ზ ა ც იე ბ ი. (... ) მე არ უ ა რ ვყ ო ფ ან ვაკ ნ ინებ მართლმადიდებლური ე კ ლ ე ს ი ის რო ლს ჩვ ე ნს ქ ვ ე ყა ნ ა შ ი.მართლმადიდებლური ე კ ლ ე ს ი ა ყ ო ვ ელ თვის იყო დ ა ი ქ ნე ბ ა ი ს ს აძირკველი, რო მ ე ლ ს აც ეყ რ დნ ობ ა ქ ა რ თ ულ ი ს ა ხ ე ლმწი ფ ო და, ასე ვ თ ქ ვ ა თ, თვ ი თ ე რ ის ა რ ს ე ბობ ა.თ უმ ც ა სა ქ ა რ თ ვ ელო ყ ო ვე ლ თვის ა მ აყ ობ დ ა მისი რ ე ლ ი გ ი უ რ ი ტ ო ლე რ ა ნ ტობ ით. ამის ტიპური მ ა გ ალ ი თია ს ხვ ა და ს ხვა აღმსარებლობის ტაძრები, რომლებიც თ ი თ ქ მ ი ს გ ვ ე რ დ ი გ ვე რ დ დგას და ფ უნ ქც ი ო ნი რ ე ბ ს სა ქ ა რ თვ ე ლ ო ს დე დ ა ქ ა ლა ქ ში. ქ ა რ თვ ე ლი ე რ ისთვ ი ს დამ ა ხ ა სი ათ ე ბ ე ლ ი ტო ლე რ ან ტო ბ ის კიდევ ერთი ბრ წყინ ვ ა ლ ე მა გ ა ლ ი თ ია ქ ა რ თვ ე ლე ბ ს ა და ე ბრ ა ე ლე ბ ს შორის არსებული შე ს ა ნ იშ ნ ავი კეთილ მეზ ობ ლუ რ ი უ რ თ იე რ თ ობ ე ბ ი და მე გ ობრობა,რაც უკვე ა თას წ ლ ე უ ლ ე ბ ია გრძელდება. ას ე თ გარეგნულად ტ ო ლე რ ა ნ ტ ულ გ ა რ ე მ ო შ ი ნ ამდ ვ ი ლ ა დ დაუშვებელია რ ე ლი გ იურ უმ ც ი რ ეს ობ ა თა წ ი ნ აა ღ მ დ ე გ ა მ ჟ ამად მი მ ა რ თ უ ლ ი ე ქ ს ტ რ ემ იზ მის ტ ა ლ ღასთან შეგუება. ვ გ უ ლ ი სხმ ო ბ თ იმ მ რ ავ ა ლ რ ი ც ხ ო ვან ძ ა ლ ა დ ობ ის ა ქტ ე ბ ს,რო მელთა მსხვერ პ ლ ნ იც გ ა ხ დნ ე ნ ისეთი ა რ ა ტრ ად ი ც ი უ ლ ი რ ელ ი გ იუ რ ი ჯ გ უ ფ ე ბ ის წევრები , რ ო გ ორ ე ბ ი ც აა (ყველაზე მეტად) იე ჰო ვას მ ო წ მ ეე ბ ი, ბ აპ ტ ის ტ ე ბ ი, კ რ ი შ ნ ას მ იმ დევ რ ე ბ ი და ს ხვე ბ ი (... )“.

81. 2001 წლის 13 მარტს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორიცაა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „შავი ზღვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინსტიტუტი“, „კავკასიური სახლი“, „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფონდი“, „ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ადამიანის უფლებათა ჯგუფი, „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა“ კლუბი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „თბილისის პრესკლუბი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, გამოსცა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია:

„უკა ნ ას კ ნ ე ლი ორ ი წ ლი ს გ ა ნ მა ვ ლ ობ ა შ ი, ჩვენ მ ო წმენი ვ ა რ თ რ ელ ი გ ი ი ს თა ვ ისუ ფ ლე ბ ის მას ობრ ი ვ ი და რღ ვე ვ ე ბ ისა და რ ე ლ ი გ ი ურ უმ ც ი რ ეს ობ ა თა დევნისა. სა ქ ა რ თვ ე ლ ო ს ხ ე ლი ს უ ფ ლ ე ბ ა ს რ უ ლ ი ად უუ ნ ა რო ა, დ აი ც ვას ა და მია ნ ი ს ა დ ა უ მ ც ი რ ეს ობ ე ბ ის უ ფ ლე ბ ე ბ ი. უ ფრ ო მე ტ ი ც , ად ა მ ი ანის უ ფ ლე ბ ათა დ ა რღ ვევე ბ ს ა დ გ ი ლი ა ქ ვს ს ა ხ ელმ წ ი ფო ს უსიტყვო თა ნ ხმ ობ ი თ, ძ ა ლიან ხში რ ად მ ი ს ი წა ქ ე ზ ე ბ ი თ და ზ ოგ ჯ ერ სახ ე ლმწი ფ ო თანამდებობის პირების, განსაკუთრებით, სამა რ თ ა ლ დ ამ ც ავი ორგანოების, ა ქ ტ იუ რ ი მ ო ნა წ ი ლ ე ობ ი თ. ზემ ო ხს ე ნე ბ უ ლ ი ს სა ფ უ ძვე ლ ზე,გ ა დ ა ჭა რბ ე ბ ის გ ა რ ე შე უნდა აღინიშნოს,რო მ სა ქ ა რ თველ ო შ ი ე რო ვნული უ მ ც ი რ ეს ობ ე ბ ი მუდმი ვ ი სა ფრ თ ხ ის, და შ ი ნ ე ბ ი ს ა დ ა ტ ე რორ ის წინაშე იმყოფებიან (... ), იე ჰო ვ ას მ ო წ მ ეე ბ ი (... )გ ა ხ დ ნ ენ თავდასხმების, დევ ნ ის, ფიზიკური შ ე უ რ ა ც ხყ ოფ ი სა და შევიწროების მ ს ხვე რ პ ლნი. დარბევებს ხ ში რ ად ა დ გ ი ლ ი ა ქ ვს მ ა თ სამს ა ხუ რებ ს ა და ე კ ლ ეს ი ე ბ შ ი. განადგურდა მა თ ი ლიტერატურა, წმი ნ და სალ ო ც ა ვ ი ნ ივ თ ე ბ ი და სხ ვა ქო ნე ბ ა (... ) ყვ ე ლ ა ზე სერიოზულ დარბევებს ადგილი ჰქონდა თ ბ ილ ის შ ი, მ ა რ ნ ე ულ ს ა დ ა ზ უ გ დ ი დ შ ი. პ ო ლ ი ც იამ იცოდა ა ღ ნ იშ ნუ ლ ი ა ქტ ე ბ ის შ ეს ა ხე ბ , მა გ რ ამ არანაირი რ ე ა გ ი რ ე ბ ა არ მ ო უხ დ ენ ი ა და მ ო ნაწ ი ლე ო ბდ ა კიდეც მა თ ში, ხოლო პ რო კუ რორ ე ბმა დ ა მ ო ს ამა რ თლ ე ე ბმა დამნაშავედ დაზარალებულები სცნეს. ბ ას ი ლ მ კ ა ლ ავ ი შვ ი ლ მ ა ტ ელ ევი ზ ი ი თ ღ იად დ ა ად ას ტ უ რ ა,რო მ და რბ ევებ ი ს გ ა ნ ხ ორც ი ე ლე ბ ა მდე წინასწარ ატყობინებდა პ ო ლ ი ც ია ს ა და უშ ი შ რო ე ბ ის ს ამს ა ხუ რ ს. ს ა ხ ე ლმწი ფ ო უ შ იშ რო ე ბ ის მინ ი ს ტრ ის მ ო ა დ გ ი ლ ემ პა რ ლ ამ ე ნ ტ ის ს ხ დ ო მ ა ზე გ ა ნ ა ც ხ ა და,რო მ სახ ე ლმ წ ი ფომ უნდა შ ეზ ღ უ დოს ა რ ა ტრ ა დ ი ც ი უ ლი რ ე ლი გ იუ რ ი სე ქ ტ ე ბ ის ს ა ქ მ ია ნ ობ ა. მს გ ავსი გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ე ბ ი გააკეთეს მთავრობის სხ ვ ა მა ღ ა ლი თანამდებობის პირებმაც, მაგალითად, თ ბ ი ლ ი სი ს პ ო ლ ი ც იის უ ფრო სმა (... )“.

III. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

82. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ იხილეთ საქმე იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები (ზემოთ ნახსენები, №№ 77-79).

 

სამართალი

I. დასაშვებობა

83. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა, დ. პაჭკორიამ, ნ. ქანთარიამ და ლ. საბაშვილმა, გადაწყვეტილების დანართში ჩამოთვლილნი არიან 45, 50 და 58 ნომრებად (სისხლის სამართლის საქმე № 1), ვ. გაბუნიამ, ზ. ბაიდოშვილმა და ა. გრატიაშვილმა, ნომერი 63, 67 და 69 მომჩივნები (სისხლის სამართლის საქმე № 2), ასევე თ. გალდავამ, დანართში მომჩივანი ნომერი 95 (სისხლის სამართლის საქმე № 28), არ შეიტანეს არანაირი განაცხადი მათ მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით. მხოლოდ დ. სამხარაძის განცხადება იძლევა იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ლ. საბაშვილს ფიზიკურად თავდამსხმელები გაუსწორდნენ. გარდა ამისა, საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ ამ შვიდმა მომჩივანმა იჩივლა შესაბამის ორგანოებში და ამტკიცებდა, რომ მათ კონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევით მოექცნენ (იხილეთ, მაგალითად, საქმე დ.ფ. ლატვიის წინააღმდეგ, № 11160/07, § 51, 2013 წლის 29 ოქტომბერი). ასევე, ამ გადაწყვეტილების დანართში ნომერ 25 მომჩივანს (ვ. ჩაჩუა) არ შეუტანია არანაირი განცხადება ან წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაურკვეველი რჩება ქ-ნი გ. კოხრეიძის, სავარაუდო მსხვერპლი № 30 სისხლის სამართლის საქმეში (იხილეთ ზემოთ 72-ე პუნქტი), ვინაობა: იგი არ იყო ჩამოთვლილი იმ ოთხმოცდაცხრამეტ მომჩივანს შორის, რომლებმაც საჩივარი შეიტანეს ევროსასამართლოში და დაკარგული იყო მისი უფლებამოსილების ფორმა. ასეთ გარემოებებში, სასამართლო მათ საჩივრებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ №№25, 45, 50, 58, 63, 67, 69, 95 მომჩივნებისა და გ. კოხრეიძის სხვადასხვა საჩივარი უკუგდებული უნდა იქნეს, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

84. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმე № 24-სა (იხილეთ ზემოთ 63-65 პუნქტები) და № 27-ს (იხილეთ ზემოთ 67-69 პუნქტები), სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის სავარაუდო შემთხვევები მოხდა, შესაბამისად, 2000 წლის 13 ივლისსა და 24 სექტემბერს. მომჩივნებმა მაშინვე იჩივლეს და მალევე მიიღეს პირველი პასუხები პოლიციისგან 2000 წლის 20 ივლისსა და 5 ოქტომბერს (იხილეთ ზემოთ 65-ე და 69-ე პუნქტები). თუმცა, ამის შემდეგ მათ თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს თავიანთი საჩივრებისთვის თვალყურის დევნება და 2002 წლის 22 ივლისს სარჩელი მარტივად პირდაპირ ევროსასამართლოში შეიტანეს. ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ № 71 და № 81 მომჩივნებმა ვერ იმოქმედეს სათანადო გულმოდგინებითა და ოპერატიულობით (იხილეთ საქმეები მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ (დეკ.), № 53073/07, 2012 წლის 9 ოქტომბერი და ახვლედიანი და სხვები (დეკ.), № 22026/10, 2013 წლის 9 აპრილი) და მათი სხვადასხვა საჩივარი რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის სავარაუდო შემთხვევებისა და ამასთან დაკავშირებით გამოძიების არაეფექტურად ჩატარების თაობაზე უნდა გამოცხადდეს დაუშვებლად ექვსთვიანი ვადის წესის დარღვევის გამო.

85. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანარჩენი მომჩივნების მიერ კონვენციის 3, 6, 9, 10, 11, 13 და 14 მუხლების მიხედვით შეტანილი საჩივრები წარმოშობენ საქმის ფაქტობრივი გარემოებებსა და სამართალთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც საქმის არსებით განხილვას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სარჩელის დარჩენილი ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. სარჩელი არც რაიმე სხვა საფუძვლით არის დაუშვებელი. შესაბამისად, იგი დაშვებულად უნდა გამოცხადდეს.

 II. საქმის კონკრეტული გარემოებები

 ა. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

1. მომჩივნები თვლიან, რომ მათთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასია. მათ ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოები პასუხისმგებლები იყვნენ, თავიანთი წარმომადგენლების ქმედებებით, 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეთა რამდენიმე ფართომასშტაბიანი რელიგიური შეკრების ძალადობის გზით დარბევაზე. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მოახერხეს კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრი თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, რადგან მათ არანაირი ზომა არ მიუღიათ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური ხასიათის ძალადობის ზრდის თავიდან ასაცილებლად და უარი თქვეს იმ ძალადობის აქტების სწრაფი და ქმედითი გამოძიებების ჩატარებაზე, რომელთა შესახებაც მათ სრული ინფორმაცია ჰქონდათ და რომლებიც ჩადენილი იყო არა მხოლოდ კერძო პირების, არამედ ასევე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიერ.

87. კონვენციის მე-3 მუხლი შემდეგნაირად იკითხება:

მუხლი 3

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.

1. მხარეთა განცხადებები

88. მთავრობამ გააპროტესტა მომჩივნების არგუმენტები და განაცხადა, რომ მათ მიერ ევროსასამართლოსთვის წარდგენილი ფაქტები „ძალიან გაზვიადებული“ იყო. მთავრობის განცხადების თანახმად, მომჩივნებმა ვერ მოახერხეს, დაემტკიცებინათ, რომ მათ მიმართ მოპყრობა მინიმალური დონის სისასტიკით მაინც ხასიათდებოდა. მთავრობის აზრით, ორ რელიგიურ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება ვერ იქნებოდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ტოლფასი. მთავრობის მხარემ კატეგორიულად უარყო სახელმწიფო თანამდებობის პირების რაიმე სახით მონაწილეობა განსახილველ თავდასხმებში. მათ განაცხადეს, რომ № 1 და № 2 სისხლის სამართლის საქმეებში მოყვანილი მტკიცებები სახელმწიფო თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ (იხილეთ ზემოთ 9-20 პუნქტები) გაზვიადებული და უსაფუძვლო იყო.

89. რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს, მთავრობამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს წამებას და არაადამიანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და დასჯას. უფრო მეტიც, მან ევროსასამართლოს ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თითოეულ ადამიანს აქვს გარანტირებული უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს საგამოძიებო ორგანოებისა და პროკურატურის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პროკურორის მიერ სარჩელის განხილვაზე უარის თქმის შემდეგ. მომჩივანთა საჩივრების შედეგებთან დაკავშირებით მთავრობამ ჩათვალა, რომ თითოეულ საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ორგანოების რეაგირება სათანადო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მომჩივნის სარჩელებს უარი ეთქვა განხილვაზე, ეს თავისთავად არ იყო საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფო საშუალებები არაქმედითი იყო (იხილეთ საქმე შვედეთის მემანქანეთა კავშირი შვედეთის წინააღმდეგ, 1976 წლის 6 თებერვალი, § 50, სერია „ა“, № 20).

90. სოფელ რუხში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით (საქმე № 1, 9-15 პუნქტები ზემოთ) მთავრობა აცხადებდა, რომ 2000 წლის 8 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ მომჩივნების მიერ შეტანილი საჩივარი რეგისტრაციაში გატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის თანამშრომლებისა და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ წაყენებული ბრალდებების შესწავლის მიზნით ჩაატარა შიდა მოკვლევა და თავისი ანგარიში ზემოხსენებულ პროკურატურას წარუდგინა. ამ ანგარიშის საფუძველზე, 2001 წლის 15 იანვარს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი) და დაიწყო გამოძიება. თუმცა, იმის გამო, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა ვერ მოხერხდა, საქმე მოგვიანებით დაიხურა.

91. № 4 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (იხილეთ ზემოთ 28-32 პუნქტები) პროცესი დაწყებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ძალადობრივი ქცევის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი), რომელიც ჯერ არ იყო დასრულებული.

92. მართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფის ორ განკვეთილ ლიდერთან, მამა ბასილთან და პ. ივანიძესთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მათ მიმართ აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე გააერთიანა და სასამართლოში გადააგზავნა თბილისის პროკურატურამ. მთავრობამ ვერ შეძლო დაეკონკრეტებინა, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ან რომელ სასამართლოში იქნა ისინი გადაგზავნილი. მათ ასევე განაცხადეს, რომ 2003 წლის 7 მაისს მამა ბასილთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება პირების უკანონო თავისუფლების აღკვეთისა (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი) და სხვისი ქონების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი) ბრალდებით. მამა ბასილს აცნობეს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ და დაიბარეს სგპ-ში. იქიდან გამომდინარე, რომ მამა ბასილმა გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მისი არყოფნის გამო, სასამართლოში გადაგზავნილი საქმეების გამოძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო, პროკურატურამ მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს მამა ბასილის წინასწარ პატიმრობაში მოთავსების თაობაზე. დაუზუსტებელ დღეს სასამართლომ გამოსცა განკარგულება სამთვიანი წინასწარი დაპატიმრების შესახებ. მთავრობის განცხადებით, 2003 წლის 31 ივლისს მამა ბასილი ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული.

93. მთავრობამ დიდი სინანული გამოხატა იმის გამო, რომ მომჩივნებმა სასამართლოში შეტანილ თავის საჩივარში არ ახსენეს ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებთან მიმართებაში მათთვის სხვადასხვა გარემოებებში ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები. მთავრობამ ამის მაგალითად მოიყვანა ერთმანეთთან კავშირის არმქონე ხუთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის გამოძიების არდაწყების შესახებ და გასცა განკარგულება პროკურატურის მიერ გამოძიების ჩატარების თაობაზე.

94. დასასრულს, მთავრობამ განაცხადა, რომ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მისი პოზიტიური ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა მიიღეს ყველა აუცილებელი ზომა მომჩივნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენის მიზნით სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დამნაშავე პირის დადგენა ვერ მოხერხდა, არ ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა წაახალისეს დანაშაულის ჩადენა, რაც განსხვავებულია იმისგან, რაშიც უნდათ სასამართლოს დარწმუნება მომჩივნებს. მთავრობამ აღნიშნა, რომ მე-13 მუხლი არ ითხოვს რაიმე კონკრეტული ფორმის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების გამოყენებას, რადგან ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მინიჭებული აქვთ გარკვეული მოქმედების თავისუფლება ამ მუხლის დებულების შესაბამისად თავისი ვალდებულებების შესასრულებლად (იხილეთ საქმე ვილვარაჯა და სხვები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 30 ოქტომბერი, § 122, სერია „ა“, № 215). შესაბამისად, სხვადასხვა მომჩივნის მიერ საჩივრების შეტანის შემდეგ, კომპეტენტურმა ორგანოებმა დააპატიმრეს მომჩივანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ყველა დადგენილი პირი; ზოგიერთ საქმეს უკვე იძიებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოები, ხოლო სხვა საქმეების განხილვა კი უკვე მიმდინარეობდა სასამართლოებში.

95. მომჩივნებმა გააპროტესტეს მთავრობის განცხადებები. სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტურად დასაბუთებული და სხვა ამომწურავი მტკიცებულებების საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული რელიგიური ხასიათის ძალადობის მასშტაბი, ფიზიკური ანგარიშსწორების ზოგიერთ შემთხვევებში პოლიციის თანამშრომლებისა და სხვა საჯარო მოხელეების პირადი მონაწილეობა, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების სრული უუნარობა, თავიდან აეცილებინათ ან აღეკვეთათ ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები და, შესაბამისად, განეხორციელებინათ პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლებრივი დევნა, უდავოდ მიანიშნებდა ამ დანაშაულებში სახელმწიფოს თანამონაწილეობაზე.

2. სასამართლოს შეფასება

ა) ზოგადი პრინციპები

96. ევროსასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფუნდამენტურ დებულებად და იმ დემოკრატიული საზოგადოებების ფუძემდებლურ ღირებულებად უნდა ჩაითვალოს, რომლებიც შედიან ევროპის საბჭოს შემადგენლობაში. კონვენციის დანარჩენი დებულებებისგან განსხვავებით, ეს მუხლი შემუშავებულია აბსოლუტური გამოხატულებით, გამონაკლისის ან დათქმის, ან კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად დარღვევის შესაძლებლობის გარეშე (სხვა მრავალ საქმეს შორის, იხილეთ საქმეები სიორინგი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისი, § 88, სერია „ა“, № 161, და ჩეჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 15 ნოემბერი, განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ანგარიშები 1996-V). ევროსასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში რომ შევიდეს, სასტიკმა მოპყრობამ სიმძიმის მინიმალურ დონეს მაინც უნდა მიაღწიოს. ამ მინიმუმის შეფასება, საგანთა ბუნებიდან გამომდინარე, შეფარდებითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე (იხილეთ საქმე ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], № 26772/95, § 120, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000‑IV; ასევე იხილეთ საქმე ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 39630/09, §§ 195‑196, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2012, მათში მითითებული დამატებითი მინიშნებებით). კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებულ საჩივარში არსებული მტკიცებულების შეფასებისას ევროსასამართლო იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულების კრიტერიუმს. თუმცა, ასეთი მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თავსებადი დასკვნების ან ფაქტის იმავენაირი არაუარყოფილი ვარაუდების თანაარსებობიდან (იხილეთ საქმეები ფარბტუსი ლატვიის წინააღმდეგ, № 4672/02, § 54, 2004 წლის 2 დეკემბერი; ბაზიაკსი ლატვიის წინააღმდეგ, № 71572/01, § 74, 2010 წლის 19 ოქტომბერი; ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, № 11830/03, § 56, 2008 წლის 29 ივლისი; და დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ , № 19634/07, § 39, 2012 წლის 18 დეკემბერი ).

97. ზოგადად, კონვენციის მე-3 მუხლთან შეუთავსებელი ქმედებები წარმოშობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, თუ ეს ქმედებები განახორციელეს თანამდებობის პირებმა. თუმცა, ხელშემკვრულ მხარეებზე კონვენციის პირველი მუხლით დაკისრებული ვალდებულება, მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს კონვენციით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით, მე-3 მუხლთან კომბინაციაში, სახელმწიფოებისგან მოითხოვს იმ ზომების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირები არ დაექვემდებარებიან წამებასა ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, მათ შორის ასეთი მოპყრობა კერძო პირების მხრიდან (იხილეთ იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, ზემოთ ხსენებული საქმე, § 96, მათში მოყვანილი დამატებითი მინიშნებებით). აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების ორგანოები ვერ იღებენ გონივრულ ზომებს იმ სასტიკი მოპყრობის რისკის თავიდან ასაცილებლად, რომლის შესახებაც ისინი ინფორმირებულები იყვნენ ან უნდა ყოფილიყვნენ (იხილეთ საქმეები მაჰმუთ კაია თურქეთის წინააღმდეგ, № 22535/93, § 115, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო 2000‑III; ელ-მასრი, ზემოთ ხსსენებული საქმე, § 198; და ჯორჯევიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, № 41526/10, §§ 138‑139, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო 2012, მათში მოყვანილი დამატებითი მინიშნებებით).

98. გარდა ამისა, როცა რომელიმე პირი აყენებს საკამათო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე სახელმწიფოს წარმომადგენლები ან, ანალოგიურად, ამ სახელმწიფოს თანხმობით ან უსიტყვო მხარდაჭერით კერძო პირების მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად მას მე-3 მუხლის დარღვევით მოეპყრნენ, ეს დებულება, რომელიც განიხილება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების „კონვენციით განსაზღვრული... თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის“ საერთო ვალდებულებასთან კომბინაციაში, არაპირდაპირ მოითხოვს ქმედითი ოფიციალური გამოძიების ჩატარებას. ამ გამოძიების ფარგლებში შესაძლებელი უნდა იყოს დამნაშავე პირების ვინაობის დადგენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ზოგადად კანონით აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაქმედითი იქნებოდა და ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოს წარმომადგენლები შეძლებდნენ თავიანთ კონტროლს დაქვემდებარებული პირების უფლებების ფაქტიურად დაუსჯელად შელახვას (სხვა საქმეებთან ერთად, იხილეთ საქმეები ასენოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 28 დეკემბერი, § 102, განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ანგარიშები 1998‑VIII; ილაშკუ და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 48787/99, §§ 318, 442, 449 და 454, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004‑VII; და ზემოთ ხსენებული ელ-მასრის საქმე, § 182).

99. დაბოლოს, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებების ფარგლები შეიძლება განსხვავებული იყოს ისეთ საქმეებში, როდესაც მოპყრობა მე-3 მუხლის დარღვევით განხორციელდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ და იმ საქმეებში, სადაც ძალადობა კერძო პირებმა განახორციელეს, ოფიციალური გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ანალოგიურია (იხილეთ საქმეები დენის ვასილიევი რუსეთის წინააღმდეგ, 32704/04, § 100, 2009 წლის 17 დეკემბერი; კოკი და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ, 13624/03, § 215, 2012 წლის 12 ივნისი; და დ.ჯ. ხორვატიის წინააღმდეგ, № 42418/10, § 85, 2012 წლის 24 ივლისი ). ამგვარად, ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ზომები, როგორც კი მოხდება ოფიციალური საჩივრის შეტანა. აშკარად გამოხატული საჩივრის არარსებობის შემთხვევაშიც კი უნდა ჩატარდეს გამოძიება, თუკი არსებობს სხვა საკმარისად მკაფიო მინიშნებები იმისა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა წამებას ან სასტიკად მოპყრობას. ამ კონტექსტში, ოპერატიულობისა და გონივრულ ფარგლებში დაჩქარების მოთხოვნა ნაგულისხმევია. სასტიკად მოპყრობის შესახებ ბრალდებების გამოძიების პროცესში ხელისუფლების ორგანოების ოპერატიულ რეაგირებას, ზოგადად, შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად მათ მიერ კანონის უზენაესობის დაცვის დროს და უკანონო აქტების ჩადენაზე თანხმობის ან შემწყნარებლური დამოკიდებულების ნებისმიერი გამოვლინების თავიდან აცილების დროს. ამგვარი აქტების მიმართ ხელისუფლების ორგანოების შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ არ შეიძლება არ შეარყიოს საზოგადოების ნდობა კანონიერების პრინციპისა და სახელმწიფოს მიერ კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ (იხილეთ საქმეები ბათი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, №№ 33097/96 და 57834/00, § 136, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-IV (ამონარიდები); აბდიულსამეთ იამანი თურქეთის წინააღმდეგ, № 32446/96, § 60, 2004 წლის 2 ნოემბერი; და, შესაბამისი შესწორებებით, პოლ და ოდრი ედვარდსები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, № 46477/99, § 72, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2002-II).

ბ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმესთან მიმართებაში

100. ევროსასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ ის ოცდაშვიდი ინციდენტი, რომელზეც არის საუბარი, ერთმანეთისგან სავარაუდო ძალადობის მასშტაბითა და სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეების სავარაუდო მონაწილეობის ხარისხით განსხვავდება. თუმცა, მათ აერთიანებთ შიშის, ტანჯვისა და დამცირების შეგრძნებები, რომლებიც მომჩივნებმა სავარაუდოდ განიცადეს ამ ინციდენტების შედეგად. ამასთან დაკავშირებით ევროსასამართლო იმეორებს, რომ მე-3 მუხლი არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ფიზიკური სასტიკად მოპყრობის აქტებით; იგი ასევე მოიცავს ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებასაც (იხილეთ საქმე გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 22978/05, § 103, 2010 წლის 1 ივნისი; ასევე იხილეთ საქმეები ჰრისტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, № 42697/05, § 80, 2011 წლის 11 ოქტომბერი, და ერემია მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ, № 3564/11, § 54, 2013 წლის 28 მაისი). აქედან გამომდინარე, მოპყრობა შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ღირსების შემლახველი, როცა იგი მსხვერპლში აღძრავს შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების შეგრძნებებს, რომლებსაც შეუძლია მსხვერპლის დამცირება და ღირსების შელახვა (იხილეთ საქმეები ირლანდია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, 1978 წლის 18 იანვარი, § 167, სერია „ა“, № 25; და ზემოთ ხსენებული ჯორჯევიჩის საქმე,§ 96 ).

101. ევროსასამართლო ასევე შეახსენებს, რომ დისკრიმინაციის შემცველი მოპყრობა, როგორც ასეთი, მე-3 მუხლში ნაგულისხმები ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასია, თუ იგი აღწევს სისასტიკის ისეთ დონეს, რომ წარმოადგენს ადამიანის ღირსების აშკარა შელახვას (იხილეთ საქმეები აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, №№ 4403/70 და სხვები, კომისიის 1973 წლის 14 დეკემბრის ანგარიში, გადაწყვეტილებები და ანგარიშები 78, გვ. 5, § 208; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 25781/94, §§ 305-311, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001‑IV; სმითი და გრეიდი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, №№ 33985/96 და 33986/96, § 121, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1999‑VI; მოლდოვანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (№2), №№ 41138/98 და 64320/01, §§ 111 და 113, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2005‑VII (ამონარიდები); და აბდუ ბულგარეთის წინააღმდეგ, № 26827/08, § 23, 2014 წლის 11 მარტი ).

102. ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ევროსასამართლო განიხილავს, ფიზიკური თუ სიტყვიერი, რელიგიური საფუძვლის მქონე ძალადობის სავარაუდო აქტები, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან აშკარა შემწყნარებლურ და გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად (იხილეთ საერთაშორისო ანგარიშები, ზემოთ მოყვანილი 73-81 პუნქტები) არის თუ არა, როგორც მომჩივნები ამტკიცებენ, კონვენციის მე-3 მუხლში ნაგულისხმები არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ტოლფასი. ამასთან დაკავშირებით, აღიარებს რა, რომ საქართველოში რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობის მასშტაბი იმ კონკრეტულ დროს უდავოდ აღმაშფოთებელი და დამამცირებელი იყო იეჰოვას მოწმეებისათვის, ევროსასამართლოს აზრით, მაინც აუცილებელია, რომ ძალადობის თითოეული და ყველა სავარაუდო შემთხვევის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ინდივიდუალურად. ამ გზით, ევროსასამართლო ასევე უპასუხებს მთავრობის არგუმენტს სავარაუდო ძალადობის სიმძიმესთან დაკავშირებით.ამის შემდეგ, ევროსასამართლო დაადგენს, სახელმწიფოს შემდგომი რეაქცია, კერძოდ კი, მომჩივნების საჩივრების საპასუხო ზომების სახით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ქმედებები შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მათ პოზიტიურ ვალდებულებებს.

103. ევროსასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ №№ 8-15, 18, 22-23 და 25 საქმეებში მონაწილე მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ სამხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა, რომელმაც ისეთი დონის უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ფიზიკურ და ემოციურ სიმრთელეზე, რომ საჭირო გახდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის დებულებების დაცვა (იხილეთ ზემოთ 39-47, 54-55 და 63-66 პუნქტები). თუმცა კი შემაშფოთებელია, განსაკუთრებით აშკარა რელიგიური მოტივის გათვალისწინებით, სავარაუდო ინციდენტების დროს სისასტიკე ვერ აღწევს მე-3 მუხლში განსაზღვრულ მინიმალურ დონეს. ამგვარად, ევროსასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა დანართში პირველ ნომრად (№14 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით), 2-9, 12, 72-80, 82-89, 92-93 და 98 ნომრებად ჩამოთვლილ მომჩივნებთან მიმართებაში.

104. რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, ევროსასამართლო მათ შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს:

1. საქმეები №№ 1, 7, 17 და 21, რომლებშიც მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ინციდენტებში სხვადასხვა საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ;

2. საქმეები №№ 2, 4, 16 და 19, რომლებშიც საჯარო მოხელეებმა, სავარაუდოდ, ვერ აღკვეთეს მომჩივნების წინააღმდეგ ძალადობის განხორციელება;

3. საქმეები №№ 3, 5, 6, 20, 26, 28 და 29, რომლებშიც მომჩივნები რელიგიურმა ექსტრემისტებმა ან სხვა მესამე პირებმა ამოიღეს მიზანში.

(i) რაც შეეხება არასათანადო მოპყრობას

( ά) ძალადობის აქტები № 1სისხლის სამართლის საქმეში

105. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 8 სექტებერს, კ. და ე. ფირცხელიანების (მომჩივნები № 40-41) სახლში გამართულ შეკრებაზე შვიდასამდე იეჰოვას მოწმეზე განხორციელებულ სავარაუდო თავდასხმას რელიგიური მოტივი ჰქონდა. მომჩივნებმა, რომლებიც თვითონაც იქ იმყოფებოდნენ, დაადასტურეს, რომ იმ შეკრების მხოლოდ ორმოცდაათამდე მონაწილის მიმართ განხორციელდა პირდაპირი ფიზიკური ძალადობა (იხილეთ12-ე პუნქტი ზემოთ). ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნები, ბ. ყურაშვილი, რ. ცხადაია და ბ. ცხადაია ფიზიკურ აგრესიას უვნებლად გადაურჩნენ, რადგან მათ შეკრებაში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს (იხილეთ13-ე პუნქტი ზემოთ). აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო ადგენს, რომ ამ სამ მომჩივანთან (№№ 47-49) მიმართებაში კონვენციის მე-3 მუხლის არც არსებითი და არც პროცედურული ნაწილი არ დარღვეულა.

106. რაც შეეხება დ. გულუას, მ. ბერიშვილს, კ. ფირცხელიანს, კ. კუტალაძესა და დ. სამხარაძეს, მათ წარმოადგინეს მათ მიმართ სასტიკად მოპყრობის დეტალური აღწერილობა. მთავრობას არ გაუპროტესტებია ამ მომჩივნების მიერ შეტანილი ის ფაქტიური პრეტენზიები, რომლებიც, ევროსასამართლოს აზრით, წარმოადგენს საკმარისად მყარ სამხილს, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს, რომ ამ მომჩივნების მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა (იხილეთ, შესაბამისი შესწორებებით, ანგელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ, № 38361/97, § 111, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, 2002-IV, და შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ, № 36378/02, § 338, ECHR 2005-...).

107. რაც შეეხება ე. ფირცხელიანს, ნ. ფულარიას, რ. ქარჩავას, ზ. გოგოხიას, ზ. სართანიას, ს. კინწურაშვილს, თ. ბიბლაიას, ლ. ესებუასა და გ. ლემონჯავას, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ თავიანთ განცხადებებში ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, თუმცა, მათ არ წარმოუდგენიათ ამის დამადასტურებელი დეტალები და არ დაუზუსტებიათ, მათ წინააღმდეგ გამოიყენეს თუ არა ფიზიკური ძალა. ამის მიუხედავად, ევროსასამართლო, ითვალისწინებს რა იმ კონკრეტულ დროს საქართველოში იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით არსებულ საერთო სიტუაციას (იხილეთ საერთაშორისო ანგარიშები, 73-81 პუნქტები ზემოთ) და წარმოდგენილ კონკრეტულ მტკიცებულებას, მათ შორის, აღნიშნული თავდასხმის ამსახველ ვიდეოჩანაწერსა და მომჩივნების განცხადებებს, მიიჩნევს, რომ 2000 წლის 8 სექტემბრის რელიგიური შეკრების დაშლის ფორმამ მომჩივნებში უდავოდ აღძრა ტანჯვის, არასრულფასოვნებისა და უმწეობის შეგრძნებები, რომლებსაც შეეძლოთ მათი დამცირება და ღირსების შელახვა. შეიარაღებული პირების მიერ მშვიდობიანი რელიგიური შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება წარმოადგენდა მუქარისა და დამცირების გზით იეჰოვას მოწმეთა რიგებში შიშის დათესვის წინასწარგანზრახული მცდელობა (იხილეთ ზემოთ მოყვანილი საქმე შესაბამისი შესწორებებით, იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, §§ 104‑105; ასევე იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე ჰრისტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, §§ 80-81 ). ზემოაღნიშნული არასათანადო მოპყრობის საზოგადოებრივმა ხასიათმა მომჩივნების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა (იხილეთზემოთ ხსენებული საქმე იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, § 105; არქიპი რუმინეთის წინააღმდეგ, № 49608/08, §§ 53-54, 2011 წლის 27 სექტემბერი; და სვინარენკო და სლიადნევი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №№ 32541/08 და 43441/08, § 115, 2014 წლის 17 ივლისი, მათში მითითებული სხვა მინიშნებებით).

108. შესაბამისად, აშკარა რელიგიური სიძულვილით გამოწვეული ამ ძალადობრივი თავდასხმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლის გამოც ზემოთ მოყვანილ 106-ე და 107-ე პუნქტებში ნახსენებმა თოთხმეტმა მომჩივანმა საგრძნობი ემოციური და ფსიქოლოგიური ტკივილი განიცადა (ამასთან დაკავშირებით იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელები, § 208; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, §§ 305-311; და მოლდოვანი და სხვები, §§ 62-64), ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ მათ მიმართ მოპყრობა იმდენად სერიოზული იყო, რომ მიაღწია კონვენციის მე-3 მუხლში ნაგულისხმები არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ზღვარს.

109. ახლა კი აუცილებელია განვიხილოთ ის როლი, რომელიც ზუგდიდის პოლიციამ და სხვა სახელმწიფო მოხელეებმა ითამაშეს საჩივრებში აღნიშნულ ძალადობრივ თავდასხმაში და განვსაზღვროთ ამ ძალადობაში მათი თანამონაწილეობის ხარისხი.

110. ევროსასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მაღალჩინოსნებმა გეგმა შეადგინეს სოფელ რუხში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეკრების ჩაშლის მიზნით (იხილეთ ზემოთ მე-10 პუნქტი). მთავრობას არც ერთხელ არ დაუყენებია ეჭვქვეშ ამ დოკუმენტის არსებობა ან კანონიერება. გარდა ამისა, მომჩივნები აცხადებენ (ხოლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამის საწინააღმდეგო რაიმე აშკარა სამხილის, მაგალითად, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმიდან მასალების წარმოდგენა), რომ ჯერ ერთი, შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ კ. და ე. ფირცხელიანის საკუთარ სახლში და დაშალეს შეკრება, შემდეგ კი ადგილზე მივიდნენ ნიღბიანი პოლიციის თანამშრომლები და სახლი დაარბიეს, ცეცხლი წაუკიდეს მოწყობილ ტრიბუნას და სცემეს იეჰოვას იმ მოწმეებს, რომლებიც ჯერ კიდევ იქ იყვნენ. მომჩივნებმა გარკვევით ამოიცნეს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და ასევე რამდენიმე სამხარეო საჯარო მოხელე იმ პირებს შორის, ვინც მათ წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა. დაბოლოს, კ. და ე. ფირცხელიანის სახლში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიციამ ყველა მთავარ გზაზე მოაწყო ბლოკსაგუშაგო, სადაც იეჰოვას მოწმეები გააჩერეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

111. თუნდაც ევროსასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2000 წლის 8 სექტემბრის თავდასხმის ორგანიზატორი მართლმადიდებლური ექსტრემისტული ჯგუფი კერძო პირებისგან შედგებოდა, იგი მაინც იმ აზრზე რჩება, საქმეში არსებული სამხილის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თავდასხმა ვერ განხორციელდებოდა კომპეტენტური ორგანოების უშუალო მონაწილეობის, უსიტყვო მხარდაჭერის ან, სულ მცირე, მათი თანხმობის გარეშე. ის ფაქტი, რომ ზუგდიდის პოლიცია მთელი იმ დროის განმავლობაში სოფელ რუხში და მის მიდამოებში იმყოფებოდა, მაგრამ არაფერი იღონა ძალადობის აღსაკვეთად, მხოლოდ ხაზს უსვამს მათ პასუხისმგებლობას.

112. იმის გამო, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია არნაირი სამხილი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მომჩივნების ბრალდებების უსაფუძვლობის დამტკიცება, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობდნენ 2000 წლის 8 სექტემბრის თავდასხმაში. შესაბამისად, საჩივარში დასმულ საკითხებზეპასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ორგანოებს. გარდა ამისა, ვინაიდან მთავრობამ ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა, რომლებიც განმარტავდნენ ან გაამართლებდნენ სადაო რელიგიური შეკრების ძალადობრივ დაშლას და მომჩივნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის მასშტაბს, ევროსასამართლო ასკვნის, რომ ზემოთ მოყვანილ 106 და 107 პუნქტებში ნახსენებ თოთხმეტ მომჩივანთან მიმართებაში (№№ 40-44, 46, 51-57 და 59) ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მისი არსებითი ასპექტის ნაწილში.

(β) ძალადობრივი ქმედებები №№ 7, 17 და 21 სისხლის სამართლის საქმეებში

113. ნომერ 7, 17 და 21 საქმეებში მონაწილე მომჩივნების განცხადებით, კერძო პირების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, მათ პოლიციაში შეიტანეს საჩივარი. თუმცა, დახმარების ნაცვლად, პოლიციამ მათ კიდევ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (იხილეთ ზემოთ 37-38, 51-53 და 61-62 პუნქტები). მთავრობას არ გაუპროტესტებია მომჩივნების მიერ ამ მოვლენების თანამიმდევრული და დეტალური აღწერა, რომელიც, საქმის მასალებიდან გამომდინარე, გამყარებული იყო მოწმეთა ჩვენებებით. იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით საქართველოში იმ კონკრეტულ დროს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ევროსასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ამ მოვლენების მომჩივნებისეულ ვერსიას (იხილეთშესაბამისი შესწორებებით, ანგელოვას ზემოთ ხსენებული საქმე, § 111, და ზემოთ ხსენებული საქმე შამაევი და სხვები, § 338). ევროსასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ: იმ კონკრეტულ დროს, საქართველოში იეჰოვას მოწმეები, მომჩივნების ჩათვლით, უკიდურესად დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ; მათ თავს ესხმოდნენ კერძო პირები და როცა ისინი სახელმწიფოს სთხოვდნენ დახმარებას, ისინი დამატებით აგრესიას აწყდებოდნენ სწორედ იმ ორგანოების მხრიდან, რომლებსაც, წესით, ისინი უნდა დაეცვა. აქედან გამომდინარე, მათ არა მხოლოდ დაცვაზე უთხრა უარი პოლიციამ, არამედ ფიზიკურადაც გაუსწორდა. მომჩივნების საჩივრების მიმართ შემდგომმა გულგრილმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო გააღრმავა მათში უმწეობის შეგრძნება (იხილეთ ზემოთ 38, 52-53 და 62 პუნქტები).

114. ევროსასამართლო თვლის, რომ ვ. დოლიძის, ა. მიკირტუმოვისა და მ. გაფრინდაშვილის მიმართ მოპყრობის ფორმას ექნებოდა ჯამური შედეგი: მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ კერძო პირები და შემდეგ კი ხელისუფლების ორგანოები შეგნებულად მოექცნენ ძალიან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ფორმით, კერძოდ, დაემუქრნენ მათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავისი რელიგიური რიტუალების ჩატარების შეწყვეტა მოსთხოვეს. ამან კი მომჩივნებში ერთმნიშვნელოვნად გამოიწვია შიშის, ტანჯვისა და უმწეობის შეგრძნებები, რასაც უდავოდ გააღრმავებდა რელიგიური სიძულვილი, რომელსაც ისინი განიცდიდნენ (ამასთან დაკავშირებით იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელები, § 208; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ §§ 305-311; და მოლდოვანი და სხვები, §§ 62-64). ამგვარად, ევროსასამართლო თვლის, რომ მომჩივნების მიმართ მოპყრობამ მიაღწია სისასტიკის იმ მინიმალურ ზღვარს, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრული არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასია და, მაშასადამე, ადგილი ჰქონდა ძირითადი მუხლის ამ დებულების დარღვევას ამ სამ მომჩივანთან მიმართებაში (რომლებიც დანართში ჩამოთვლილნი არიან 10, 97 და 99 ნომრებით).

(γ) ძალადობრივი ქმედებები № 2 სისხლის სამართლის საქმეში

115. ევროსასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ ს. ბოზოიანს არ მისცეს საშუალება დასწრებოდა 2000 წლის 16 სექტემბერს მარნეულში გამართულ შეკრებას და იგი ინციდენტს უვნებლად გადაურჩა (იხილეთ ზემოთ მე- 19 პუნქტი). აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო ასკვნის, რომ მასთან მიმართებაში (დანართში მოყვანილია 65-ე ნომრად) კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა არც არსებით და არც პროცედურულ ნაწილში.

116. მ. გელაშვილისა და გ. საგალეტოვის (დანართში 61-ე და 64-ე ნომრებად ჩამოთვლილი მომჩივნები) მიერ სასტიკად მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებებს ამყარებს ამონაწერები მათი სამედიცინო ცნობებიდან. გარდა ამისა, რ. ცარციძემ, რ. ბოჭოიძემ, ზ. მარტიროსოვმა და შ. სიმონიანმა (№ № 60, 62, 66 და 68 მომჩივნები) წარმოადგინეს მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის დეტალური აღწერილობა. მთავრობას არ გაუპროტესტებია მომჩივნების მიერ წარდგენილი ფაქტობრივი საჩივრები, რომლებიც, ევროსასამართლოს აზრით, წარმოადგენს საკმაოდ მყარ სამხილს იმისათვის, რათა გონივრული ეჭვის მიღმა დადგინდეს, რომ ამ მომჩივნების მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – შესაბამისი შესწორებებით, ანგელოვა, § 111 და შამაევი და სხვები, § 338).

117. საქმის გარემოებების მთლიანობაში გათვალისწინებით, კერძოდ, ზემოთ ნახსენები ექვსი მომჩივნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური აგრესიის, მათ მიმართ ზემოაღნიშნული არასათანადო მოპყრობისა და ამის შედეგად გადატანილი დამცირების საზოგადოებრივი ხასიათის მხედველობაში მიღებით, ევროსასამართლო დადგენილად თვლის, რომ ამ მომჩივნების მიმართ განხორციელდა სასტიკი მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. გარდა ამისა, ევროსასამართლომ არ შეიძლება მხედველობაში არ მიიღოს, რომ, როგორც ზემოთ განხილულ №№1, 2, 7,17 და 21 საქმეებში, ამ მომჩივნების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რელიგიური საფუძველი იყო. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, მომჩივნები გახდნენ რელიგიური სიძულვილის მსხვერპლნი, რაც აუცილებლად გამოიწვევდა შიშის, ტანჯვისა და უმწეობის შეგრძნებებს (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელები, § 208; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, §§ 305-311; და მოლდოვანი და სხვები, §§ 62-64). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ 116-ე პუნქტში ჩამოთვლილი მომჩივნების მიმართ მოპყრობამ მიაღწია არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ზღვარს კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე – იეჰოვას მოწმეების გლდანის მრევლის წევრები და სხვები, §§ 101-02 და მილანოვიჩი სერბეთის წინააღმდეგ, № 44614/07, § 87, 2010 წლის 14 დეკემბერი).

118. მხარეები არ დაობენ იმაზე, რომ მომჩივნებს სასტიკად კერძო პირები მოეპყრნენ. ამგვარად, მოცემულ საქმეში დასმული შეკითხვა ასეთია: პოლიციამ ვერ შეძლო კერძო პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობის აქტებისაგან ამ ექვსი მომჩივნის დაცვა იმ დონეზე, რომ ეს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის ტოლფასი იყო? ამასთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს იმ კონკრეტულ დროს ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ თუ არა მომჩივნებზე თავდასხმის რეალური და უშუალო საფრთხის არსებობის შესახებ (იხილეთ საქმე შესაბამისი შესწორებებით, ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ, № 33401/02, § 131, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2009).

119. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროისათვის საქართველოში გამეფებული არსებული ძალადობრივი რელიგიური გარემოს გათვალისწინებით, პასუხისმგებელ ორგანოებს წინასწარ უნდა განესაზღვრათ, რომ იეჰოვას მოწმეთა ფართომასშტაბიან რელიგიურ შეკრებებს სავარაუდოდ დაარბევდნენ. ამასთან დაკავშირებით, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენიმე ობიექტური წყაროდან მოპოვებული მტკიცებულება მკაფიოდ განმარტავს, რომ 2000 წელს საქართველოში იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით არსებულმა მდგომარეობამ სერიოზული შეშფოთებები გამოიწვია (იხილეთ ზემოთ 73-81 პუნქტები). ამ ფონზე, განსაკუთრებით კი 2000 წლის 8 სექტემბერს სოფელ რუხში გამართულ რელიგიურ შეკრებაზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის გათვალისწინებით (იხილეთ ზემოთ 9-15 პუნქტები), პოლიციისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ იმ ინციდენტს მომავალშიც მოჰყვებოდა მსგავსი შემთხვევები (იხილეთ ზემოთ ხსენებული მილანოვიჩი, § 89; ასევე იხილეთ პ.ფ. და ე.ფ. დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (დეკ .), № 28326/09, §§ 37 და 39, 2010 წლის 23 ნოემბერი). მიუხედავად ამისა, არაფერი გაკეთებულა ამ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.

120. პირიქით, როგორც საქმიდან ირკვევა, 2000 წლის 16 სექტემბერს პოლიციამ მართლმადიდებელი ექსტრემისტებით სავსე ავტობუსს მარნეულის მიმართულებით მოძრაობის საშუალება მისცა, სადაც იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეკრება უნდა გამართულიყო. პოლიციის მიერ გზებზე მოწყობილი ბლოკსაგუშაგოების მიზანი, როგორც შესაბამისი მტკიცებულებიდან ჩანს, უბრალოდ, იეჰოვას მოწმეებისთვის დანიშნულების ადგილამდე მისვლაში ხელის შეშლა იყო. მარნეულში შეკრების ადგილს თავს დაესხნენ, რელიგიური მსახურების ნივთები და ლიტერატურა გაანადგურეს და იეჰოვას მოწმეებს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეკრების ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა უარი თქვეს თავდამსხმელების შეჩერებაზე, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა კი დაუფარავად მიიღო მონაწილეობა აგრესიულ ქმედებებში (შეადარეთ ზემოთ ხსენებულ საქმეს – პ.ფ. და ე.ფ., § 44).

121. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რომ თავდასხმის საფრთხე რეალური, უშუალო და პროგნოზირებადი იყო, სახელმწიფო ორგანოებმა არ გამოიყენეს გონივრული და ქმედითი ზომები 2000 წლის 16 სექტემბრის რელიგიური შეკრების ძალადობრივად დაშლის თავიდან ასაცილებლად (იხილეთ ზემოთ ხსენებული მილანოვიჩი, §§ 89 ). გარდა ამისა, გასაჩივრებული ქმედებები განხორციელდა მოპასუხე სახელმწიფოს საჯარო მოხელეების თვალწინ, ანუ, სულ მცირე, მათი თანხმობით ან უსიტყვო მხარდაჭერით (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – შესაბამისი შესწორებებით, ილაშკუ და სხვები, § 318 და ელ-მასრი, §§ 206 და 211, მათში მოყვანილი დამატებითი მინიშნებებით). შესაბამისად, ევროსასამართლო ასკვნის, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მის არსებით ნაწილში იმის გამო, რომ ხელი შეუწყვეს აღნიშნული ექვსი მომჩივნის მიმართ სასტიკ მოპყრობას, შემდეგ კი ვერ აღკვეთეს იგი ( ზემოთ 116-ე პუნქტში ხსენებული №№ 60-62, 64, 66 და 68 მომჩივნები).

(ε)  ძალადობრივი ქმედებები №16 და №19 სისხლის სამართლის საქმეებში

122. საქმეში ნახსენები მომჩივნები აცხადებდნენ, რომ თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მათ სასტიკად მოექცა მართლმადიდებელ ექსტრემისტთა ჯგუფი მამა ბასილის ხელმძღვანელობით. ი. გელიაშვილი, ე. კახელიშვილი, ლ. ნოზაძე და ს. კვერგელიძე ფიზიკურ აგრესიას გადაურჩნენ (იხილეთ ზემოთ 30-ე პუნქტი). აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო ასკვნის, რომ მათ მიმართ (მომჩივნები №№ 26, 27, 30 და 33) კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა არც მის არსებით და არც პროცედურულ ნაწილში.

123. კ. ჯავაშვილის, გ. ფოლადაშვილის, თ. არაბიძის და ბ. სარალიძის (მომჩივნები №№ 28-29 და 31-32) მიერ წაყენებულ ბრალდებებს სასტიკად მოპყრობის შესახებ ამყარებს მათი დეტალური ჩვენებები, ასევე მათ მიერ ევროსასამართლოსთვის მტკიცებულების სახით წარდგენილი ვიდეო და ფოტო მასალა. მთავრობამ მოვლენების მათეული ვერსია არ გააპროტესტა. ამგვარად, ევროსასამართლო ადგენს, რომ აღნიშნული მომჩივნების მიმართ მოპყრობა, განსაკუთრებით იმ საჯარო დამცირებისა და რელიგიური სიძულვილის გათვალისწინებით, რომლებიც მათ გადაიტანეს (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელები, § 208; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, §§ 305-311; და მოლდოვანი და სხვები, §§ 62-64), ექცევა კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასია.

124. ევროსასამართლო ახლა პასუხს გასცემს მომჩივნების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ადეკვატური ზომების მიღება ინციდენტის და შედეგად, მომჩივნების მიმართ სასტიკი მოპყრობის აღსაკვეთად. პირველ რიგში, ზოგადად, აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვა ეხებოდა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს იეჰოვას ორი მოწმის წინააღმდეგ. საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე, ხელისუფლება სასამართლო სხდომაზე მაღალ დასწრებას ელოდა, ასევე რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, შესაბამისმა ორგანოებმა არ მიიღეს დაცვის სათანადო ზომები სასამართლოში უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად (იხილეთ ზემოთ 79-ე პუნქტი). რაც შეეხება თავად ამ ინციდენტს, მას შეესწრო გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის, მოსამართლე და დაცვის თანამშრომლები, რომლებიც დაპირისპირების შესაჩერებლად და ძალადობის აღსაკვეთად არ ჩარეულან. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ სასამართლო მოსმენის პირველ დღეს (2000 წლის 16 აგვისტო) მომხდარი ძალადობის მიუხედავად, შესაბამისმა ორგანოებმა არანაირი ზომები არ მიიღეს  მეორე დღეს მსგავსი ფაქტების განმეორების თავიდან ასაცილებლად. შედეგად, 2000 წლის 17 აგვისტოს სასამართლოს სხდომაც ასევე ძალადობრივად ჩაიშალა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზემოთ 123-ე პუნქტში ჩამოთვლილ მომჩივნებს. გარდა ამისა, რამდენიმე მომჩივანმა განაცხადა (და მთავრობამაც ვერ შეძლო ვერანაირი საწინააღმდეგი ინფორმაციის წარდგენა), რომ მათ მოთხოვნას პოლიციის გამოძახების თაობაზე ყურადღება არ მიაქციეს.

125. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ევროსასამართლოს ისღა დარჩენია დაასკვნას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, თავიდან აეცილებინა ძალადობა  გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში 2000 წლის 16-17 აგვისტოს. შესაბამისად, ევროსასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას №№ 28-29 და №№ 31-32 მომჩივნებთან მიმართებაში.

(ε)  ძალადობის აქტები №16 და №19 სისხლის სამართლის საქმეებში

126. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ №16 სისხლის სამართლის საქმეში არსებული 2000 წლის 30 ივნისის სავარაუდო ინციდენტი , რომელიც ეხება მომჩივან კ. გაგუასათვის რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევას პოლიციის თანამშრომლების დახმარებით (იხილეთ ზემოთ 48-ე პუნქტი) თავისთავად შემაშფოთებელი კი არის, მაგრამ არ ქმნის პრობლემას კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2000 წლის 16 ივლისს, კ. გაგუასა და ა. გეგელიას მიმართ (მომჩივნები № 90 და №91) ადგილობრივი პოლიციის თანდასწრებით სავარაუდოდ განხორციელებულ სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების მეორე ეპიზოდს (იხილეთ№ 16 სისხლის სამართლის საქმე, 49-ე  პუნქტი ზემოთ) და 2001 წლის 1 აპრილს მომხდარ მსგავს ინციდენტს ბ. გოგოლაძის, ა. თვარაძისა და მ. კაპანაძის (მომჩივნები №№ 13, 14 და 15) მონაწილეობით (№19 სისხლის სამართლის საქმე, 56-ე პუნქტი ზემოთ), ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა წარმოადგინეს აღნიშნული მოვლენების თანამიმდევრული და დეტალური აღწერილობა, რომელშიც მათ დაასახელეს რამდენიმე სავარაუდო თავდამსხმელის (№ 16 სისხლის სამართლის საქმე) და ამ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და საჯარო მოხელეების ვინაობა. მთავრობას ამ მოვლენების მათეული ვერსია არ გაუპროტესტებია. აქედან გამომდინარე, მხედველობაში იღებს რა ამ საქმესთან დაკავშირებულ ზოგადი ინფორმაციას, ასევე მომჩივნების მიერ წარდგენილ დეტალურ განცხადებებსა და ბ-ნი გეგელიას სამედიცინო ცნობას, ევროსასამართლო ადასტურებს აღნიშნული ინციდენტების მომჩივნებისეული ვერსიის სისწორეს.

127. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 16 ივლისს მომხდარ ინციდენტს შეესწრო პოლიცია, ხოლო 2001 წლის 1 აპრილის ინციდენტს კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ დაიცვა მომჩივნები. ევროსასამართლო თვლის, ყველა ფაქტობრივი გარემოების ჯამური შედეგის გათვალისწინებით, რომ მომჩივნების მიმართ განხორციელებულმა თავდასხმამ საჯარო მოხელეთა თვალწინ, რომლებმაც უბრალოდ თვალი დახუჭეს ამ ფაქტზე, მოგვიანებით კი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გულგრილობამ  ძალადობის გამომწვევ რელიგიურ მოტივებთან ერთად (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები აღმოსავლეთ აფრიკელი აზიელები, § 208; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, §§ 305-311; და მოლდოვანი და სხვები, §§ 62-64) მომჩივნებში აშკარად აღძრა შიშის, ტანჯვისა და უმწეობის შეგრძნებები, რომლებიც არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასი იყო კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. უფრო მეტიც, ეს ძალადობა მიეწერება მოპასუხე სახელმწიფოს  იმის გამო, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს მომჩივნების დაცვა. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო ადგენს, რომ №№ 13-15 და №№90-91 მომჩივნების მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მის არსებით  ნაწილში.

 (ζ)  ძალადობრივი ქმედებები №№  3, 5, 6, 20, 26, 28 და 29 სისხლის სამართლის საქმეებში

128. №3 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანი ი. პაპავა ინციდენტის დროს შინ არ იმყოფებოდა (იხილეთ ზემოთ 22-ე პუნქტი). № 20 სისხლის სამართლის საქმეში, მომჩივნებს, ე. ტაბაღუას, ი. ჯანაშვილს, ჯ. გოგოხიას, ხ. მაკიევას, თ. ყოლბაიასა და ლ. გელაშვილს, მათივე განცხადებების თანახმად, პირადად არავინ შეხებია თავდასხმის დროს (იხილეთ ზემოთ 59-ე პუნქტი). აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო ადგენს, რომ ამ მომჩივნებთან (№№ 6, 18-19, 21-23 და 34) მიმართებაში კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა არც მის არსებით და არც პროცედურულ ნაწილში.

129. რაც შეეხება დანარჩენ მომჩივნებს, ყველა მათგანს სასტიკად მოექცნენ კერძო პირები. მათ განაცხადეს, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულებები და ვერ დაიცვა ისინი. თუმცა სასამართლოსთვის მათ არანაირი კონკრეტული სამხილი არ წარუდგენიათ იმ მტკიცების გასამყარებლად, რომ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა წინასწარ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ აღნიშნული თავდასხმების შესახებ და ვერ მოახერხეს ძალადობის თავიდან ასაცილებლად რაიმე გონივრული ზომების მიღება (შეადარეთ 2000 წლის 16 სექტემბრის თავდასხმას, 115-121-ე პუნქტები ზემოთ).

130. როგორც უკვე აღინიშნა, იმ დროს საქართველოში შექმნილი იყო რელიგიური შეუწყნარებლობის გარემო, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობის მზარდი ტალღა ააგორა. თუმცა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები ისეთი სახით არ უნდა იქნეს განმარტებული, რომ შესაბამის ორგანოებს შეუძლებელი ან არათანაზომიერი ვალდებულების ტვირთს აკისრებდეს  (იხილეთ საქმე პანტეა რუმინეთის წინააღმდეგ, № 33343/96, § 189, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2003‑VI (ამონარიდები)).

131. ვინაიდან არანაირი სამხილი არ წარუდგენიათ იმის შესახებ, რომ აღნიშნული თავდასხმების დროს სახელმწიფოს წარმომადგენლები ან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, ან ვერ შეძლეს დახმარების შესახებ სასწრაფო თხოვნებზე დროული და ქმედითი რეაგირება, ევროსასამართლო ვერ დაადგენს,  ამ თავდასხმების კონკრეტულ გარემოებებში, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება აღეკვეთა ძალადობა. ამგვარად, ევროსასამართლო ადგენს, რომ კერძო პირების მხრიდან №№ 1, 11-12, 16-17, 20, 24, 35-39, 70, 94 და 96 მომჩივნების მიმართ  სასტიკი მოპყრობის გამო კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა მის არსებით ნაწილში. თუმცა საკითხი მაინც გასარკვევი რჩება იმასთან დაკავშირებით,  ხელისუფლების ორგანოების რეაგირება იმ სიტუაციაზე, რომელზედაც აღნიშნულმა მომჩივნებმა დახმარება ითხოვეს, შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე მათ პროცედურულ ვალდებულებებს (იხილეთ ქვემოთ 132-144-ე პუნქტები).

(ii )   ორმოცდაშვიდი მომჩივნის საჩივრებზე ხელისუფლების ორგანოების რეაგირებასთან და შემდგომ ზომებთან დაკავშირებით (112, 114, 121, 125, 127 და 131-ე პუნქტები ზემოთ)

132. ევროსასამართლო აღნიშნავს, მთავრობა კი არ აპროტესტებს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა საკმარისზე მეტად იცოდნენ ზემოაღნიშნული ძალადობის აქტების შესახებ. აქედან გამომდინარე, გამოძიებაზე პასუხისმგებელი ორგანოები ვალდებულნი იყვნენ, სწრაფად ემოქმედათ და დაუყოვნებლივ გადაემოწმებინათ ეს ინფორმაცია, აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის სამხილის არსებობის შემთხვევაში და მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა სიმართლის დასადგენად (სსკ 24-ე მუხლის მე-4  პუნქტი, 261-ე მუხლის პირველი პუნქტი და 265-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

133. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ №2 და №20 საქმეებში, სავარაუდოდ, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა (იხილეთ მე-20 და მე-60 პუნქტები ზემოთ). საქმის მასალების თანახმად, ქვეყნის შესაბამისმა ორგანოებმა ბოლომდე არ გააკონტროლეს მომჩივნების საჩივრები  სიტყვიერ და ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. მთავრობამ ვერ შეძლო აღნიშნულის საწინააღმდეგო  რაიმე ინფორმაციის წარმოდგენა.

134. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც აღიძრა ძალადობის  დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით, იმ ძალიან შეზღუდული საზღვრების გარდა, რომლის ფარგლებშიც გამოძიებები ჩატარდა (იხილეთ 141-142-ე პუნქტები ქვემოთ), ყველა ეს საქმე უფრო ფორმალურ  ხასიათს ატარებდა და სავსე იყო იმავე ნაკლოვანებებითა და ხარვეზებით, რომლებიც ქვემოთაა აღწერილი.

135. პირველ რიგში, №3 საქმეში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორმოც დღემდე დაგვიანებით (იხილეთ 24-25-ე პუნქტები ზემოთ), ხოლო 2000 წლის 8 სექტემბრის შეკრებასთან დაკავშირებულ საქმეში, თითქმის ოთხი თვის დაგვიანებით (იხილეთ ზემოთ მე-14 პუნქტი).

136. მეორე რიგში, მომჩივნების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სავარაუდო შემთხვევების წინასწარი გამოძიების დაწყების შემდეგ ან არ ჩატარებულა არანაირი საგამოძიებო ღონისძიებები (იხილეთ №№ 4, 5 და 19 სისხლის სამართლის საქმეები) ან ჩატარდა ზერელედ და მოიცავდა მხოლოდ მომჩივნების ან სავარაუდო დამნაშავე პირების დაკითხვას (იხილეთ №№ 1, 3, 16 და 26 სისხლის სამართლის საქმეები). ჩატარებული არაქმედითი გამოძიებების მრავალი მაგალითიდან შესაძლებელია რამდენიმეს მოყვანა: მაგალითად, ძალადობის აქტების სავარაუდო დაზარალებულები საკმაო დაგვიანებით დაკითხეს –  ორმოცამდე დღის შემდეგ № 3 საქმეში (იხილეთ 21-25-ე პუნქტები ზემოთ), ხოლო № 1 საქმეში  კი თითქმის ხუთი თვის შემდეგ (იხილეთ მე-40 პუნქტი ზემოთ); არც ერთი იმ მომჩივნის სამედიცინო შემოწმება არ იყო მოთხოვნილი, ვისაც, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს (იხილეთ №№ 1, 3 და 4 სისხლის სამართლის საქმე); № 3 საქმეში, საგამოძიებო ორგანოებმა უბრალოდ დაასკვნეს, რომ ერთ-ერთმა მომჩივანმა თვითდაზიანება მიიყენა ინციდენტის დროს  (იხილეთ 26-ე პუნქტი ზემოთ); არ მომხდარა შემთხვევის  ადგილების დათვალიერება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი პროკურორების პირდაპირი მითითებების მიუხედავად (იხილეთ № 1 სისხლის სამართლის საქმე); არ ჩატარდა მომჩივნების მიერ ამოცნობილი სავარაუდო დამნაშავეების დაკითხვა (იხილეთ №№ 1, 3, 4 და 26 სისხლის სამართლის საქმეები); მაშინაც კი, როცა ძალადობაში სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობის საკმარისი სამხილი არსებობდა, არანაირი ზომები არ ყოფილა მიღებული მათ ამოსაცნობად და დასაკითხად (იხილეთ № 1 სისხლის სამართლის საქმე). დაბოლოს, ბევრ შემთხვევაში, საქმეზე ზედამხედველი პროკურორებისა და შიდა სასამართლოებისთვის კარგად იყო ცნობილი ჩატარებული გამოძიებების ნაკლოვანებების შესახებ (იხილეთ15, 26-27 და 31-32 პუნქტები ზემოთ), მაგრამ არაფერი არ გაუკეთებიათ; უმეტესობა არსებული საქმეების უმრავლესობაში  მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის თაობაზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო (იხილეთ №№ 1, 3, 4, 5, 6, 7, 16, 17, 19, 28 და 29 საქმეები).

137. აღნიშნულ სიტუაციაში ევროსასამართლოსთვის განსაკუთრებით გამაოგნებელია ის გარემოება, რომ შესაბამისი ადგილობრივი ორგანოები და მთავრობის წარმომადგენლები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებებში განაგრძობდნენ იმის მტკიცებას, რომ ზოგიერთი გამოძიების ჩატარება ვერ მოხერხდა სავარაუდო დამნაშავე პირების დადგენის შეუძლებლობის გამო, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მათგანი მკაფიოდ იყო დასახელებული მომჩივნების განცხადებებში და მათი ამოცნობა ასევე გარკვევით იოლად შეიძლებოდა არსებული ვიდეოჩანაწერებიდან და ფოტოსურათებიდან.

138. მაგალითად, № 1 სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელმა დაკითხა რამდენიმე მომჩივანი, რომლებმაც ამოიცნეს თავდამსხმელები და დაასახელეს მათი ავტომანქანის ნომრები. თუმცა, ამის შემდეგ ერთი საგამოძიებო მოქმედებაც კი არ ჩატარებულა და სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა (იხილეთ მე-15 პუნქტი ზემოთ). უნდა აღინიშნოს, რომ 2001 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის განახლებასთან დაკავშირებით. საქმეზე პასუხისმგებელმა პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული შემდეგი ხარვეზები:  არ მომხდარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება; არ მომხდარა მომჩივნების მიერ სავარაუდოდ მიღებული ზიანის შეფასება; და არ დაკითხულან მომჩივნების მიერ თავდამსხმელებს შორის ამოცნობილი პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება კვლავ შეწყდა რომელიმე ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გარეშე. სხვა ინსტანციაში სამჯერ გადაცემის მიუხედავად, № 3 სისხლის სამართლის საქმეს არანაირი გაგრძელება არ ჰქონია. წინასწარი გამოძიება შეწყდა ძირითადად იმავე საფუძვლით, რომლითაც მანამდე იყო შეწყვეტილი, რაიმე სხვა არსებითი ზომების მიღების გარეშე.

139. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყების ფაქტი ვერ დააკმაყოფილებს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,  თუ, როგორც მოცემულ საქმეებში, მას არ მოჰყვება რაიმე სწრაფი და ქმედითი საგამოძიებო მოქმედებები (იხილეთ საქმე – დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ, № 73241/01, § 46, 2006 წლის 27 ივლისი). იმ დროს, როცა გამოძიების ჩატარების ვალდებულება უკავშირდება მხოლოდ გამოსაყენებელ საშუალებებს და არ არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის ან მსჯავრის დადების მიღწევის შეუზღუდავი უფლება, გამოძიებაში არსებული ის ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც სპობს მის უნარს, დაადგინოს საქმის გარემოებები ან პასუხისმგებელი პირი, იძლევა იმის საფუძველს, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეს აუცილებელ ეფექტიანობის მაჩვენებელთან (იხილეთ საქმე – შესაბამისი შესწორებებით, ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, № 35403/06, § 75, 2011 წლის 15 თებერვალი, მასში მოყვანილი დამატებითი მინიშნებებით).

140. მესამე რიგში, მომჩივნები სისხლის სამართლის საქმეებში საკმარისად არ იყვნენ ჩართულნი. მათ უმეტესობას დაზარალებულის ოფიციალური სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს, ხოლო ვინც კი ეს სტატუსი მიიღო, წარუმატებლად ცდილობდა თავისი საქმის მასალების გაცნობას და პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ იღებდა (მაგალითისათვის იხილეთ №№ 3, 4 და 5 საქმეები ); გამოძიებები შეჩერებული ან შეწყვეტილი იყო მომჩივნებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეტყობინების გარეშე (იხილეთ №№ 1, 4 და 5 საქმეები); № 26 საქმის მასალები დაიკარგა კიდეც (იხილეთ ზემოთ 68-ე პუნქტი); ზოგიერთ საქმეში პროკურატურამ უარი განაცხადა ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რამაც მომჩივნებს ხელი შეუშალა სასამართლოში გაეპროტესტებინათ ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობა და უნიათობა (მაგალითისათვის იხილეთ №2 და №20 საქმეები). დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მომჩივნებს ჩამოერთვათ გასაჩივრების იერარქიული და სასამართლო საშუალებების გამოყენების ის ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც მათ გააჩნიათ სსსკ-ის 235-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 242-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იმისათვის, რომ გააპროტესტონ თავიანთი საქმეების გამოძიების შეჩერება, შეწყვეტა ან წინსვლის არარსებობა (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე – იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, §§ 122-23).

141. მეოთხე რიგში, ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის აქტებს მიღმა რაიმე შესაძლო დისკიმინაციული მოტივის დანახვა, რაც, თავისთავად, წამოჭრის გამოძიების არაადეკვატურობისა და არაეფექტიანობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, როგორც რასობრივად მოტივირებული თავდასხმების შემთხვევაში, რომ ძალადობრივი ინციდენტების გამოძიებისას სახელმწიფო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ დამატებითი ვალდებულება, მიიღონ ყველა გონივრული ზომა ნებისმიერი რელიგიური მოტივის გამოსავლენად და იმის დასადგენად, რელიგიურ სიძულვილს ან ცრურწმენას შეეძლო თუ არა ეთამაშა რაიმე როლი განვითარებულ მოვლენებში (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, §§  138-42; მილანოვიჩი, §§ 96-97; აბდუ, §§ 34-35, და საქმე – მახაშევი რუსეთის წინააღმდეგ, № 20546/07, §§ 144‑46, 2012 წლის 31 ივლისი ).

142. ხელთ არსებული მასალების გათვალისწინებით, ევროსასამართლო თვლის, რომ მომჩივნებზე (ყველა მათგანი იეჰოვას მოწმე იყო) თავდასხმების განხორციელებისას თავდამსხმელების, კერძო პირების თუ სახელმწიფო მოხელეების, დისკრიმინაციული მოტივი აშკარა იყო იმ დროს საქართველოში არსებული ძალიან გავრცელებული ცრურწმენებიდან და ძალადობის მასშტაბიდან გამომდინარე (იხილეთ საერთაშორისო ანგარიშები, 73-81-ე პუნქტები ზემოთ). თავიანთ სისხლისსამართლებრივ სარჩელებში ყველა მომჩივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ მიმართ ძალადობა მათი რელიგიის გამო ხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, არც ერთი გამოძიების დროს არ უცდიათ ძალადობრივ ინციდენტებს მიღმა დისკრიმინაციული განზრახვის გამოვლენა. მაგალითად, №1 და №3 სისხლის სამართლის საქმეებში , მომჩივნების სისხლისსამართლებრივი სარჩელები რელიგიური შეკრებებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის თაობაზე საერთოდ არ შეუსწავლიათ, ხოლო №2 და №20 სისხლის სამართლის საქმეებში გამოძიების შესახებ არანაირი ბრძანება არ გაცემულა. შესაბამისი ორგანოების ამგვარ ქმედებასთან დაკავშირებით მთავრობას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ევროსასამართლო მიუღებლად თვლის, იცის რა, რომ აღნიშნული თავდასხმები, სავარაუდოდ, რელიგიური სიძულვილით იყო გამოწვეული, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებმა გამოძიებების დროს დაუშვეს, რომ უბრალოდ ყურადღება არ გამახვილებულიყო ძალადობის არაერთჯერადი აქტების მიღმა არსებულ შესაძლო რელიგიურ მოტივებზე (ამასთან დაკავშირებით იხილეთ 179-ე პუნქტი ქვემოთ).

143. დაბოლოს, მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 მარტის ბრძანებულების საფუძველზე და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, მამა ბასილსა და ბ-ნ პ. ივანიძეს ბრალი დასდეს რელიგიურად მოტივირებული ძალადობის სხვა საქმეებში, რომელთა სასამართლო პროცესებსაც მოჰყვა მათი  და კიდევ ოთხი სხვა პირის პასუხისგებაში მიცემა 2005 წლის 31 იანვარს. თუმცა, ეს მაინც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ პირებისა და რამდენიმე ათეული სხვა პირის პასუხისმგებლობის საკითხი მომჩივნების მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ძალადობრივ აქტებზე ერთხელაც არ გამხდარა სერიოზული გამოძიების საგანი.

144. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიებებში არსებული ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები და ხარვეზები საკმარისია, რათა ევროსასამართლომ დაასკვნას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოები სისტემატურად ამბობდა უარს იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტების ადეკვატურად და ეფექტიანად გამოძიებაზე. არც ერთი საგამოძიებო ორგანო ან დაწესებულება, სასამართლოების ჩათვლით, არ აღმოჩნდა მომჩივნებისთვის შედეგის მომტანი და ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო ადგენს, რომ  ზემოაღნიშნულ მომჩივნებთან მიმართებაში ( №№ 1 (№ 20 სისხლის სამართლის საქმეში) 10-11, 12  (№ 26 სისხლის სამართლის საქმეში), 13-17, 20, 24, 28‑29, 31‑32, 35-44, 46, 51-57, 59-62, 64, 66, 68, 70, 90-91, 94, 96-97 და 99, რომლებიც ჩამოთვლილნი არიან 112, 114, 121, 125, 127 და 131 პუნქტებში ზემოთ) დაირღვა  კონვენციის მე-3 მუხლი მის პროცედურულ ნაწილში .

(iii)  დასკვნა

145. ყველა ზემოაღწერილი გარემოების მხედველობაში მიღებით და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით, ევროსასამართლო ასკვნის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს რელიგიურად მოტივირებული ძალადობის თავიდან აცილება და შეჩერება. საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა, თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებიც ან თვითონ მონაწილეობდნენ იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმებში ან  კერძო პირების უკანონო ქმედებებზე უსიტყვო თანხმობით ან მათი მხარდაჭერით, შექმნეს დაუსჯელობის ატმოსფერო, რომელმაც, საბოლოო ჯამში, წაახალისა იეჰოვას მოწმეებზე სხვა თავდასხმების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, მოპასუხე მთავრობამ, იმის გამო, რომ აშკარად არ ჰქონდა სურვილი განეხორციელებინა აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების დაუყოვნებელი და სამართლიანი სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა, ვერ მოახერხა აღნიშნული ძალადობრივი აქტების შედეგების გამოსწორება, რითაც უგულებელყო შინაგანი პრევენციული და შემაკავებელი ეფექტი იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ მომავალში მოსალოდნელ ძალადობრივ აქტებთან მიმართებაში.

146. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროსასამართლო ასკვნის, რომ მთავრობამ, უბრალოდ, არ ისურვა  კანონის გამოყენება მომჩივნების დასაცავად. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ აღნიშნულ მომჩივნებთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მის არსებით და პროცედურულ ნაწილებში.

 

ბ. კონვენციის მე-9 მუხლის სავარაუდო დარღვევა

147. მომჩივნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების უუნარობამ, დაეცვა ისინი ძალადობისაგან და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა იმ პირების მიმართ, რომლებიც დევნიდნენ მომჩივნებს, ხელს უშლიდნენ მათ თავიანთი რელიგიური წესების თავისუფლად აღსრულებაში წირვა-ლოცვის, მშვიდობიანი შეკრებებისა და ინდივიდუალური თუ კოლექტიური საეკლესიო რიტუალების ჩატარების გზით. მათ მოიშველიეს კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც შემდეგი შინარსისაა:

მუხლი 9

„1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.

2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებირივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

1. მხარეთა განცხადებები

148. მთავრობა ამტკიცებდა, მე-3 მუხლის შესაბამისად მისი არგუმენტების თანახმად, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არ ჩარეულან მომჩივნების მიერ კონვენციის მე-9 მუხლით უზრუნველყოფილი მათი სხვადასხვა უფლებების განხორციელებაში. სავარაუდო ძალადობის აქტები ჩაიდინეს კერძო პირებმა და მთავრობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, სხვებს შორის, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ 1999-2003 წლებში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები რელიგიურ ინციდენტებთან დაკავშირებულ ორმოცდაცამეტ საქმეს გაეცნო, რომელთაგან მხოლოდ რვა საქმე შეწყდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დამატებით ორმოც შემთხვევასთან დაკავშირებით, კიდევ სამ სხვა ინციდენტთან დაკავშირებით კი წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა. ცხრა სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნა სასამართლოებს განსახილველად.

149. მთავრობამ მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლო სწავლობდა ორი რელიგიური ლიდერის, მამა ბასილისა და პ. ივანიძის,  წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც 2001 წლის 25 ოქტომბრიდან დაწყებული ხელმძღვანელობდნენ  საქართველოში იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმებს. მათ ბრალად ედებოდათ ცემა, იძულება, რელიგიური წესების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, სხვისი ქონების ხელშეუხებლობის დარღვევა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125, 150, 155, 160 და 226 მუხლები).

150. გარდა ამისა, 2002 წლის 31 მაისს, ბ-ნი ბ.-ს წინააღმდეგ აღიძრა სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისხლის სამართლის საქმე 170 დაზარალებულის მონაწილეობით (ყველა მათგანი იეჰოვას მოწმე იყო), რომლებიც ერთ საქმედ გააერთიანა რუსთავის პროკურატურამ და განსახილველად გადაუგზავნა კომპეტენტურ სასამართლოს 2003 წლის 30 მარტს. სასამართლო განხილვა შეჩერდა იმ მიზეზით, რომ მოპასუხის ახალმა ადვოკატმა დრო მოითხოვა საპასუხო არგუმენტების მოსამზადებლად. იგივე პიროვნების წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო 2002 წლის 27 დეკემბერს და გორის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული ჰქონდა დროებითი აღმკვეთი ღონისძიება (პოლიციის კონტროლი). გამოძიების დასრულებისთანავე ეს პიროვნება იმავე სასამართლოს წინაშე წარსდგა. სასამართლო პროცესი დაწყებული იყო 2003 წლის 10 ივნისს.

151. მთავრობამ ევროსასამართლოს აცნობა, რომ № 5 სისხლის სამართლის საქმეში (33-34 პუნქტები ზემოთ), გამოძიების შემდეგ, ბ-ნმა გ. მახარობლიშვილმა (მომჩივანი №16) მოპასუხეებთან მორიგებას მიაღწია და, შესაბამისად, კასპის რაიონულმა სასამართლომ მისი საქმე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა. ამ არგუმენტის დასადასტურებლად მთავრობას არ წარუდგენია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ან რაიმე სხვა დოკუმენტური მტკიცებულება.

152. რაც შეეხება ზოგიერთი საქმეების შეწყვეტას, მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ასე მოხდა № 15, 16 და 19 სისხლის სამართლის საქმეებში. ადგილობრივმა სასამართლოებმა პროკურატურის ორგანოების ყველა ამ გადაწყვეტილებას, როგორც კანონიერს, მხარი დაუჭირეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საქმეში მონაწილე მხარეებს გამოძიების დასრულებისთანავე შეეძლოთ საქმის მასალების გაცნობა სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად.  მაგრამ იმის გამო, რომ ამ მომჩივნების საქმეები დახურული იყო, როგორც მთავრობამ განაცხადა, პროკურატურის ორგანოები უკვე აღარ იყვნენ სამართლებრივად ვალდებულნი, მათთვის საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცათ.

153. დაბოლოს, მთავრობამ განაცხადა, რომ კონვენციის მე-9 მუხლით განსაზღვრული მომჩივნების უფლებების განხორციელებაში სახელმწიფო, საჯარო ხელისუფლების ორგანოები ან მათი წარმომადგენლები არ ჩარეულან. მათ აღიარეს, რომ მომჩივნების მიმართ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაულები, მაგრამ ხაზი გაუსვეს, რომ ეს დანაშაულები ჩაიდინეს კერძო პირებმა და მართლმადიდებელი მორწმუნეების ჯგუფმა, რომელსაც ეკლესიიდან განკვეთილი მამა ბასილი ხელმძღვანელობდა. საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა ყველა საჭირო ზომას მიმართა ამგვარი ქმედების დასასჯელად და ყოველმხრივ ამომწურავი გამოძიება ჩაატარა თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.

154. მომჩივნები ამას არ დაეთანხმნენ. გაიმეორეს რა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად მოყვანილი არგუმენტები, მომჩივნებმა დამატებითი  საჩივარი შეიტანეს რელიგიურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით, რომლის მსხვერპლნიც გახდნენ და რომელსაც პოლიცია უჭერდა მხარს, ასევე პროკურატურის ორგანოების უმოქმედობასთან და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოების გულგრილობასთან დაკავშირებით.

155. № 5 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გ. მახარობლიშვილმა დამატებით განაცხადა, რომ მას აიძულეს ხელი მოეწერა რაღაც დოკუმენტზე და მან არ იცოდა მისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

2. ევროსასამართლოს შეფასება

ა) ზოგადი პრინციპები

156. ევროსასამართლო იმეორებს რომ, როგორც ეს მე-9 მუხლშია ჩამოყალიბებული, აზრის, სინდისისა და რელიგიის  თავისუფლება, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „დემოკრატიული საზოგადოების“ ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. თავისუფლება, რელიგიის თვალსაზრისით, ერთ-ერთია იმ უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო ელემენტებიდან, რომლებიც აყალიბებს მორწმუნეთა პიროვნებას და ცხოვრების მათეულ გაგებას, მაგრამ თავისუფლება, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობაა ათეისტების, აგნოსტიკოსების, სკეპტიკოსებისა და ნეიტრალურად განწყობილი ადამიანებისთვის. პლურალიზმი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მოპოვებული, თავისუფლებაზეა დამყარებული. ეს თავისუფლება, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს რელიგიური რწმენის ქონის ან არქონის და რაიმე აღმსარებლობის მიღების ან არმიღების თავისუფლებას (სხვა დოკუმენტებთან ერთად იხილეთ საქმეები –  კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1993 წლის 25 მაისი, § 31, სერია „ა“,  №260‑ა, და ს.ა.ს. საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 43835/11, § 124, 2014 წლის 1 ივლისი, მათში მოყვანილი დამატებითი მინიშნებებით).

157. იმის მიუხედავად, რომ რელიგიის თავისუფლება, პირველ რიგში, ინდივიდუალური აზროვნებისა და სინდისის საქმეა, სხვა საკითხებთან ერთად იგი ასევე გულისხმობს პიროვნების მიერ საკუთარი რელიგიის გაცხადების თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ და იმ პირების წრეში, ვის რწმენასაც ეს ადამიანი იზიარებს. რელიგიური რწმენის გაცხადება შესაძლებელია ლოცვის, ქადაგების, წესებისა და რიტუალების ჩატარების ფორმით (იხილეთ ზემოთ ხსენებული  საქმე – კოკინაკისი,  § 31, და საქმე – ლეილა შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ  [დიდი პალატა], № 44774/98, § 105, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2005‑XI). რადგან ერთი პირის მიერ თავისი რელიგიური რწმენის გაცხადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პირებზე, კონვენციის ავტორებმა რელიგიის თავისუფლების ეს ასპექტი მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში წარმოდგენილი ფორმით ჩამოაყალიბეს. ამ მეორე პუნქტის თანახმად, პიროვნების მიერ თავისი რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლებაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა კანონით უნდა გაიწეროს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში ჩამოყალიბებული ერთი ან რამდენიმე სამართლებრივი მიზნის მისაღწევად (იხილეთ საქმე – მიროლიუბოვსი და სხვები ლატვიის წინააღმდეგ, № 798/05, § 80, 2009 წლის 15 სექტემბერი და ზემოთ ხსენებული საქმე – ს.ა.ს., § 126).

158. ევროსასამართლოს ხშირად გაუმახვილებია ყურადღება სახელმწიფოს, როგორც ნეიტრალური და მიუკერძოებელი ორგანიზატორის, როლზე სხვადასხვა რელიგიის, აღმსარებლობისა და რწმენის რეალიზებაში და განუცხადებია, რომ ეს როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელს უწყობს საზოგადოებრივ წესრიგს, რელიგიურ ჰარმონიასა და შემწყნარებლობას (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე – ს.ა.ს., § 127 და საქმე – სინდიკატულ „პესტორულ ჩელ ბუნ“  რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №2330/09, § 165, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2013 (ამონარიდები)). როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროსასამართლო ასევე თვლის, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი, შეუთავსებელია სახელმწიფოს უფლებამოსილებასთან, რათა შეაფასოს  რელიგიური რწმენებისა ან მათი გამოხატვის ფორმების კანონიერება (იხილეთ საქმეები – მანუსაკისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ,  1996 წლის 26 სექტემბერი, § 47, ანგარიშები 1996-IV; ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 30985/96, § 78, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2000‑XI; რეფა პარტისი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №№ 41340/98, 41342/98, 41343/98 და 41344/98, § 91, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2003-II; და ფერნანდეს მარტინესი ესპანეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 56030/07, § 129, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2014 (ამონარიდები)) და რომ ეს ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ურთიერთშემწყნარებლობის უზრუნველყოფას (სხვა დოკუმენტებს შორის იხილეთ საქმე – თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 30 იანვარი, § 57, ანგარიშები 1998‑I, და ზემოთ ხსენებული  საქმე – ლეილა შაჰინი, § 107). შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოების როლი ასეთ გარემოებებში არის არა დაძაბულობის მიზეზის მოსპობა პლურალიზმის აღმოფხვრის მეშვეობით, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მოქიშპე ჯგუფები ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლურად იყვნენ განწყობილნი; ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს ამ როლმა  შეასუსტოს აღმსარებლობის  ან ეკლესიის როლი, რასთანაც ისტორიულად და კულტურულად არის დაკავშირებული  რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობა (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე – იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, § 132 მასში მითითებული დამატებითი მინიშნებებით).

159. რაც შეეხება რელიგიური ჯგუფების ავტონომიურობას, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ რელიგიური თემები ტრადიციულად და ყველგან არსებობენ ორგანიზებული სტრუქტურების ფორმით. როცა საქმე ეხება რელიგიური თემის ჩამოყალიბებას, კონვენციის მე-9 მუხლი უნდა განიმარტოს მე-11 მუხლის ფონზე, რომელიც ერთობლივი ცხოვრების წესს იცავს სახელმწიფოს მხრიდან უსამართლო ჩარევისგან. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მორწმუნეთა უფლება რელიგიის თავისუფლებაზე გულისხმობს იმ მოლოდინს, რომ მათ ექნებათ თავისუფლად გაერთიანების უფლება სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური ჩარევის გარეშე. რელიგიური თემების ავტონომიური არსებობა აუცილებელია პლურალიზმისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში და, ამიტომ, იგი არის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რომელსაც კონვენციის მე-9 მუხლი უზრუნველყოფს. მის უშუალო ინტერესში შედის ამ თემების არა მხოლოდ ფაქტობრივი ჩამოყალიბება, არამედ, ასევე, მათი ყველა აქტიური წევრის მიერ რელიგიის თავისუფლების უფლებით  პრაქტიკულად სარგებლობა. თემის ორგანიზაციული ცხოვრება კონვენციის მე-9 მუხლით რომ არ იყოს დაცული, ცალკეული პირის რელიგიის  თავისუფლების ყველა სხვა ასპექტი დაუცველი გახდებოდა (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – ფერნანდეს მარტინესი, § 127 და სინდიკატულ „პესტორულ ჩელ ბუნ“, § 136 დამატებით მინიშნებებთან ერთად).

160. დაბოლოს, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც გასაჩივრებული ქმედებები კერძო პირებმა ჩაიდინეს და, აქედან გამომდინარე, ისინი პირდაპირ არ ეხებოდა მოპასუხე სახელმწიფოს, ევროსასამართლომ შესაბამისი საკითხები უნდა განიხილოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების იმ პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით, რომელიც ეხება მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირებისთვის კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვას (იხილეთ საქმე – შესაბამისი შესწორებებით, პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], №№ 28955/06, 28957/06, 28959/06 და 28964/06, §§ 58-61, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2011; ოტო პრემინჯერის ინსტიტუტი ავსტრიის წინააღმდეგ, 1994 წლის 25 ნოემბერი, სერია „ა“, № 295 § 47; და ევეიდა და სხვები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, №№ 48420/10, 59842/10, 51671/10 და 36516/10, § 84, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2013 (ამონარიდები)). ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ შემთხვევებში, როცა ხდება რელიგიური რწმენისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მათ უარყოფას ადგილი აქვს იმ ფორმით, რომელიც ასეთი  რწმენის მატარებელ პირებს ხელს უშლის ამ რწმენის ქონის ან გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში. ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს შეიძლება მოეთხოვოს ამ რწმენის მატარებელი პირებისთვის მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებებით მშვიდად სარგებლობის უზრუნველყოფა (იხილეთ საქმე – იოლინგერი ავსტრიის წინააღმდეგ, № 76900/01, § 39, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2006‑IX; და, ასევე, ზემოთ ხსენებული საქმე შესაბამისი შესწორებებით - მიროლიუბოვსი და სხვები, § 80).

ბ)  ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმესთან მიმართებაში

161. ევროსასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ, როგორც ქ-ნმა მ. კვერგელიძემ განაცხადა (მომჩივანი № 9), იგი არ არის იეჰოვას მოწმე. შესაბამისად, ევროსასამართლო ასკვნის, რომ მასთან მიმართებაში კონვენციის მე-9 მუხლი არ დარღვეულა.

162. რაც შეეხება დანარჩენ მომჩივნებს (№№ 25, 45, 50, 58, 63, 67, 69, 71, 81, 95 მომჩივნებისა და გ. კოხრეიძის გარდა, იხილეთ 83-84 პუნქტები ზემოთ), მთავრობას არ გაუპროტესტებია მომჩივნების ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ყველა მათგანს თავს დაესხნენ  და დაამცირეს, ხოლო ზოგიერთ მათგანს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ თავიანთი რელიგიური რწმენის გამო. შესაბამისად, ყველა აღნიშნული ინციდენტი მომჩივნების მიერ რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის ტოლფასი იყო. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი ძალადობრივი ჩარევის გამამართლებელი არანაირი  დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, მთავრობამ მაინც განაცხადა, რომ, ჯერ ერთი, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არ მონაწილეობდნენ არც ერთ სავარაუდო ინციდენტში, და მეორე, მათი რეაგირება „კერძო“ პირების მიერ ჩადენილ, რელიგიურად მოტივირებულ ძალადობაზე  ადეკვატური იყო.

163. რაც შეეხება მთავრობის პირველ განცხადებას, ზემოთ უკვე დავადგინეთ, რომ რამდენიმე ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა სხვადასხვა საჯარო მოხელის უშუალო მონაწილეობით ან მათი უსიტყვო მხარდაჭერითა და თანხმობით. რაც შეეხება რეაგირების ადეკვატურობას, მომჩივნების რელიგიური შეკრებები დიდი მასშტაბით დაშალეს ძალის გამოყენებით, ჩამოართვეს და დაწვეს მათი რელიგიური ლიტერატურა, ხოლო სახლები დაარბიეს. ამგვარი მოპყრობის შემდეგ, მომჩივნები შემდგომში აღმოჩნდნენ იმ ორგანოების მხრიდან სრული გულგრილობისა და უმოქმედობის პირისპირ, რომლებმაც, მომჩივნების ერთ-ერთი ქრისტიანული მართლმადიდებლობისთვის საფრთხედ მიჩნეული რელიგიური გაერთიანებისადმი ერთგულების გამო, არანაირი ზომები მიიღეს საჩივრებზე საპასუხოდ. სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებას მოკლებულმა მომჩივნებმა ვერ შეძლეს რელიგიის  თავისუფლებიდან გამომდინარე უფლებების დაცვა ეროვნულ სასამართლოებში. ხელისუფლების ორგანოების გულგრილობამ გზა გაუხსნა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ რელიგიური ძალადობის ფართოდ გავრცელებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამრიგად, მომჩივნებს გაუჩნდათ იმის შიში, რომ თავიანთი რელიგიური რწმენის ყოველი ახალი გაცხადებისას მათ მიმართ ახალი ძალადობა განხორციელდებოდა.

164. ამასთან დაკავშირებით ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოვალეობა იყო შეესრულებინა თავისი პოზიტიური ვალდებულება არა მხოლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანაში ყოფილიყო შესაბამისი სამართლებრივი ბაზა რელიგიის თავისუფლების დასაცავად, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ მიღებული იქნებოდა ამ უფლების განსახორციელებლად საჭირო ქმედითი ზომები. ამ კონკრეტულ საქმეში პრობლემა არის არა უბრალოდ ინციდენტებში მონაწილე საჯარო მოხელეების ან მესამე მხარეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, არამედ უფრო მეტად იეჰოვას მოწმეების მიერ რელიგიური წესების განხორციელებაში არაერთხელ და ფართომასშტაბიანი ძალადობრივი ჩარევის ფაქტზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების აშკარა სიმცირე.

165. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ თავისი მონაწილეობით, მხარდაჭერით ან სულ მცირე, მდუმარე თანხმობით, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავისი მოვალეობა მიეღოთ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ იეჰოვას მოწმეებს შეძლებოდათ რელიგიის თავისუფლების საკუთარი უფლების განხორციელება. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო რელიგიური ძალადობის გაღრმავებას (იხილეთ საქმე შესაბამისი შესწორებებით, ოურანიო ტოზო და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ, № 74989/01, §§ 42‑43, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2005‑X (ამონარიდები)). ამდენად, ევროსასამართლო ასკვნის, რომ იეჰოვას მოწმეებთან და მათ მიერ თავიანთი რელიგიური წესების განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობამ, მთლიანობაში, გამოიწვია კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა ოთხმოცდარვა მომჩივანთან მიმართებაში (იხილეთ161-162 პუნქტები ზემოთ).

გ. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა

166. მომჩივნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნების საპირისპიროდ, საჩივარში აღწერილ არც ერთ საქმეში ადგილობრივი სასამართლოსგან მათ ვერ ისარგებლეს სამართლებრივი დაცვის ვერც ერთი ეფექტიანი საშუალებით. არც ერთ საქმეში ხელისუფლების ორგანოებს არ განუხორციელებიათ სამართლებრივი დევნა ან არ მიუღიათ არანაირი ზომა მომჩივანთა უფლებების აღსადგენად. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ორგანოებმა მოიშველიეს კონვენციის მე-13 მუხლი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

მუხლი 13

ყველას , ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლ ებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა“.

167. ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი განიხილება კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების მიხედვით. ამ დებულებების მიხედვით გაკეთებული თავისი დასკვნების გათვალისწინებით (იხილეთ 144-146 და 165 პუნქტები ზემოთ), ევროსასამართლო თვლის, რომ არანაირი ცალკე საკამათო საკითხი, კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, არ არის წამოჭრილი.

დ. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-3 და მე-9 მუხლებთან ერთობლიობაში

168. მომჩივნები მიიჩნევდნენ, რომ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები რელიგიურად იყო მოტივირებული. გარდა ამისა, ხელისუფლების ორგანოები შემწყნარებლურად იყვნენ განწყობილნი აღნიშნული ძალადობის მიმართ, ძირითადად, მომჩივნების რწმენის გამო. მომჩივნების განცხადებით,აღნიშნული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის ტოლფასია, რომელშიც ნათქვამია:

მუხლი 14

„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსისა“.

1.    მხარეთა განცხადებები

169. მთავრობის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, აღნიშნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაგმობილია ყველა სახის დისკრიმინაცია (მუხლი 14). მათ განაცხადეს, რომ კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული მომჩივნების უფლებები არ დარღვეულა მათი რელიგიური რწმენის მოტივით. საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა არაერთხელ დაგმეს კერძო პირების მიერ იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული თავდასხმები. ამ საკითხს მიეძღვნა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს რამდენიმე სხდომა. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიმართ გაიცა შესაბამისი მითითებები იმ მიზნით, რომ დასჯილიყო მომჩივნების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის აქტები და უზრუნველყოფილიყო მომჩივნების მიერ კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. სასამართლომ გასცა განკარგულება მამა ბასილის წინასწარი დაკავების შესახებ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მისი რელიგიური დაჯგუფების მიერ მომჩივნებზე თავდასხმები. მომჩივნების წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებში მონაწილე ყველა პირის მიმართ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე.  მთავრობა იყო იმის გარანტი, რომ ყველა დამნაშავე მხარე დაისჯებოდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის ხარისხის მიხედვით.

170. მომჩივნები, თავის მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები, დაშინება და შეურაცხყოფა, ქურდობა და, ზოგადად, ძალადობა ხორციელდებოდა სრული დაუსჯელობით და სახელმწიფო იმის გამო ეგუებოდა ამას, რომ დაზარალებულთა რელიგიური რწმენა განსხვავდებოდა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის რელიგიური რწმენისაგან. მომჩივნების განცხადებით, ეს რელიგიური მოტივით დისკრიმინაციის ტოლფასი იყო. მომჩივნებმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილებინეს იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლების ორგანოებმა უარი განაცხადეს სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენებაზე მათთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რელიგიურ უმცირესობას განეკუთვნებოდნენ.

     2. სასამართლოს შეფასება

    ა) ზოგადი პრინციპები

171. ევროსასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-14 მუხლში აღწერილ მოპყრობაში არსებული განსხვავება დისკრიმინაციულია, თუ იგი „მოკლებულია ობიექტურ და გონივრულ დასაბუთებას“, ანუ, თუ ის არ ემსახურება „კანონიერ მიზანს“ ან თუ „არ არსებობს პროპორციულობის გონივრული თანაფარდობა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის“. ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული თავისუფლება იმის შესაფასებლად, სხვა მხრივ მსგავს სიტუაციებში არსებული განსხვავებები ამართლებს თუ არა და რამდენად ამართლებს განსხვავებულ მოპყრობას (იხილეთ საქმე – კამპი და ბურიმი ნიდერლანდების წინააღმდეგ, № 28369/95, § 37, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2000‑X; თლიმენოსი საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 34369/97, § 44, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2000-IV; და ზემოთ ხსენებული საქმე – ევეიდა და სხვები, § 88). „რელიგია“ სპეციალურად არის ნახსენები მე-14 მუხლის ტექსტში, როგორც დისკრიმინაციისთვის აკრძალული საფუძველი.

172. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს ამ სფეროში, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც მომჩივანი მიუთითებს მოპყრობაში განსხვავებაზე, უკვე მთავრობის საქმეა იმის დამტკიცება, რომ ასეთი განსხვავების გაკეთება დასაბუთებული იყო (სხვა დოკუმენტებს შორის იხილეთ საქმე – შასანიუ და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], №№ 25088/94, 28331/95, და 28443/95, §§ 91-92, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია 1999‑III, და ტიმიშევი და რუსეთი, №№ 55762/00 და 55974/00, § 57, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია 2005‑XII). რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ქმნის მტკიცების იმ პრეზუმფციას, რომელსაც შეუძლია მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადატანა, ევროსასამართლომ განაცხადა ნაჩოვას და სხვების საქმეში (იხილეთ საქმე – ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №№ 43577/98 და 43579/98, § 147, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია 2005‑VII), რომ  სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების დასაშვებობისთვის ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. ევროსასამართლო აკეთებს ისეთ დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, გამყარებულია+ ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, ისეთი ვარაუდების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა განცხადებებიდან. თავისი ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და შეთანხმებული ვარაუდებისა ან მსგავსი, უდავო ფაქტობრივი პრეზუმფციის ერთდროული არსებობიდან. გარდა ამისა, დისკრიმინაციის საკითხზე მის მიერ ბოლო დროს განხილულ საქმეებში, ერთნაირ სიტუაციებში ორი ჯგუფის მიმართ მოპყრობას შორის არსებული განსხვავების დასადგენად, ევროსასამართლომ ინტენსიურად გამოიყენა მხარეთა მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები (სხვა საქმეებთან ერთად იხილეთ საქმეები – ზარბ ადამი მალტის წინააღმდეგ, № 17209/02, §§ 77-78, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2006‑VIII და ჯინ ვილჰელმინა ელიზაბეთ ჰოოხენდეიკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (დეკ.), № 58641/00, 2005 წლის 6 იანვარი).

173. ევროსასამართლო აგრეთვე იმეორებს, რომ ძალადობრივ ინციდენტებს მიღმა არსებული შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოვლენის ვალდებულება ნაგულისხმებია კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებში (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – ნაჩოვა და სხვები, § 161; იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, §§ 138-42; და მახაშევი, § 139 ). ზემოაღნიშნული განცხადება ასევე აუცილებლად შეესაბამება იმ საქმეებსაც, რომლებშიც კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას ადგილი აქვს კერძო პირების მხრიდან. რელიგიურად მოტივირებული ძალადობისა და სისასტიკის  თანაბარი საფუძვლით განხილვა იმ საქმეებთან ერთად, რომლებშიც მსგავსი არაფერია მოყვანილი, იმ ქმედებების განსაკუთრებულ ხასიათზე თვალის დახუჭვა  იქნებოდა, რომლებიც ძალიან დიდ დარტყმას აყენებს  ფუნდამენტურ უფლებებს. არსებითად განსხვავებულ სიტუაციებზე რეაგირების მეთოდებს შორის განსხვავების დადგენის შეუძლებლობა შეიძლება წარმოადგენდეს კონვენციის მე-14 მუხლთან შეუთავსებელ, გაუმართლებელ მოპყრობას (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – მილანოვიჩი, §§ 96‑97, და პ.ფ. და ე.ფ, § 56, ორივე მათგანში დამატებითი მინიშნებებით).

ბ)  ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმესთან მიმართებაში

174. მომჩივნების ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ქმედებებს რელიგიური მოტივი ჰქონდა, რასაც, როგორც ევროსასამართლომ დაადგინა, ადგილი ჰქონდა წინამდებარე საქმეში, გამყარებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით: მომჩივნების, ყველა იეჰოვას მოწმის, ფართომასშტაბიანი რელიგიური შეკრებები ჩაშლილი იყო სხვადასხვა სახელმწიფო მოხელის უშუალო მონაწილეობით ან მათი მხარდაჭერით და მდუმარე თანხმობით (იხილეთ №№ 1, 2 და 4 სისხლის სამართლის საქმეები, 105-112, 115-121 და 122-125 პუნქტები ზემოთ); პოლიციამ მაშინვე უარი განაცხადა ჩარეულიყო  მომჩივნების დასაცავად, როგორც კი შეიტყო მათი რელიგიური გაერთიანების შესახებ და ამას გარდა, ცალკეულ მომჩივნებს რელიგიური შინაარსის შეურაცხყოფაც მიაყენეს, როდესაც მათ საჩივრები შეჰქონდათ პოლიციაში (იხილეთ №№ 3, 7, 15-18, 22 და 26 სისხლის სამართლის საქმეები, 24-25, 37, 46, 49, 51, 54, 61 და 65-ე პუნქტები ზემოთ); ამის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებმა სრული გულგრილობა გამოიჩინეს აგრესიის სხვადასხვა აქტებთან დაკავშირებით მომჩივნების ურიცხვი საჩივრების მიმართ. რაღა თქმა უნდა, ევროსასამართლოს ზემოთ აღნიშნული დასკვნის თანახმად, იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან შემწყნარებლურ დამოკიდებულებას  სისტემატური ხასიათი ჰქონდა (იხილეთ 145-146-ე პუნქტები ზემოთ).

175. გარდა ამისა, ევროსასამართლო ყურადღების გარეშე ვერ დატოვებს საქართველოში იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული, ფიზიკური თუ სიტყვიერი, თავდასხმების უამრავ სხვა იმ შემთხვევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელთა შესახებაც თავის დროზე იტყობინებოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები. რელურად, ფართოდ იყო ცნობილი, რომ რელიგიურად მოტივირებული ძალადობა საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა; თუმცა ძალიან ცოტა რამ თუ გაკეთდა ამის თავიდან ასაცილებლად ან/და შესაჩერებლად (იხილეთ 73-81-ე პუნქტები ზემოთ). აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციის თაობაზე მომჩივნების ბრალდებები კიდევ უფრო საფუძვლიანი ჩანს, როცა მათი შეფასება ხდება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევების შედეგების გამოსასწორებლად საქართველოს ხელისუფლების ორგანოების დოკუმენტურად დადასტურებული და მრავალჯერადი უმოქმედობის შესაბამის ქვეყნისშიდა კონტექსტში   (იხილეთ და შეადარეთ საქმეები – მუდრიკი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ, №№ 74839/10, §§ 62-64, 2013 წლის 16 ივლისი; ერემია მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ, №№ 3564/11, §§ 89-90, 2013 წლის 28 მაისი) .

176. ითვალისწინებს რა ყველა მტკიცებულებას, ევროსასამართლო თვლის, რომ მომჩივნებმა საკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინეს საქმეში იმის დასადასტურებლად, რომ რელიგიურმა სიძულვილმა მთავარი როლი შეასრულა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაში (შეადარეთ ზემოთ ხსენებული საქმეები – მაკაშევი, §§ 176-179;  მოლდოვანი და სხვები, §§ 139-140; და საქმე – პეტროპულუ-ცაკირისი საბერძნეთის წინააღმდეგ , № 44803/04, §§ 64-66, 2007 წლის 6 დეკემბერი).

177. პასუხად მთავრობამ უბრალოდ განაცხადა, რომ მომჩივნების საჩივრები დაუსაბუთებელი იყო. ეს ზოგადი განცხადება განსაკუთრებით გამაოგნებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მომჩივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ მათ მიმართ ძალადობა მათი რელიგიის გამო განხორციელდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა არანაირ ზომებს არ მიმართეს სავარაუდო რელიგიური მოტივის გამოსაძიებლად (იხილეთ 141-142 პუნქტები ზემოთ). გარდა ამისა, სასამართლო პროცესის განმავლობაში პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლებმა ტენდენციური შენიშვნები გამოთქვეს მომჩივნების რელიგიასთან დაკავშირებით. ევროსასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში უკვე დაადასტურა, რომ ამგვარ შენიშვნებს შეუძლიათ ხელისუფლების ორგანოების ზოგადი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოაშკარავება (იხილეთ საქმე – კობზარუ რუმინეთის წინააღმდეგ, № 48254/99, §§ 97-100, 2007 წლის 26 ივლისი).

178. ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გლდანის მრევლის საქმეში ევროსასამართლომ უკვე დაადგინა, რომ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების გულგრილმა დამოკიდებულებამ მომჩივნების რელიგიური რწმენის გამო ჩადენილი ძალიან სასტიკი უკანონო ქმედებების მიმართ  შესაძლებლობა მისცა ექსტრემისტი მართლმადიდებელი მორწმუნეების ჯგუფებს,  გაეღვივებინათ სიძულვილი და გაეგრძელებინათ რელიგიური ხასიათის ძალადობის აქტები. ამ ფაქტმა  ეჭვი გააჩინა სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ დამნაშავეები სახელმწიფოს წამომადგენლებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე – იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, §§ 130-142).

179. მხედველობაში იღებს რა მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, ევროსასამართლო დადასტურებულად თვლის, პირველ რიგში, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებისა თუ კერძო პირების მხრიდან მომჩივნების წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ფორმის ძალადობის პროვოცირება გამოწვეული იყო იეჰოვას მოწმეთა მიმართ აუტანელი დამოკიდებულებით და, მეორე რიგში, სწორედ იგივე დისკრიმინაციული აზროვნება იყო იმის ძირითადი მიზეზი, რომ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შედეგიანად არ გამოიძიეს რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის აქტები, რამაც დაადასტურა, რომ ხელისუფლებლების ორგანოები, სულ მცირე, შემწყნარებლურად იყვნენ განწყობილნი ამ ძალადობის მიმართ (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე – კობზარუ, §101; შეადარეთ ზემოთ ხსენებულ საქმეს – პ.ფ. და ე.ფ., § 58). მთავრობის ზოგადი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნების საჩივრები დაუსაბუთებელი იყო, არ არის საკმარისი მათი ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად, რომლისთვისაც საჭიროა დისკრიმინაციის შესახებ არცთუ უსაფუძვლო ბრალდების უარყოფა (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე – მაკაშევი, § 179). ამდენად, ევროსასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული მომჩივნები დაზარალდნენ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევის გამო  მე-3 მუხლის (იხილეთ 112, 114, 121, 125, 127, 131 და 144-ე პუნქტები ზემოთ) და მე-9 მუხლის (იხილეთ 165-ე პუნქტი ზემოთ) დარღვევასთან ერთობლიობაში.

ე. კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების სავარაუდო დარღვევა

180. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებით უზრუნველყოფილი მათი უფლებები დაირღვა ზემოთ აღწერილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად.

181. ევროსასამართლო თვლის, რომ ეს საჩივრები მომჩივნების მიერ კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების შესაბამისად წარდგენილი საჩივრების იდენტურია. იმის გათვალისწინებით, რომ ევროსასამართლომ უკვე დაადასტურა ამ დებულებების დარღვევა, იგი აღარ თვლის საჭიროდ საჩივრის  განხილვას ასევე კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად (იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, §§ 143-44).

III.  კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

2.  კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:

„თუ ევრო სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფო სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმ ა ყოფილებას მიაკუთვნებს.“

ა. არაფულადი ზარალი

1.  მხარეთა განცხადებები

3.  მომჩივნებმა, პირველ რიგში, მოითხოვეს, რომ მთავრობას დავალებოდა ყველა სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირება ამ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, კონვენციის მე-9 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების ხასგაზმით.

184. მომჩივნებმა ასევე ითხოვეს, რომ თითოეული მათგანისთვის აენაზღაურებინათ 500 ამერიკული დოლარის ოდენობის თანხა, მათთვის მიყენებული არაფულადი ზარალის გამო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აღნიშნულმა თავდასხმებმა მათ არა მარტო ფიზიკური ტრავმები, არამედ მნიშვნელოვანი ემოციური სტრესიც მიაყენა და სახელმწიფოს მიერ დაცვის უზრუნველყოფაზე უარი იმას ნიშნავდა, რომ ისინი მუდმივი ტერორის მდგომარეობაში იყვნენ დარჩენილნი.

185. მთავრობამ მომჩივნების პრეტენზიები უკომენტაროდ დატოვა მითითებულ ვადაში.

 

2.    სასამართლოს შეფასება

186. ევროსასამართლო მიუთითებს, რომ მან დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, ორმოცდაშვიდ მომჩივანთან მიმართებაში და  კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, ოთხმოცდაშვიდ მომჩივანთან მიმართებაში. მხედველობაში იღებს რა სამართლიანობასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, ევროსასამართლო თითოეულ აღნიშნულ მომჩივანს უნაზღაურებს, როგორც მოთხოვნილი იყო, 350 ევროს პლუს ყველა შესაბამის გადასახადს.

187. ზემოთ 183-ე პუნქტში მოყვანილ მომჩივნების მოთხოვნასთან დაკავშირებით ევროსასამართლო მიუთითებს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელშიც ევროსასამართლო ადგენს კონვენციისა ან მისი ოქმების დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს სამართლებრივ ვალდებულებას დაზარალებულებს არა მხოლოდ გადაუხადოს სამართლიანი ანაზღაურების შედეგად მიკუთვნებული თანხები, არამედ ასევე შეარჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, ის ზოგადი ან/და, თუ საჭირო იქნება, ინდივიდუალური ზომები,  რომლებიც უნდა გამოიყენოს შიდასამართლებრივ რეჟიმში, რათა ბოლო მოუღოს ევროსასამართლოს მიერ დადასტურებულ ძალადობას და გამოასწოროს ამ ძალადობის შედეგები იმგვარად, რომ რამდენადაც შესაძლებლია აღდგეს დარღვევამდე არსებული მდგომარეობა (იხილეთ საქმე – მაესტრი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 39748/98, § 47, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2004‑I).

188. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული გადაწყვეტილების მიწოდება ხელისუფლების იმ ორგანოებისთვის, რომლებსაც  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალებათ უდავოდ შეიძლება წარმოადგენდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულების დამატებით და მიზანშეწონილ საშუალებას, ევროსასამართლო იმეორებს, რომ ძირითადად მოპასუხე სახელმწიფოს საქმეა იმ ზუსტი საშუალებების შერჩევა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, რომლებსაც იგი გამოიყენებს ეროვნულ სამართლებრივ რეჟიმში, კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად თავისი ვალდებულების შესასრულებლად (სხვა დოკუმენტებთან ერთად იხილეთ ზემოთ ხსენებული საქმე იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, § 154; საქმეები ბრუმერესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (სამართლიანი კომპენსაცია) [დიდი პალატა], № 28342/95, § 20, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2001-I; და იოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], № 46221/99, § 210, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2005-IV).

  ბ. ხარჯები და დანახარჯები

1.  მხარეთა განცხადებები

189. მომჩივნებმა მოითხოვეს ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც მათ გასწიეს სხვადასხვა დროს, როდესაც ცდილობდნენ იმის მიღწევას, რომ ადგილობრივ სასამართლოებს განეხილათ მათი საჩივრები, ასევე ევროსასამართლოში მათ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება.

190. რაც შეეხება შიდა სამართალწარმოებებს, ქვეყნის მასშტაბით მომჩივნების ინტერესებს ხელისუფლების სხვადასხვა ადგილობრივ ორგანოებში იცავდა ბ-ნი ჭაბაშვილი; ამასთან დაკავშირებით, მათ მოითხოვეს 10,000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.

191. გარდა ამისა, მომჩივნებს ევროსასამართლოში წარმოადგენდა ბ-ნი კარბონო, კანადელი ადვოკატი, რომელსაც დახმარებას უწევდნენ ბ-ნი ჭაბაშვილი და ბ-ნი ბერნსი, ასევე კანადელი ადვოკატი. მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშრებით ბ-ნმა კარბონომ მოითხოვა 13,000 ამერიკული დოლარი, ხოლო ბ-ნმა ჭაბაშვილმა და ბ-ნმა ბერნსმა, თავისი სახელით, კიდევ დამატებით მოითხოვეს 2,250 ამერიკული დოლარი. თავიანთი მოთხოვნების გასამყარებლად მათ წარმოადგინეს ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც, მათ სასამართლოს მიერ ამ საქმეზე განაჩენის გამოტანისთანავე უნდა გადაეხადათ შესაბამისი თანხები.

192. ბ-ნმა კარბონომ და ბ-ნმა ჭაბაშვილმა აგრეთვე მოითხოვეს 4,500 ამერიკული დოლარი ევროსასამართლოში საქმის ზეპირ განხილვასთან დაკავშირებით გასაწევ შესაძლო მომავალი ხარჯების გამო.. ასევე მოთხოვნილ იქნა 1,311 ამერიკული დოლარი მთარგმნელობითი მომსახურების ხარჯებისთვის.

193. მომჩივნების განცხადებით, ზემოაღნიშნულ თანხებში არ შედიოდა გადასახადი.

194. როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილ ვადაში მთავრობამ ვერ მოახერხა კომენტარის  გაკეთება  დაკავშირებით.

2.  ევროსასამართლოს შეფასება

195. ევროსასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავის სასამართლო პრაქტიკაზე იმ მხრივ, რომ ხარჯების ანაზღაურების ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ხარჯები ფაქტიურად და აუცილებლობის გამო იყო გაწეული იმ საქმის თავიდან ასაცილებლად ან იმ საქმეზე კომპენსაციის მისაღებად, რომელიც დადგინდა, რომ წარმოადგენს კონვენციის დარღვევას (სხვა საქმეებთან ერთად იხილეთ საქმე – დონაძე საქართველოს წინააღმდეგ, № 74644/01, § 48, 2006 წლის 7 მარტი). ევროსასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იგი არ არის შეზღუდული ამ თვალსაზრისით ადგილობრივი მასშტაბებით ან სტანდარტებით, თუმცა, შეიძლება გარკვეული დახმარება მიიღოს მათგან (სხვა საქმეებთან ერთად იხილეთ  საქმე – მ.მ. ნიდერლანდების წინააღმდეგ, № 39339/98, § 51, 2003 წლის 8 აპრილი) და რომ, კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, იგი ანაზღაურებს იმ ხარჯებს, რომლებიც გონივრული საკომპენსაციო თანხის ფარგლებშია (სხვა დოკუმენტებთან ერთად იხილეთ საქმე – ნიკოლოვა ბულგარეთის წინაათმდეგ [დიდი პალატა], № 31195/96, § 79, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 1999-II).

196. ევროსასამართლო თვლის, რომ ფაქტობრივი თვალსაზრისით, მოცემული საქმე ერთ-ერთი რთული საქმე იყო, თუნდაც იმის გამო, რომ უამრავი მომჩივანი მონაწილეობდა და უამრავ ძალადობრივ ინციდენტებთან გვქონდა საქმე და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების დამოკიდებულების გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთი მთლიანად მომჩივნებს ეკისრებოდათ. მომჩივნების ბრალდებების გასამყარებლად, ბ-ნ კარბონოს და ბ-ნ ჭაბაშვილს მოეთხოვებოდათ ევროსასამართლოსთვის დიდძალი დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამისი ინგლისური თარგმანებით.

197. გამოაქვს რა მიუკერძოებელი გადაწყვეტილება და ზემოთ ნახსენები თავისი თავისი სასამართლო პრაქტიკის გამოყენებით, ევროსასამართლო მომჩივნებს ბ-ნი კარბონოს სახელზე მიაკუთვნებს 10,000 ევროს, ბ-ნი ჭაბაშვილის სახელზე – 4,000 ევროს, ხოლო ბ-ნი ბერნსის სახელზე – 1,000 ევროს, პლუს ნებისმიერ თანხას, რომელიც შეიძლება დამატებული ღირებულების გადასახადის გადასახდელად იყოს საჭირო.

გ.  საჯარიმო პროცენტი გადახდის ვადის გადაცილებაზე

4.  ბ-ნმა კარბონომ ითხოვა, რომ ევროსასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან თანხის გადახდის ვადის გადაცილებაზე საჯარიმის პროცენტი განისაზღვროს 8%-ით.

5.  ევროსასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ თანხის გადახდის ვადის გადაცილებაზე საჯარიმო პროცენტი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით,  რასაც უნდა დაემატოს 3 საპროცენტო პუნქტი.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე , ევრო სასამართლო ერთხმად

1.    აცხადებს №№ 25, 45, 50, 58, 63, 67, 69, 71, 81, 95 მომჩივნებისა და გ. კოხრეიძის საჩივრებს დაუშვებლად;

2.    აცხადებს საჩივრის დანარჩენ ნაწილს დასაშვებად;

3.    დგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მის არსებით ნაწილში როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, №№ 10, 13-15, 28-29, 31-32, 40-44, 46, 51-57, 59-62, 64, 66, 68, 90-91, 97 და 99 მომჩივნებთან მიმართებაში;

4.    დგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი მის არსებით ნაწილში, არც ცალკე და არც კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, №№ 1-9, 11‑12, 16-24, 26-27, 30, 33-39, 47-49, 65, 70, 72‑80, 82-89, 92-94, 96 და 98 მომჩივნებთან მიმართებაში;

5.    დგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მის პროცედურულ ნაწილში როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, №№ 1 (№ 20 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით), 10-11, 12 (№ 26 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით), 13-17, 20, 24, 28-29, 31-32, 35-44, 46, 51-57, 59-62, 64, 66, 68, 70, 90-91, 94, 96-97 და 99 მომჩივნებთან მიმართებაში;

6.    დგენს, რომ არ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი მის პროცედურულ ნაწილში როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, №№ 1 (№ 14 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით), 2-9, 12 (№ 25 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით), 18-19, 21-23, 26-27, 30, 33-34, 47-49, 65, 72-80, 82-89, 92-93 და 98 მომჩივნებთან მიმართებაში;

7.    დგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-9 მუხლი როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, №№ 1-8, 10-24, 26-44, 46-49, 51-57, 59-62, 64-66, 68, 70, 72-80, 82-94 და 96-99 მომჩივნებთან მიმართებაში;

8.    დგენს, რომ კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე არანაირი ცალკე საკითხი არ წამოჭრილა;

9.    დგენს, რომ არ არის აუცილებელი საჩივრის განხილვა ასევე კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად;

10.                        დგენს,

ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების კანონიერი ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის ვადაში, მომჩივნებს უნდა გადაუხადოს ქვემოთ მითითებული ოდენობის თანხები, რომლებიც გადაყვანილი იქნება მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:

(i)    350 (სამას ორმოცდაათი) ევრო, რასაც დაემატება ყველა შესაბამისი  გადასახადი, თითოეული მომჩივანისთვის მიყენებული არაფულადი ზარალის ასანაზღაურებლად (№№ 9, 25, 45, 50, 58, 63, 67, 69, 71, 81, 95 მომჩივნებისა და გ. კოხრეიძ ის გარდა);

(ii)  15, 000 (თხუთმეტი ათასი) ევრო, რასაც დაემატება ყველა შესაბამისი გადასახადი, მომჩივნების ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად;

(ბ) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ფაქტობრივ ანგარიშსწორებამდე, ზემოაღნიშნულ თანხას საჯარიმო ვადის განმავლობაში დაერიცხება მარტივი პროცენტი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლი განაკვეთით,  პლუს 3 საპროცენტო პუნქტი;

11.                          უარყოფს დანარჩენი მომჩივნების მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

დოკუმენტი შესრულებულია ინგლისურ ენაზე და სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მხარეებს ეცნობათ წერილობით 2014 წლის 7 ოქტომბერს.

 

 

ფრანსუაზ ელენ-პასოსი                                                       ინეტა ზიემელე        

გამწესრიგებელი                                                                      თავმჯდომარე

 

 

გადაწყვეტილების დანართი

მომჩივნების სია

 

1.       ბ-ნი ვლადიმერ ბეღელური

2.       ბ-ნი გიორგი თოდუა

3.       ქ-ნი  მედეა სალუკაშვილი

4.       ქ-ნი  ლია კიკალიშვილი

5.       ბ-ნი ვახტანგ ბურდული

6.       ბ-ნი იური ჯანაშვილი

7.       ქ-ნი  ლალი ხითარიშვილი

8.       ქ-ნი  ნანი კობაიძე

9.       ქ-ნი  მაყვალა კვერგელიძე

10.   ბ-ნი ვალერი დოლიძე

11.   ბ-ნი ვლადიმერ მარიკიანი

12.   ბ-ნი სერგო ბარსეგიანი

13.   ბ-ნი ბორის გოგოლაძე

14.   ქ-ნი  ანასტასია თვარაძე

15.   ქ-ნი მადონა კაპანაძე

16.   ბ-ნი გურამ მახარობლიშვილი

17.   ბ-ნი მიხეილ მაკიევი

18.   ქ-ნი  ხათუნა მაკიევა

19.   ბ-ნი ენრიკო ტაბაღუა

20.   ბ-ნი ემზარ ბეღელური

21.   ქ-ნი ჯულიეტა გოგოხია

22.   ქ-ნი  თეა ყოლბაია

23.   ქ-ნი  ლამარა გელაშვილი

24.   ქ-ნი  ნანა მაისურაძე

25.   ბ-ნი ვახტანგ ჩაჩუა

26.   ქ-ნი ინგა გელიაშვილი

27.   ბ-ნი ელგუჯა კახელიშვილი

28.   ბ-ნი კახა ჯავაშვილი

29.   ბ-ნი გოჩა ფოლადაშვილი

30.   ბ-ნი ლაშა ნოზაძე

31.   ქ-ნი  ცისანა არაბიძე

32.   ბ-ნი ბესიკ სარალიძე

33.   ბ-ნი სერგო კვერგელიძე

34.   ბ-ნი იური პაპავა

35.   ქ-ნი  ეთერ ბარამია

36.   ბ-ნი მერაბ სახოკია

37.   ქ-ნი  მარინა ჩიქოვანი

38.   ბ-ნი თემურ თოდუა

39.   ბ-ნი ზვიად ხარგელია

40.   ბ-ნი კახა ფირცხელიანი

41.   ქ-ნი  ევა ფირცხელიანი

42.   ბ-ნი გენადი ლემონჯავა

43.   ბ-ნი ზურაბ სართანია

44.   ქ-ნი  ნანა ფულარია

45.   ბ-ნი დავით პაჭკორია

46.   ბ-ნი ზურაბ გოგოხია

47.   ბ-ნი რადიონ ცხადაია

48.   ბ-ნი ბედიშა ცხადაია

49.   ბ-ნი ბაჩუკი ყურაშვილი

50.   ქ-ნი  ნინო ქანთარია

51.   ქ-ნი  ლენა ესებუა

52.   ბ-ნი რაულ ქარჩავა

53.   ბ-ნი დავით გულუა

54.   ბ-ნი თამაზ ბიბლაია

55.   ბ-ნი სოგრატ კინწურაშვილი

56.   ბ-ნი კახაბერ კუტალაძე

57.   ბ-ნი დავით სამხარაძე

58.   ბ-ნი ლევან საბაშვილი

59.   ბ-ნი მანუჩარ ბერიშვილი

60.   ბ-ნი რამაზ ცარციძე

61.   ბ-ნი მამუკა გელაშვილი

62.   ბ-ნი როინ ბოჭოიძე

63.   ბ-ნი ვახტანგ გაბუნია

64.   ბ-ნი გრიგორი საგალეტოვი

65.   ბ-ნი სამველ ბოზოიანი

66.   ბ-ნი ზურაბ მარტიროსოვი

67.   ბ-ნი ზურაბ ბაიდოშვილი

68.   ბ-ნი შუშანიკ სიმონიანი

69.   ბ-ნი ანზორ გრატიაშვილი

70.   ბ-ნი სულიკო ხოჯენაშვილი

71.   ბ-ნი ხვიჩა ქორჩილავა

72.   ქ-ნი  ნატო სიხარულიძე

73.   ქ-ნი  ასმათ აფციაური

74.   ქ-ნი  გოგონა გოგია

75.   ბ-ნი გურამ მარკოზაშვილი

76.   ქ-ნი ლია მარკოზაშვილი

77.   ბ-ნი კახა ვაშაკიძე

78.   ქ-ნი  ნანი გაბისონია

79.   ქ-ნი  ნინო გეგია

80.   ქ-ნი  მარინა ჭუბაბრია

81.   ქ-ნი  ეკა გაბელაია

82.   ბ-ნი იური ბოლოთაშვილი

83.   ბ-ნი ვასილ გუგულაშვილი

84.   ბ-ნი აკაკი თორაძე

85.   ქ-ნი  მანანა ბექაური

86.   ბ-ნი ადიკო ბურჯანაძე

87.   ქ-ნი  აგრაფინა ელბაქიძე-ჯიოევა

88.   ბ-ნი ნუგზარ ბუთხუზი

89.   ბ-ნი ხვთისო ჯაფიაშვილი

90.   ბ-ნი კობა გაგუა

91.   ბ-ნი ალექსანდრე გეგელია

92.   ქ-ნი ირინა დალაქიშვილი-ბარსეგიანი

93.   ბ-ნი თეიმურაზ არაბიანი

94.   ბ-ნი ალბერტ თურქია

95.   ბ-ნი თამაზ გალდავა

96.   ბ-ნი დათა მარგიანი

97.   ბ-ნი ალექსანდრე მიკირტუმოვი

98.   ბ-ნი ზაურ კვარაცხელია

99.   ბ-ნი მანუჩარ გაფრინდაშვილი