„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33(40), 1999 წელი, მუხ. 167) 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 77. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს სსრ 1977 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1977 წლის დეკემბერი, მუხ. 184).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით დამცავი ზონების დადგენამდე მოქმედებს „ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №68 დადგენილების სათანადო დებულებები და საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც დადგენილია ცალკეული ქალაქების, უძრავი ძეგლებისა და არქეოლოგიური ობიექტების დამცავი ზონები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 22 დეკემბერი.
№2406–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2406. სარეგისტრაციო კოდი — 450.040.000.05.001.002.055.
- სად არის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2406, 22.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.05.001.002.055 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27916/