აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვისას, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, შეძენილი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 30 მარტი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვისას, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, შეძენილი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 120-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 8 დეკემბრის №669  დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვისას, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 10 (ათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, შეძენილი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის; აუქციონის ფორმით პირობით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ სარგებლობის უფლებით ქონების გაცემის შესახებ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №5 დადგენილება და „აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული  აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №15 დადგენილება.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
საქართველო

აბაშის მუნიციპალიტეტი

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

№ --------

ქ. აბაშა                                                                                              201----   წლის-------------

                                 

ეძლევა ____________________________________________________________________________                                   

    (სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა და დასახლება, სარეგისტრაციო ნომერი, მისამართი, წარმომადგენლის სახელი,

__________________________________________________________________________________________

გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი,   იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი,

 

_________________________________________________________________________________________

(ფიზიკური პირის შემთხვევაში)

 

 

მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა____________________________________________________

    (ქონების დასახელება, საკადასტრო კოდი,  მისამართი, დაშენებისა და სასარგებლო ფართები, 

__________________________________________________________________________________         

 საჭიროების შემთხვევაში - სხვა მონაცემები)

____________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________

 

საფუძველი: _____________________________________________________________________________

                       (გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № და თარიღი, ხელშეკრულების № და თარიღი, __________________________________________________________________________________________

შეძენილი ქონების  ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

____________________________________________________________________________________________________

მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო ერთი ეგზემპლარი გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან, შესაბამის ხელშეკრულებასთან და შეძენილი ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებილი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ინახება აბაშის მუნიციპლიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში.

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი: -----------------------            ----------------------------                                          

                                                           ( ხელმოწერა)                  (სახელი, გვარი)

                                         ბ.ა.