# საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ 1907 წლის კონვენცია

- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2794462/0
- წყარო: https://legali.ge/law/2794462/

> ეს არის  მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 3. ამ მიმართვისგან დამოუკიდებლად, ხელშემკვრელი მხარეები მიზანშეწონილად და სასურველად თვლიან, რომ ერთმა ან რამდენიმე მხარემ, რომელიც არ არის დავის მონაწილე, თავისი ინიციატივით შესთავაზოს დაპირისპირებულ მხ

მხარეებს, რომლებიც არ არიან დავის მონაწილეები, აქვთ უფლება კეთილი სამსახურის ან მედიაციის შეთავაზება საომარი მოქმედებების მიმდინარეობისასაც გააკეთონ.

ამ უფლების გამოყენება არასდროს უნდა ჩაითვალოს დავის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ, როგორც არამეგობრული ქმედებ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-3/](https://legali.ge/law/2794462/muxli-3/)

---

## მუხლი 7. თუ არ არსებობს შეთანხმება საწინააღმდეგოზე, მედიაცაზე დათანხმება ხელს არ უშლის, არ გადაავადებს და არ აბრკოლებს მობილიზაციას ან ომისთვის მოსამზადებელ სხვა ღონისძიებებს

თუ მედიაციას ადგილი აქვს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მიმდინარე სამხედრო ოპერაციები არ წყდებ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-7/](https://legali.ge/law/2794462/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რეკომენდაცია გაუწიონ სპეციალური მედიაციის შემდეგი სახით გამოყენებას, როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა:

იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სერიოზული უთანხმოება, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, თითოეული დაპირისპირებული მხარე ირჩევს სახელმწიფოს, რომელსაც ისინი აკისრებენ მისიას, პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეს მეორე მხარის მიერ არჩეულ სახელმწიფოსთან.

ამ მანდატის განმავლობაში, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც არსებობს სხვაგვარი შეთანხმება, დავის მონაწილე მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი პირდაპირი კომუნიკაციისგან დავის არსის თაობაზე, რაც ექსკლუზიურად მედიატორი მხარეებისთვისაა გადაცემული. ამ უკანასკნელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ დავის მოსაგვარებლად.

მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, მედიატორ მხარეებს ეკისრებათ ერთობლივი ამოცანა, ისარგებლონ ნებისმიერი შემთხვევით, რათა აღდგეს მშვიდობა.

ნაწილი III. საერთაშორისო საგამოძიებო კომისიე

[https://legali.ge/law/2794462/muxli-8/](https://legali.ge/law/2794462/muxli-8/)

---

## მუხლი 9. საერთაშორისო ხასიათის დავებში, რომლებიც არც ღირსებას და არც სასიცოცხლო ინტერესებს არ ეხება, და რომლებიც წარმოშობილია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული უთანხმოების საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები



[https://legali.ge/law/2794462/muxli-9/](https://legali.ge/law/2794462/muxli-9/)

---

## მუხლი 10. საერთაშორისო საგამოძიებო კომისიები იქმნება დავის მონაწილე მხარეთა შორის სპეციალური შეთანხმებით

საგამოძიებო შეთანხმება განსაზღვრავს შესამოწმებელ ფაქტებს; ის განსაზღვრავს კომისიის ჩამოყალიბების წესსა და დროს და კომისიონერების უფლებამოსილების საზღვრებს.

თუ ამის საჭიროება არსებობს, ის ასევე განსაზღვრავს იმას, თუ სად უნდა იყოს კომისიის ადგილსამყოფელი, და შესაძლოა თუ არა მისი სხვა ადგილას გადატანა, თუ რომელი ენა უნდა გამოიყენოს კომისიამ და რომელი ენების გამოყენებაა მის წინაშე ნებადართული; ის ამასთანავე განსაზღვრავს თარიღს, როდესაც თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს განცხადება ფაქტების შესახებ, და, ზოგადად, ყველა იმ პირობას, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ.

თუ მხარეები საჭიროდ ჩათვლიან დანიშნონ შემფასებლები, საგამოძიებო შეთანხმებამ უნდა განსაზღვროს მათი შერჩევის წესი და მათი უფლებამოსილების საზღვრებ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-10/](https://legali.ge/law/2794462/muxli-10/)

---

## მუხლი 11. თუ საგამოძიებო შეთანხმება არ განსაზღვრავს კომისიის ადგილსამყოფელს, მაშინ ის განთავსდება ჰააგაში

შეხვედრის ადგილის დადგენის შემდეგ, კომისიას არ შეუძლია მისი შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება მხარეთა თანხმობით.

თუ საგამოძიებო შეთანხმება არ განსაზღვრავს, რომელი ენები უნდა იქნეს გამოყენებული, ამ საკითხს გადაწყვეტს კომისი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-11/](https://legali.ge/law/2794462/muxli-11/)

---

## მუხლი 14. მხარეებს შეუძლიათ დანიშნონ სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც თვალყურს მიადევნებენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას, და რომელთა მოვალეობაა, წარმოადგინონ მხარეები და იმოქმედონ, როგორც შუამავლებმა მხარეე

მათ ასევე აქვთ უფლება, დანიშნონ მათივე შერჩეული მრჩევლები ან ადვოკატები, რომლებიც წარმოაჩენენ მათ საქმეს და დაიცავენ მათ ინტერესებს კომისიის წინაშ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-14/](https://legali.ge/law/2794462/muxli-14/)

---

## მუხლი 16. თუ კომისიის შეხვედრა არ არის ჰააგაში, კომისია ნიშნავს გენერალურ მდივანს, ვისი ოფისიც გამოიყენება როგორც სამდივნო

სამდივნოს ფუნქციაა, პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ, მიიღოს საჭირო ზომები კომისიის სხდომების ჩასატარებლად, ოქმების მოსამზადებლად და გამოძიების მანძილზე არქივის საწარმოებლად, რომელიც შემდგომში ჰააგის საერთაშორისო ბიუროს უნდა გადაეცე

[https://legali.ge/law/2794462/muxli-16/](https://legali.ge/law/2794462/muxli-16/)

---

## მუხლი 19. გამოძიებისას მოსმენილ უნდა იქნეს ორივე მხარის პოზიციები

დადგენილ თარიღებზე, თითოეული მხარე კომისიას და მეორე მხარეს მიაწვდის განცხადებას ფაქტების თაობაზე, თუ ასეთი არსებობს, და ყველა შემთხვევაში იმ ინსტრუმენტებს, საბუთებსა და დოკუმენტებს, რასაც ის თვლის სიმართლის დადგენისთვის გამოსადეგად, ისევე, როგორც იმ მოწმეთა და ექსპერტთა სიას, რომელთა ჩვენებების მოსმენაც მას სურ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-19/](https://legali.ge/law/2794462/muxli-19/)

---

## მუხლი 20. კომისიას აქვს უფლება, მხარეების თანხმობით, დროებით გადაინაცვლოს ნებისმიერ ადგილას, როდესაც ის თვლის, რომ ხელსაყრელი იქნება გამოძიების ამ საშუალებისთვის მიმართვა, ან გაგზავნოს თავისი ერთი ან რამდენიმე 



[https://legali.ge/law/2794462/muxli-20/](https://legali.ge/law/2794462/muxli-20/)

---

## მუხლი 23. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რაც შეიძლება სრულად უზრუნველყონ საგამოძიებო კომისია ყველა იმ საშუალებითა და პირობებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ კომისია სრულად გაეცნოს განსახილველ ფაქტებს და სწორად გაი

ისინი იღებენ ვალდებულებას, გამოიყენონ საკუთარი შიდა კანონმდებლობით გათვალიწინებული, მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები იმ მოწმეთა ან ექსპერტთა გამოცხადების უზრუნველსაყოფად, რომლებიც იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე და დაბარებულნი არიან კომისიის წინაშე.

თუ მოწმეებს ან ექსპერტებს არ შეუძლიათ კომისიის წინაშე გამოცხადება, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მათ ჩვენება მისცენ თავისი ქვეყნის სათანადო თანამდებობის პირების წინაშ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-23/](https://legali.ge/law/2794462/muxli-23/)

---

## მუხლი 24. ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომელიც კომისიის მიერ უნდა ჩაბარდეს მესამე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, კომისიამ პირდაპირ ამ მხარის მთავრობას უნდა მიმართოს. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც

ამ მიზნით მიღებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმდენად, რამდენადაც მხარეს ამის შიდა კანონმდებლობით ნებადართული საშუალება აქვს. მოთხოვნაზე უარი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე თვლის, რომ მოთხოვნები დაარღვევს მის სუვერენულ უფლებებს ან მის უსაფრთხოებას.

ამავენაირად, კომისიას ყოველთვის ექნება უფლება იმოქმედოს იმ სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის ტერიტორიაზეც არის მისი ადგილსამყოფელ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-24/](https://legali.ge/law/2794462/muxli-24/)

---

## მუხლი 25. მოწმეების და ექსპერტების დაბარება ხდება მხარეთა მოთხოვნით ან თავად კომისიის ინიციატივით, და ყველა შემთხვევაში იმ სახელმწიფოს მთავრობის მეშვეობით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან

მოწმეთა მოსმენა ხდება თანმიმდევრულად და ცალ-ცალკე, წარმომადგენლებისა და მრჩევლების თანდასწრებით, და კომისიის მიერ დაწესებული თანმიმდევრობი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-25/](https://legali.ge/law/2794462/muxli-25/)

---

## მუხლი 26. მოწმეთა დაკითხვა წარიმართება პრეზიდენტის მიერ

თუმცა, კომისიის წევრებს შეუძლიათ თითოეულ მოწმეს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც, მათი აზრით, ნათელს მოჰფენს და სრულყოფს მათ ჩვენებას, ან მოიპოვონ მოწმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია იმ ფარგლებში, რაც საჭიროა სიმართლის დასადგენად.

მხარეთა წარმომადგენლებმა და მრჩევლებმა არ უნდა შეაჩერონ მოწმე, როდესაც ის თავის ჩვენებას იძლევა, მათ არც პირდაპირი შეკითხვის დასმის უფლება აქვთ; თუმცა, მათ შეუძლიათ სთხოვონ პრეზიდენტს, მოწმეს ისეთი დამატებითი შეკითხვა დაუსვას, რასაც ისინი მიზანშეწონილად თვლია

[https://legali.ge/law/2794462/muxli-26/](https://legali.ge/law/2794462/muxli-26/)

---

## მუხლი 38. სამართლებრივი ხასიათის საკითხებში, და განსაკუთრებით საერთაშორისო კონვენციების ინტერპრეტაციასა ან გამოყენებაში, ხელშემკვრელი მხარეების მიერ არბიტრაჟი მიჩნეულია, როგორც ყველაზე ეფექტური და ამასთანავე ყვ

_თავი I — არბიტრაჟის სისტემა_

შესაბამისად, სასურველი იქნებოდა, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში, ხელშემკვრელმა მხარეებმა მიმართონ არბიტრაჟს იმდენად, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-38/](https://legali.ge/law/2794462/muxli-38/)

---

## მუხლი 40. ზოგადი და კერძო ხელშეკრულებებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც კონკრეტულად ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეების მიერ არბიტრაჟისთვის სავალდებულო მიმართვას, აღნიშნული მხარეები იტოვებენ უფლებას დადონ ახალი შ

_თავი I — არბიტრაჟის სისტემა_

თავი II. არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-40/](https://legali.ge/law/2794462/muxli-40/)

---

## მუხლი 41. იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს იმ საერთაშორისო უთანხმოებების არბიტრაჟში დაუყოვნებლივ მიმართვას, რომელთა მოგვარება დიპლომატიური გზებით ვერ მოხერხდა, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ შეინარჩუ

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_



[https://legali.ge/law/2794462/muxli-41/](https://legali.ge/law/2794462/muxli-41/)

---

## მუხლი 43. მუდმივმოქმედი სასამართლოს ადგილსამყოფელია ჰააგა

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_

საერთაშორისო ბიურო სასამართლოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. ის არის სასამართლოს შეხვედრებთან დაკავშირებული კომუნიკაციების არხი; მას ეკისრება არქივის წარმოება და ახორციელებს ყოველგვარ ადმინისტრაციულ საქმიანობას.

ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ ბიუროს მათ შორის მიღწეული საარბიტრაჟო პირობების დამოწმებული ასლი და სპეციალური ტრიბუნალის მიერ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები, რომელიც მათ ეხებათ.

ისინი ასევე იღებენ ვალდებულებას ბიუროს მიაწოდონ კანონები, რეგულაციები და დოკუმენტები, რომელიც საბოლოოდ ადასტურებს სასამართლოს მიერ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება

[https://legali.ge/law/2794462/muxli-43/](https://legali.ge/law/2794462/muxli-43/)

---

## მუხლი 44. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ირჩევს არა უმეტეს 4 პირს, რომელსაც აქვს აღიარებული კომპეტენცია საერთაშორისო სამართლის საკითხებში, არის უმაღლესი მორალური რეპუტაციის მქონე და შეუძლია არბიტრის მოვალეობების შ

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_

ამგვარად არჩეული პირები სასამართლოს წევრებად შეიტანებიან სიაში, რომელიც ბიუროს მიერ გადაეგზავნება ყველა ხელშემკვრელ მხარეს.

ბიურო ხელშემკვრელ მხარეებს აცნობებს არბიტრთა სიაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.

ორი ან მეტი მხარე შესაძლოა შეთანხმდეს ერთი ან რამდენიმე საერთო წევრის არჩევაზე.

ერთი და იგივე პირი შესაძლოა არჩეულ იქნეს სხვადასხვა მხარის მიერ. სასამართლოს წევრები ინიშნებიან 6 წლის ვადით. ეს დანიშვნები განახლებადია.

თუ სასამართლოს წევრი გარდაიცვლება ან გადადგება, ვაკანსიის შესავსებად გამოიყენება იგივე პროცედურა, რომლითაც ამ პირის დანიშნვა მოხდა. ამ შემთხვევაში, დანიშვნა ხდება ახალი 6-წლიანი პერიოდი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-44/](https://legali.ge/law/2794462/muxli-44/)

---

## მუხლი 45. როდესაც ხელშემკვრელ მხარეებს სურთ მიმართონ მუდმივმოქმედ სასამართლოს მათ შორის წარმოშობილი უთანხმოების გადასაწყვეტად, არბიტრები, რომლებიც აყალიბებენ ამ უთანხმოების გადაწყვეტაზე იურისდიქციის მქონე ტრიბუ

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_

თუ მხარეები ვერ მიაღწევენ პირდაპირ შეთანხმებას საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობის თაობაზე, გამოიყენება შემდეგი მსვლელობა:

თითოეული მხარე ნიშნავს ორ არბიტრს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ამ ქვეყნის ეროვნების მქონე ან შერჩეული იყოს იმ პირებიდან, რომელიც მის მიერ არიან არჩეული მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებად. ეს არბიტრები ერთად ირჩევენ სუპერარბიტრს.

თუ ხმები გაიყოფა, სუპერარბიტრის არჩევა მიენდობა მესამე სახელმწიფოს, რომელიც შეირჩევა მხარეთა შეთანხმებით.

თუ ამ საკითხზე შეთანხმება არ მიიღწევა, თითოეული მხარე ირჩევს სხვადასხვა სახელმწიფოს, და სუპერარბიტრის არჩევა ხდება ამ შერჩეულ სახელმწიფოთა შეთანხმებით.

თუ ორი თვის ვადაში ეს ორი შერჩეული სახელმწიფო ვერ მიაღწევს შეთანხმებას, თითოეული მათგანი წარმოადგენს მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრთა სიიდან არჩეულ ორ კანდიდატს, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც მხარეთა მიერ იქნენ არჩეული ან არიან რომელიმე მხარის ეროვნების მქონე. ამგვარად წარდგენილი კანდიდატებიდან სუპერარბიტრი წილისყრით განისაზღვრებ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-45/](https://legali.ge/law/2794462/muxli-45/)

---

## მუხლი 46. ტრიბუნალის ამრიგად შექმნის შემდეგ, მხარეები ბიუროს ატყობინენ თავის განზრახვას მიმართონ სასამართლოს, აწვდიან თავისი კომპრომისების ტექსტებსა და არბიტრთა სახელებს

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_

ბიურო, თითოეულ არბიტრს, დაყოვნების გარეშე აწვდის კომპრომისსა და ტრიბუნალის სხვა წევრების სახელებს.

ტრიბუნალი იკრიბება მხარეთა მიერ განსაზღვრულ დღეს. ბიურო ატარებს შეხვედრისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.

ტრიბუნალის წევრები, თავისი მოვალეობების განხორციელებისას და თავისი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ ყოფნისას, სარგებლობენ დიპლომატიური პრივილიეგიებითა და იმუნიტეტი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-46/](https://legali.ge/law/2794462/muxli-46/)

---

## მუხლი 47. ბიურო უფლებამოსილია გადასცეს თავისი ოფისები და მომსახურე პერსონალი ხელშემკვრელ მხარეებს, ნებისმიერი სპეციალური საარბიტრაჟო კოლეგიის მიერ გამოყენებისთვის

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_

მუდმივმოქმედი სასამართლოს იურისდიქცია, რეგულაციებით მოცემული პირობების დაცვით, შეიძლება გავრცელდეს არახელშემკვრელ მხარეებს ან ხელშემკვრელ და არახელშემკვრელ მხარეებს შორის არსებულ დავებზე, თუ მხარეები თანახმანი არიან მიმართონ ამ ტრიბუნალ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-47/](https://legali.ge/law/2794462/muxli-47/)

---

## მუხლი 48. ხელშემკვრელი მხარეები თავის მოვალეობად მიიჩნევენ, იმ შემთხვევაში, თუ იქმნება ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის სერიოზული დავის წარმოშობის საფრთხე, ამ უკანასკნელთ შეახსენონ, რომ მუდმივმოქმედი სასამართ

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_

შესაბამისად, ისინი აცხადებენ, რომ უთანხმოებაში მყოფი მხარეებისათვის ამ კონვენციის დებულებების შეხსენების ფაქტი და მათთვის მიცემული რჩევა, მშვიდობის უმაღლესი ინტერესებისთვის მიმართონ მუდმივმოქმედ სასამართლოს, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მხოლოდ მეგობრული ქმედებები.

ორ მხარეს შორის დავის შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანს ყოველთვის შეუძლია მიმართოს საერთაშორისო ბიუროს ნოტით, რომელიც შეიცავს განცხადებას იმაზე, რომ ის იქნებოდა მზად დავა არბიტრაჟში წარედგინა.

ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს განცხადების შესახე

[https://legali.ge/law/2794462/muxli-48/](https://legali.ge/law/2794462/muxli-48/)

---

## მუხლი 49. მუდმივმოქმედი ადმინისტრაციული საბჭო, რომელიც შედგება ხელშემკვრელი მხარეების ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლებისგან და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელიც იმოქმედებს, როგ

_თავი II — არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო_

საბჭო ადგენს თავის პროცედურულ წესებსა და სხვა აუცილებელ რეგულაციებს.

ის წყვეტს ყველა ადმინისტრაციულ საკითხს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

ის მთლიანად აკონტროლებს ოფიციალური პირებისა და ბიუროს პერსონალის დანიშვნის, შეჩერების ან გათავისუფლების საკითხებს.

ის განსაზღვრავს გადასახდელებსა და ხელფასებს და აკონტროლებს ზოგად ხარჯებს.

სათანადო წესით მოწვეულ სხდომებზე, კანონიერი ძალის მქონე საბჭოს დისკუსიების ჩასატარებლად საკმარისია 9 წევრის  დასწრება. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

საბჭო დაუყოვნებლივ ატყობინებს ხელშემკვრელ მხარეებს მის მიერ მიღებული რეგულაციების შესახებ. ის მათ წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სასამართლოს თანამშრომლების, ადმინისტრაციის მუშაობის და დანახარჯის შესახებ. ანგარიში ასევე შეიცავს რეზუმეს იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი მხარეების მიერ 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფების შესაბამისად ბიუროსთვის მიწოდებულ დოკუმენტებშ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-49/](https://legali.ge/law/2794462/muxli-49/)

---

## მუხლი 52. მხარეები, რომლებმაც მიმართეს არბიტრაჟს, ხელს აწერენ კომპრომისს, რომელშიც  ცხადად არის განსაზღვრული დავის საგანი, არბიტრთა დანიშვნისთვის ნებადართული დრო, ფორმა, წესრიგი და დრო, რის შესაბამისადაც უნდა გ

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

კომპრომისი ასევე განსაზღვრავს, თუ ეს შესაძლებელია, არბიტრთა დანიშვნის წესს, ნებისმიერ სპეციალურ უფლებამოსილებას, რომელიც საბოლოოდ ტრიბუნალს შეიძლება ეკუთვნოდეს, როდესაც ის შეიკრიბება, ენას, რომელსაც ის გამოიყენებს, და ასევე ენებს, რომელთა გამოყენებაც ნებადართული იქნება მის წინაშე და, ზოგადად, ყველა პირობას, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნე

[https://legali.ge/law/2794462/muxli-52/](https://legali.ge/law/2794462/muxli-52/)

---

## მუხლი 53. მუდმივმოქმედი სასამართლო უფლებამოსილია შეადგინოს კომპრომისი, თუ მხარეები შეთანხმდნენ მისთვის ამ მიზნით მიემართათ

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

მსგავსად ამისა, ის უფლებამოსილია მაშინაც კი, თუ მოთხოვნა მხოლოდ ერთი მხარის მიერ გაკეთდა, როცა ყველა მცდელობა დიპლომატიური არხებით მიღწეულიყო შეთანხმება დასრულდა უშედეგოდ, იმ შემთხვევაში, როცა:

1)   დავა გათვალისწინებულია ზოგადი საარბიტრაჟო ხელშეკრულებით, რომელიც დადებული ან განახლებულია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც კომპრომისს ყველა დავის შემთხვევაში ითვალისწინებს და რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას შეადგინოს კომპრომისი. თუმცა, სასამართლოსთვის მიმართვა არ შეიძლება, თუ მეორე მხარე აცხადებს, რომ მისი აზრით დავა არ განეკუთვნება იმ კატეგორიის დავებს, რომლებიც განსახილველად შეიძლება გადაეცეს სავალდებულო არბიტრაჟს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადი საარბიტრაჟო ხელშეკრულება საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ აძლევს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს ეს წინასწარი საკითხი.

2)   დავა წარმოშობილია სახელშეკრულებო ვალიდან, რომელსაც ერთი მხარე ითხოვს მეორე მხარისგან, როგორც თავისი მოქალაქეების კუთვნილებას, და რომლის გადასაწყვეტად, არბიტრაჟის დაწყებასთან დაკავშირებული ოფერტი აქცეპტირებულია. მსგავსი რამ არ მოქმედებს, თუ აქცეპტი ეფუძნება იმ პირობას, რომ კომპრომისი უნდა შედგეს სხვა რომელიმე გზი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-53/](https://legali.ge/law/2794462/muxli-53/)

---

## მუხლი 55. არბიტრის მოვალეობები შეიძლება დაკისრებულ იქნეს ერთ არბიტრზე ან რამოდენიმე არბიტრზე, რომლებიც არჩეულია მხარეთა მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ, ან წინამდებარე კონვენციით დაარსებული მუდმივმოქმედი საარბიტ

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

თუ ტრიბუნალის შექმნა ვერ ხერხდება მხარეთა შორის პირდაპირი შეთანხმებით, გამოყენებულ უნდა იქნეს წესი, რომელიც გათვალისწინებულია 45-ე მუხლის მე-3-დან მე-6 პარაგრაფამდ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-55/](https://legali.ge/law/2794462/muxli-55/)

---

## მუხლი 60. ტრიბუნალი სხდომებს მართავს ჰააგაში, თუ სხვა ადგილი არ არის არჩეული მხარეთა მიერ

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხდომის გამართვა ტრიბუნალს შეუძლია მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში.

შეხვედრის ადგილის დადგენის შემდეგ, ტრიბუნალს არ შეუძლია მისი შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხდება მხარეთა თანხმობი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-60/](https://legali.ge/law/2794462/muxli-60/)

---

## მუხლი 62. მხარეები უფლებამოსილნი არიან დანიშნონ სპეციალური წარმომადგენლები, რომელებიც დაესწრებიან ტრიბუნალის სხდომებს და იმოქმედებენ მხარეთა და ტრიბუნალს შორის შუამავალად

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

გარდა ამისა, ტრიბუნალის წინაშე თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, მხარეები უფლებამოსილნი არიან ჰყავდეთ მრჩევლები ან ადვოკატები, რომლებიც მათ მიერ ამ მიზნით არიან დანიშნულნი.

მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებს არ შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც წარმომადგენლებმა, მრჩევლებმა ან ადვოკატებმა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მოქმედებენ იმ ხელშემკვრელი მხარის სახელით, რომელმაც ისინი დანიშნა სასამართლოს წევრება

[https://legali.ge/law/2794462/muxli-62/](https://legali.ge/law/2794462/muxli-62/)

---

## მუხლი 63. როგორც ზოგადი წესი, საარბიტრაჟო პროცესი მოიცავს 2 განსხვავებულ ფაზას: წინასწარ წერილობით წარმოებასა და ზეპირ განხილვას

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

წინასწარი წერილობითი წარმოება შედგება შესაბამისი წარმომადგენლების მიერ ტრიბუნალის წევრებისთვის და მოწინააღმდეგე მხარისთვის მემორიალების და საპასუხო მემორიალების, და თუ საჭირო გახდა შეპასუხებების, მიწოდებისგან. მხარეები აღნიშნულს თან ურთავენ ყველა საბუთსა და დოკუმენტს, რომლებიც მოთხოვნილია საქმეში. ეს მიწოდება უნდა განხორციელდეს პირდაპირ ან საერთაშორისო ბიუროს შუამავლობით, კომრომისით დადგენილი წესით და ვადაში.

კომპრომისით დადგენელი ვადა შეიძლება გაიზარდოს მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით, ან ტრიბუნალის მიერ, როდესაც ეს უკანასკნელი ამას აუცილებლად თვლის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ზეპირი განხილვა შედგება ტრიბუნალის წინაშე მხარეთა არგუმენტების ზეპირი ფორმით განვითარებისგა

[https://legali.ge/law/2794462/muxli-63/](https://legali.ge/law/2794462/muxli-63/)

---

## მუხლი 66. ზეპირ განხილვებს აკონტროლებს პრეზიდენტი. ისინი საჯაროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალმა მხარეთა თანხმობით ასე გადაწყვიტა

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

ისინი შეიტანება ოქმში, რომელიც შედგენილია პრეზიდენტის მიერ დანიშნული მდივნების მიერ. ეს ოქმები ხელმოწერილია პრეზიდენტის და ერთ-ერთი მდივნის მიერ და მხოლოდ მათ აქვთ ავთენტური ხასიათ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-66/](https://legali.ge/law/2794462/muxli-66/)

---

## მუხლი 68. ტრიბუნალი თავისუფალია განსახილველად მიიღოს ახალი საბუთები და დოკუმენტები, რომლებზეც ტრიბუნალს ყურადღება შეიძლება გაამახვილებინონ მხარეთა წარმომადგენლებმა ან მრჩევლებმა

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

ასეთ შემთხვევაში, ტრიბუნალს აქვს უფლება მოითხოვოს ამ საბუთების და დოკუმენტების წარდგენა, მაგრამ ვალდებულია გააცნოს ისინი მოწინააღმდეგე მხარე

[https://legali.ge/law/2794462/muxli-68/](https://legali.ge/law/2794462/muxli-68/)

---

## მუხლი 72. ტრიბუნალის წევრები უფლებამოსილნი არიან მხარეთა წარმომადგენლებს და მრჩევლებს დაუსვან შეკითხვები და სთხოვონ საეჭვო საკითხებზე ახსნა-განმარტება

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

ზეპირი განხილვის დროს ტრიბუნალის წევრის არც დასმული კითხვა და არც გაკეთებული შენიშვნა არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ტრიბუნალის საერთო მოსაზრება ან როგორც მისი ცალკეული წევრის მოსაზრებ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-72/](https://legali.ge/law/2794462/muxli-72/)

---

## მუხლი 76. ყველა იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განხორციელდეს მესამე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ტრიბუნალმა უნდა მიმართოს პირდაპირ ამ სახელმწიფოს მთავრობას. იმავე წესი გამოიყენება, როდესაც ნა

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

ამ მიზნით განხორციელებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმდენად, რამდენადაც მხარის ხელთ არსებული საშუალებები ამის შესაძლებლობას იძლევა და მათი გამოყენება შეესაბამება მის შიდა კანონმდებლობას. მოთხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ისინი გათვლილია მისი სუვერენული უფლებების ან უსაფრთხოების ზიანსაყოფად.

ამავენაირად, სასამართლო ყოველთვის იქნება უფლებამოსილი იმოქმედოს იმ სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის ტერიტორიაზეც ის  მართავს სხდომებ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-76/](https://legali.ge/law/2794462/muxli-76/)

---

## მუხლი 83. მხარეებს შეუძლიათ კომპრომისში შეინარჩუნონ უფლება მოითხოვონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვა

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

ასეთ შემთხვევაში და თუ არ არსებობს საწინააღმდეგო შეთანხმება, ეს მოთხოვნა უნდა წარედგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამომტან ტრიბუნალს. ეს შეიძლება განხორციელდეს იმ საფუძვლით, რომ აღმოჩენილია ახალი ფაქტი, რომელიც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მას გადამწყვეტი გავლენა ექნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე, და რომელიც უცნობი იყო ტრიბუნალისთვის და მხარისთვის, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვას ზეპირი განხილვის დამთავრების შემდეგ.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებული წარმოება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რომელიც ცხადად ასახავს ახალი ფაქტის არსებობას და აცხადებს, რომ ახალ ფაქტს აქვს წინა პარაგრაფში აღწერილი მახასიათებლები და ამ საფუძვლით მოთხოვნას ცნობს დასაშვებად.

კომპრომისი ადგენს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც  უნდა გაკეთდეს გადახედვის მოთხოვნ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-83/](https://legali.ge/law/2794462/muxli-83/)

---

## მუხლი 84. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ დავის მონაწილე მხარეებისთვის

_თავი III — საარბიტრაჟო პროცესი_

როცა საკითხი ეხება კონვენციის განმარტებას, რომლის წევრებიც, გარდა დავის მონაწილე მხარეებისა,  არიან სხვა სახელმწიფოები, მათ გონივრულ ვადაში უნდა შეატყობინონ ყველა ხელმომწერ მხარეს ამის შესახებ. თითოეული ეს მხარე უფლებამოსილია ჩაერთოს საქმეში. თუ ერთი ან მეტი მხარე იყენებს ამ უფლებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არსებული განმარტება თანაბრად სავალდებულოა მათთვი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-84/](https://legali.ge/law/2794462/muxli-84/)

---

## მუხლი 86. საარბიტრაჟო სისტემის მუშაობის დახმარების მიზნით, იმ დავებზე, რომლებიც მიმდინარეობს გამარტივებული წარმოებით, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ შემდეგ წესებს, რომლებიც დაცულ უნდა იქნეს, სხვა შეთანხმებების არ

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_



[https://legali.ge/law/2794462/muxli-86/](https://legali.ge/law/2794462/muxli-86/)

---

## მუხლი 87. დავის თითოეული მხარე ნიშნავს არბიტრს. ამრიგად არჩეული ეს 2 არბიტრი ირჩევს სუპერარბიტრს. თუ ისინი ამაზე ვერ თანხმდებიან,  თითოეული მათგანი წამოაყენებს ორ კანდიტატს მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრთა საერ

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_

სუპერარბიტრი თავმჯდომარეობს ტრიბუნალს, რომელსაც თავისი გადაწყვეტილება გამოაქვს ხმათა უმრავლესობი

[https://legali.ge/law/2794462/muxli-87/](https://legali.ge/law/2794462/muxli-87/)

---

## მუხლი 90. წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ წერილობით. თუმცა, თითოეული მხარე უფლებამოსილია ითხოვოს მოწმეთა და ექსპერტთა დაბარება. ტრიბუნალს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს ზეპირი ახსნა-განმარტება ორივე მხარის წა

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_

ნაწილი V. დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/2794462/muxli-90/](https://legali.ge/law/2794462/muxli-90/)

---

## მუხლი 92. წინამდებარე კონვენცია რატიფიცირებულ უნდა იქნეს რაც შეიძლება მალე

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_

რატიფიკაციები დეპონირებულ უნდა იქნეს ჰააგაში.

რატიფიკაციების პირველი დეპონირება ჩანიშნულ უნდა იქნეს მონაწილე მხარეთა წარმომადგენლებისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილ ოქმში.

რატიფიკაციების მომდევნო დეპონირებები უნდა განხორციელდეს ნიდერლანდების მთავრობისთვის წერილობითი შეტყობინებით, რომელსაც თან ახლავს სარატიფიკაციო სიგელი.

პირველ რატიფიკაციასთან დაკავშირებული ოქმის სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელიც შეეხება წინა პარაგრაფში აღნიშნულ შეტყობინებებს, და სარატიფიკაციო სიგელი, ნიდერლანდების მთავრობის მიერ, დიპლომატიური არხებით, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს იმ მხარეებს, რომლებიც მოწვეულნი არიან მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე, ისევე როგორც იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მიუერთდნენ კონვენციას. წინა პარაგრაფით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღნიშნულმა მთავრობამ მხარეებს იმავდროულად უნდა აცნობოს შეტყობინების მიღების თარიღ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-92/](https://legali.ge/law/2794462/muxli-92/)

---

## მუხლი 93. არახელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც მოწვეულნი არიან მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე, შეუძლიათ მიუერთდნენ წინამდებარე კონვენციას

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_

სახელმწიფოს, რომელსაც სურს მიერთება, წერილობით ატყობინებს თავის განზრახვას ნიდერლანდების მთავრობას, და უგზავნის მიერთების აქტს, რომელიც დეპონირდება აღნიშნული მთავრობის არქივებში.

ამ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე მოწვეულ ყველა სხვა სახელმწიფოს ამ შეტყობინების სათანადოდ დამოწმებული ასლი, ისევე როგორც მიერთების აქტი, შეტყობინების მიღების თარიღის მითითები

[https://legali.ge/law/2794462/muxli-93/](https://legali.ge/law/2794462/muxli-93/)

---

## მუხლი 95. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ მონაწილეობდნენ პირველი რატიფიკაციების დეპონირებაში, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ დეპონირების ოქმის შედგენის თარიღიდან 60 დღის შემდეგ, და იმ სახელმ

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_



[https://legali.ge/law/2794462/muxli-95/](https://legali.ge/law/2794462/muxli-95/)

---

## მუხლი 96. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს სურს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია, დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის შეტყობინები

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_

დენონსაციას ძალა ექნება მხოლოდ შეტყობინების გამგზავნი მხარის მიმართ, ნიდერლანდების მთავრობის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდე

[https://legali.ge/law/2794462/muxli-96/](https://legali.ge/law/2794462/muxli-96/)

---

## მუხლი 97. რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო, უნდა შეიცავდეს სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღს, განხორციელებულს 92-ე მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფების შესაბამისად, ისევ

_თავი IV — გამარტივებული საარბიტრაჟო წარმოება_

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ამ რეესტრზე და მიიღოს სათანადოდ დამოწმებული ამონარიდები.

ყოველივე ამის რწმენით, მხარეთა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა თავისი ხელმოწერები დაიტანეს წინამდებარე კონვენციაზე.

შესრულებულია ჰააგაში, 1907 წლის 18 ოქტომბერს, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დარჩება დეპონირებული ნიდერლანდების მთავრობის არქივებში და სათანადოდ დამოწმებული ასლები დიპლომატიური არხებით დაეგზავნება ხელშემკვრელ მხარეებ

[https://legali.ge/law/2794462/muxli-97/](https://legali.ge/law/2794462/muxli-97/)
