⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.03.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2015
ძალის დაკარგვა 28.03.2018
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,701 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2015 მიღება
28.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 30 მარტი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს     ახალციხის     მუნიციპალიტეტის     გამგეობის     ინფრასტრუქტურის,   სივრცითი    მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის     ინფრასტრუქტურის,     სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №17 დადგენილება (ვებგვერდი,24/07/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016146). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში   –  გამგეობის) ინფრასტრუქტურის,   სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურის  და  ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში  –  სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით–ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, არქიტექტურულ­სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, გარე რეკლამის  განთავსების,  გარე ვაჭრობის, კეთილმოწყობის  წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსის“,  საქართველოში მოქმედი  ნორმატიული აქტების,  გამგეობის   დებულების და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია  ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის №2. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების უფროსების და დარგის სპეციალისტებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება; ბ) არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილება; 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების სპეციალისტებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის   უფლებამოსილებები  განისაზღვრება  წინამდებარე  დებულებით. 2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი  თვითმმართველობის   მოხელე,  რომელსაც   თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის  სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს    სტრუქტურული  ერთეულის    საქმიანობას    და    პასუხისმგებელია    ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით:სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს,   წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული  ერთეულის  მიერ  გაწეული  სამუშაოს შესახებ; ვ) ანგარიშვალდებულია გამგებელის წინაშე. 4. გამგეობის  სტრუქტურული  ერთეულის  საქმიანობაზე  სამსახურებრივ  ზედამხედველობას  ახორციელებენ გამგებელი და გამგებლის მოადგილეები. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით, გამგეობის დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით. 2. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლებამოვალეობები განისაზღვრება „საჯარო  სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და  წინამდებარე დებულებით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად  მოითხოვოს და მიიღოს   ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი   პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ე) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრემია და   სხვა დანამატები; ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; თ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა და მუნიციპალიტეტის    სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის  დავალებები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი  პერიოდულობით და  წესით, აგრეთვე   ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; თ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია; ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით  და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 6🔗.  სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების კონცეფციების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მოქმედი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო­ საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე პროექტების შემუშავებას; კ) შესრულებული  სამუშაოების  განხორციელებაზე  ტექნიკურ  ზედამხედველობასა  და შესაბამისი   მიღება ­ ჩაბარების აქტების მომზადებას; ლ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; მ) კოორდინირება მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე; ნ) მუნიციპალიტეტის  დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის  დაგეგმვა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მათ განსახორციელებლად საჭირო რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ო) დასახლებებში  ელექტროფიკაციის,  გაზმომარაგების,  კანალიზაციის,  წყალმომარაგების  სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, გარე  განათების  და სანიაღვრე  ქსელების ფუნქციონირებაზე ზედამხედველობა უფლებამოსილების  ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას; პ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია ­ განვითარების  პროგრამის  პროექტების მომზადება, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების  კოორდინაციას  და ზედამხედველობა; ჟ) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველობა; რ) არქიტექტურულ­ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა; ს) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად  მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად  შემსრულებლის  მიერ სამშენებლო  მასალების და კონსტრუქციების  ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების და შემოწმებების კონტროლი და ზედამხედველობა; ტ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 7🔗. ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება 1. ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა – გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება; გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის   პროექტის   შეთანხმების,   მშენებლობის   სანებართვო   მოწმობის   გაცემისა   და   მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ასევე შეთანხმებულ  პროექტში  ცვლილებისა  და კორექტირების  შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარსადგენად; დ) შენობა   –  ნაგებობის   ექსტერიერებისა   და  ინტერიერების   პროექტების  განხილვა,  ფერთა  შეთანხმება, ქალაქსა და დასახლებულ პუნქტებში არსებულ ობიექტებზე    განსათავსებელი    საინფორმაციო   დაფების,  აბრებისა  და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება; ე) შეთანხმებული  სამშენებლო  დოკუმენტის  შესაბამისად  შენობა – ნაგებობის  ვარგისად  აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული  აქტის პროექტის მომზადება; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით  შესაბამისი დოკუმენტაციის  განხილვა და ადმინისტრაციული  აქტის პროექტის მომზადება; ზ) ცალკეულ  მიწის ნაკვეთებსა და ინდივიდუალურ  საცხოვრებელ სახლებზე მისამართის მინიჭებისათვის საკითხის   განხილვა   და   ახალციხის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) სივრცით­ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება,და კომპეტენციის ფარგლებში სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის  პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) მიწათსარგებლობის  გენერალური  გეგმისა  და  განაშენიანების  რეგულირების  გეგმის  შედგენაში მონაწილეობის  მიღება  და  კოორდინირება; კ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას; ლ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის  მიზნით,  ყოველწლიურად   მუნიციპალიტეტში დაზიანებული  გზის  საფარის აღდგენის ღონისძიებათა  გეგმაგრაფიკის  შედგენაში მონაწილეობა  და შესრულების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე  გაფორმების  ელემენტების  (მონუმენტურ - დეკორატიული,  მცირე  არქიტექტურული  ფორმები,  გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა; ნ) ქალაქმშენებლობითი  კადასტრის შედგენის  პროცესში მონაწილეობის  მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად; ო) ახალციხის მუნიციპალიტეტში, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; პ) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კონპეტენციის ფარგლებში. მუხლი 8🔗. არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან; ბ) არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება-რეაგირება; გ) ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე /სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება,სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა–მოწესრიგება და სხვა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ–სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში; ე) არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით,  სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ვ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; ზ) დაგეგმილი აუცილებელი საგზაო სამუშაოების, შედგენილი თემში ყოველწლიურად დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შესრულებისას დაშვებული დარღვევების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; თ) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების   ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, და კანონმდებლობით გათალისწინებული წესით შემდგომი რეაგირება; ი) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა–დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათ აღკვეთასა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი; კ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო  ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი; ლ) ზედამხედველობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; მ) კომპეტენციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში მყარი ნარჩენების მართვაზე ზედამხედველობა; ნ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ , „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით“ და „ნარჩენების მართვის კოდექსით“  გათვალისწინებულ შემთხვევებში; ო) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება; პ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჟ) მიღებული კორესპოდენციის განხილვა, შესწავლა და შემდგომი რეაგირება; რ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება; მუხლი 9🔗. სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.