ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №21/2015
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შარაბიძე კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების
განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№21/2015
2015 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისა და შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების:
ა) საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ბ) საზღვრების, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების დაზუსტება, განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით.
მუხლი 2🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 3🔗
საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის:
ა) საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა;
ბ) საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის წარდგენის ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე- 40 დღისა;
გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძეკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი