მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 30.03.2015
ძალის დაკარგვა 04.04.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2018
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2015 წლის 30 მარტი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ
,,სპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების’’ მე-3 პუნქტის ,,ე.ზ’’ ქვეპუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №19 დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი №1
მუხლი 1🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, დამტკიცებული ფულადი ჯილდოების ოდენობები:
1.1 უფროსებში მსოფლიო ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 3 000 ლარი; მწვრთნელი - 1 000 ლარი;
II. ადგილი - სპორტსმენი -1 500 ლარი; მწვრთნელი - 500 ლარი;
III. ადგილი - სპორტსმენი - 1 000 ლარი მწვრთნელი - 400 ლარი;
1.2 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) მსოფლიო ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი 300 ლარი;
II. ადგილი - სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი;
III . ადგილი - სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი;
1.3 უფროსებში მსოფლიო ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 1 500 ლარი; მწვრთნელი - 500 ლარი;
II. ადგილი სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი;
III. ადგილი სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი -300 ლარი;
1.4 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) მსოფლიო ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი;
II . ადგილი - სპორტსმენი 500 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი;
III. ადგილი - სპორტსმენი 300 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.5 უფროსებში ევროპის ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 1 500 ლარი; მწვრთნელი - 500 ლარი;
II. ადგილი - სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი;
III. ადგილი - სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი;
1.6 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) ევროპის ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 600 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი;
II. ადგილი - სპორტსმენი - 400 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი;
III. ადგილი - სპორტსმენი -300 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.7 უფროსებში ევროპის ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი;
II .ადგილი სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი;
III .ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი 200 ლარი;
1.8 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) ევროპის ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი;
II . ადგილი სპორტსმენი 300 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი;
III. ადგილი სპორტსმენი - 200 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.9. უფროსებში საქართველოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I . ადგილი სპორტსმენი -1 000 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი;
1.10 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) საქართველოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I . ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი;
1.11 უფროსებში საქართველოს ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I . ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი;
1.12. ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) საქართველოს ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I . ადგილი : სპორტსმენი - 300 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.13. დიდებში ოლიმპიური ჩემპიონი;
I. ადგილი სპორტსმენი - 5 000 ლარი; მწვრთნელი - 2 500 ლარი;
II. ადგილი სპორტსმენი - 4 000 ლარი; მწვრთნელი - 2 000 ლარი;
III . ადგილი სპორტსმენი _ 3 000 ლარი; მწვრთნელი - 1 500 ლარი;
1.14 . ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) ოლიმპიური ჩემპიონი;
I . ადგილი სპორტსმენი - 1 500 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი;
II . ადგილი სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი;
III . ადგილი სპორტსმენი - 800 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი;
მუხლი 2🔗
ნიჩბოსნობაში ორ ან მეტ ეკიპაჟიანი ნავის მონაწილეობის შემთხვევაში ფულადი ჯილდოს ოდენობა:
1. ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატში ორ ან მეტ ეკიპაჟიანი ნავის მონაწილეობის შემთხვევაში ფულადი ჯილდო გადაეცეს გამარჯვებულ ეკიპაჟს:
დიდებში - 1 000 ლარი,
2. ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზევით) - 500 ლარი.
მუხლი 3🔗
გუნდურ სახეობებში (ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა გუნდური სახეობები) გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე ფულადი ჯილდოს გაცემის და თანხის რაოდენობის თაობაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 4🔗
ფულადი ჯილდო გადაეცეთ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც საწრთვნელ საქმიანობას ახორციელებენ მცხეთის მუნიციპალიტეტიში და რომელთა მიერ მომზადებულმა მცხეთელმა სპორტსმენებმა დაიკავეს დანართში მითითებული საპრიზო ადგილები.
მუხლი 5🔗
საქართველოს ჩემპიონატში ერთი სპორტსმენის მიერ ერთი ან მეტი პირველ ადგილის დაკავების შემთხვევაში, ფულადი ჯილდო აუნაზღაურდეს ერთი სრულად, ხოლო დანარჩენის 30 % -ის ოდენობით.
მუხლი 6🔗
საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამოდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ფულადი ჯილდო აუნაზღაურდეს ერთი სრულად, ხოლო დანარჩენი 30 % -ის ოდენობით.