“გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2015 წლის 30 მარტი

ქ. გარდაბანი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა  საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 13/01/2015; 010250020.35.161.016203) №1 დანართით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი“–ს მე-5 პუნქტში. პირველი წინადადების შემდეგ დაემატოს საპატიო მიზეზით უფლებამოსილების განუხორციელებლობის განმარტება და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, საკრებულოს წევრს მიმდინარე თვის ხარჯი არ აუნაზღაურდება.

ამ წესის მიზნებისათვის, უფლებამოსილების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზად ჩაითვლება საკრებულოს წევრის მიერ სათანადო წესით წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია (შესაძლებლობის შემთხვევაში თანდართული ოფიციალური ცნობებით), რაც დაკავშირებულია მძიმე ოჯახურ მდგომარეობასთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან, ახლო ნათესავის გარდაცვალებასთან ან სხვა ობიექტური გარემოებასთან, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეუძლებელს ხდის საკრებულოს, კომისიის ან ფრაქციის სხდომაზე დასწრებას ან სხვა უფლებამოსილების განხორციელებას“. 

მუხლი 2
ამავე დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–6 პუნქტი:

„6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა წერილობითი ინფორმაცია ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ (მომართვის, მოხსენებითი ბარათის, ოქმის, ცნობის, ფოტოსურათის და სხვ.), ხოლო საკრებულოს კომისიებმა/ფრაქციებმა სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოს აღრიცხვის ნუსხა, საკრებულოს აპარატში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის..ქ..№6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3  ნაწილით დადგენილი წესით. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.03.2015.
როდის იქნა მიღებული “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ?
“გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 30.03.2015. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.161.016229.
რამდენი მუხლისგან შედგება “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ, №28, 30.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2796849/