„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე„

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2446
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 28/12/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

31-ე მუხლის:

ა) მე-8, მე-9, მე-11 და მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც განთავისუფლდა სამსახურიდან ასაკის, ავადმყოფობის, შტატების შემცირების ან ჯანმრთელობის მოშლის გამო, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს (წევრებს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნარჩუნდებათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება. სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის ასეთივე უფლება უნარჩუნდებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციის თანამშრომლის ოჯახის წევრს (წევრებს).“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2446-რს