⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2016)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2015
ძალის დაკარგვა 01.04.2016
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 300 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2015 მიღება
01.04.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2015 წლის 31 მარტი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ” ქვეპუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. 2.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის  ოდენობით; ბ) ახალასაშენებელი  საკუთარი  წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის თითოეული გრძივი  მეტრისათვის 0.25  ლარის  ოდენობით,;  გ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა)  ერთ სულ მოსახლეზე   თვეში 0.20 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.          3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებულია სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  - კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;  ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო  ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში    40 000 ლარის ოდენობით; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით; მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 მარტის №9 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”. (სსმ ვებგვერდი 03.04.2014  წ.). მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი