ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2015
ძალის დაკარგვა 08.04.2021
გამომცემი ორგანო შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | 2 |
| 8 | 9 |
| 11 | 12 |
| 16 | 17 |
| 17 | 18 |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | გაცემის თარიღი |
| გვარი | სახელი |
| ოქმის მიმღები | შედგენილი (გამოყენებული) ოქმები |
| დაბრუნების თარიღი | აქტის ნომერი |
| № | რაოდენობა |
| პასპორტის ნომერი | მოქალაქეობა |
| ადმინისტ რაციული სამართალ დარღვევის ოქმი | ოქმის შედგენის ადგილი (კლასიფიკატორი) |
| დადგენი ლების გამომტანი (გვარი, სახელი) | საქართ ველოს ადმინის ტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.04.2021
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2015 წლის 1 აპრილი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლის და 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 2093, 239-ე და 240-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი თანახმად №1 დანართისა.
2.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადებისშესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმები თანახმად №2 -№5 დანართებისა.
3.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მითითების, შემოწმების აქტისა და უწყების ტიპური ფორმები თანახმად №6 -№8 დანართებისა.
4.
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში უწყების, მიწერილობისა, შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს №33 დადგენილება.
5.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს წესი, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე და 240-ე მუხლების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლის და 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში (შემდგომში – „სამსახური“) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის, მითითების, შემოწმების აქტისა და უწყების აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.
2.
სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა- ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1.
ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
2.
ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;
ბ)
ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ.
გ)
რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;
დ)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;
ე)
მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები ,,სფს რეგისტრაციის №”.
4.
სამსახურის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული სამსახურში.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმისწარმოება
1.
ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2.
ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა)
ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ)
მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;
გ)
მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3.
ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4.
ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5.
ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:
ა)
ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;
ბ)
ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
დ)
ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხიმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ე)
მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)
მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ)
სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ)
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6.
ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
7.
იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8.
სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9.
ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
10.
ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
11.
ჯარიმა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
მუხლი 4🔗.
სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოება
1.
მითითება წარმოადგენს სამსახურისათვის სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველს, რომელიც განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლით.
2.
მითითება არის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წარმოების პროცესში, გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც გამოწვეულია ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით.
3.
დამრღვევი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმდება როგორც მითითების შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე არადროული შესრულებისათვის ან/და ნაწილობრივ შესრულებისათვის.
4.
მითითება ივსება ორ ეგზემპლარად:
ა)
ერთი – ბარდება სამშენებლო სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიაც მითითებულია მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტში, დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე, დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, მითითების ნომერი და გაცემის დრო;
ბ)
მეორე – რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
5.
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა)
მითითება შესრულდა;
ბ)
მითითება არ შესრულდა;
გ)
მითითება არადროულად სრულდება.
6.
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა აქტში აისახება გადაწყვეტილება:
ა)
დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ)
დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ)
დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.
7.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამსახური იღებს გადაწყვეტილებას თუ:
ა)
დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;
ბ)
საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ)
პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ)
არ არსებობს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
8.
შემოწმების აქტი დგება ორ ეგზემპლარად:
ა)
ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით;
ბ)
მეორე – რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
9.
. უწყება ეგზავნება სამართალდამრღვევს, რომლის ბრალეულობა სამსახურის მიერ დადგინდა წინასწარი შემოწმების შედეგად.
10.
უწყება ივსება ორ ეგზემპლარად:
ა)
ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიც მითითებულია სამართალდარღვევის სახე, კანონით დადგენილი რა ნორმები იქნა დარღვეული. დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, სადაც აღმოჩენილ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი. საქმის განხილვის თარიღი და საქმის განხილვის დრო;
ბ)
მეორე – რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
11.
უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების ჩაბარება (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებულ ობიექტის თვალსაჩინო ადგილას.
12.
მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საქმის განხილვის დამაბრკოლებლად.
მუხლი 5🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა რეგისტრაცია
1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მონაცემები შეიტანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №4) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) შესაბამისი გრაფების შევსებისა და საქმის რეგისტრაციის ნომრის დაფიქსირების გზით.
2.
რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება სამსახურში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.
3.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 6🔗.
რეგისტრაციის ჟურნალის შევსების წესი
1.
რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მეორე გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
2.
მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.
3.
მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
4.
მე-15-21-ე გრაფებში მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე.
5.
22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.
6.
23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.
7.
თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება.
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1.
ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა)
ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ)
ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
2.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.
3.
ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
1.
ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა)
ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ)
ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
2.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.
3.
ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების შესაბამისად.
დანართი №2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
იურიდიული სამსახური
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
სერია № 000000
------------------------------------
1. ------------ ------------------------------- 20 ----წ. 2. ----------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ოქმის შედგენის ადგილი
2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი
3. დავადგინე, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------
ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული
4. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ---------------------- მუხლით / მუხლის –––––------- ნაწილით.
5. მონაცემები დამრღვევის შესახებ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------
სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
6. მოწმე ან/და დაზარალებული: -------------------------------- --------------------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი, მისამართი
7. ოქმის შემდგენელი პირი: -------------------------------- ------------------------------------- ხელმოწერა სახელი, გვარი
8. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------ ---------- ---------------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი
9. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევის ხელმოწერა
10. დამრღვევის ახსნა-განმარტება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
11. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
12. შეფარდებულია ადმინისტრაციული სახდელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჯარიმის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)
13. შენიშვნა: --------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №.
დანართი №3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
N
გაცემის თარიღი
ოქმის ნომერი
ოქმის გამცემი
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
გაგრძელება
ოქმის მიმღები
შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
8
9
10
11
12
13
14
15
გაგრძელება
დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები
დაბრუნების თარიღი
აქტის ნომერი
გვარი
სახელი
თანამდებობა
შენიშვნა
16
17
18
19
20
21
დანართი №4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალი
№
რეგის-
ტრაციის
მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ
თარიღი
იურიდიული პირის დასახელება,
საიდენტი-
ფიკაციო
ნომერი და მისამართი
გვარი
სახელი
მისამართი
თანამდებობა
საქართველოს
მოქალაქის
პირადი
ნომერი
უცხო ქვეყნის მოქალაქის
პასპორტის
ნომერი
მოქალაქეობა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
გაგრძელება
ადმინისტ
რაციული სამართალ
დარღვევის ოქმი
ოქმის შედგენის ადგილი
(კლასიფიკატორი)
ადმინისტრაციული
სამართალ
დარღვევის
ოქმის შედგენის
თარიღი
ოქმის შემდგენელი
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ადმინისტრაციული
სახდელის დადების
შესახებ დადგენილების №
დადგენილების გამოტანის თარიღი
11
12
13
14
15
16
გაგრძელება
დადგენი
ლების
გამომტანი
(გვარი, სახელი)
საქართ
ველოს ადმინის
ტრაციულ სამართალ
დარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი
ადმინის
ტრაციული სახდელის სახეობა
დამატებითი
სახდელი
დარიცხული
ჯარიმის
თანხა
გადახდილი ჯარიმის თანხა
თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები
შენიშვნა
17
18
19
20
21
22
23
24
დანართი №5
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
_________________________________________________
(აქტის შედგენის ადგილი)
________ ____________________ 200 წელი
№
რაოდენობა
ოქმის ინდივიდუალური ნომერი (ნომრები)
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
იურიდიული სამსახურის
უფროსი / -----------------------------------/
ოქმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი / -----------------------------------/
დანართი №6
მითითება №------
შედგენის თარიღი ---------- --------
დამრღვევის დასახელება და მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე განისაზღვრება ––––––––––––––––––––– ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------ დღე.
მითითების გამცემი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
მითითება ჩაიბარა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №7
შემოწმების აქტი №------
შედგენის თარიღი --- -------
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს ----------- მუხლის ------------ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად.
შემოწმების აქტი დგება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემული №------------------ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების
მდგომარეობის დასადგენად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმებით დადგინდა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა □ ბ) მითითება არ შესრულდა □
გ) მითითება სრულდება არადროულად □
შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა): –––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა): ––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (ჩაბარება), პირდაპირი ჩაბარებით გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) განთავსების თარიღი –––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №8
უ წ ყ ე ბ ა №----
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული დარღვევის საფუძველზე
საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის შესაბამისად, დაბარებული ხართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში (ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1) არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმის განხილვის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმის განხილვის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
უფლებამოსილი თანამდებობის პირი ------------------------
უწყების განთავსების თარიღი --- ------------- ------