აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/22529-2014 (შპს "თბილისის N4 კლინიკური საავადმყოფო"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22529-2014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/22529-2014

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2015 წლი ს 11 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შპს „თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს“კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „თბილისის №4 კლინიკური საავამდყოფოს“მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და   

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს“განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. მოვალის განცხადებით და ასევე მეურვის მოხსენების მიხედვით, შ.პ.ს. „თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფოს“სახელზე რეგისტრირებული იყო ორი ავტომანქანა: „მოსკვიჩი 21412” და „უაზ 3962”, რომელიც სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 22 ივლისის ბრძანების საფუძველზე ამოღებული იქნა საწესდებო კაპიტალიდან სხვა ქონებასთან ერთად და გადაეცა სახელმწიფოს. სხვა მოძრავი ან უძრავი ქონება მოვალეს არ გააჩნია. სს ,,თიბისი ბანკში” გახსნილ ანგარიშზე მოვალეს რიცხება 133 ლარი და 45 თეთრი. შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო ს ” დებიტორები არიან: ზაალ კუნჭულია და ლენა კუკულაძე _ 9145 ლარი, ს.ს. ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია” _ 1977 ლარი 48 თეთრი, ირმა ჩიქობავა _ 1549 ლარი. მეურვის ინფორმაციით ფიზიკურ პირებს ქონება არ გააჩნიათ, ხოლო სს ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია ს ” მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება.

კრედიტორთა კრებაზე კრედიტორებმა თანხმობა გამოთქვეს შეწყდეს მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება, ვინაიდან მოვალეს ქონება არ აქვს და საპროცესო ხარჯების დაფარვასაც ვერ უზრუნველყოფს, ხოლო დებიტორული დავალიანებებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც შეუძლებელია შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო ს ” მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

   სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორთა განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო ს ” მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.  

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით,ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის  (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ შპს „თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო ს ” ქონება არ გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს შპს „თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო ს ”  მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.  შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო ს ” (ს/ნ 20010095) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მომართონ სასამართლოს შპს ,,თბილისის №4 კლინიკური საავადმყოფო ს ” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                        ლ. ქოჩიაშვილი