აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/2157 შპს "ბათუმის N1 საავადმყოფოს" გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 2157
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე
სასამართლო გადადის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხზე.
კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორებმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვეს, რასაც დაეთანხმა – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენ ე ლი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ (ს/ნ 245426418) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;
3. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები;
4. შპს ,,ბათუმის №1 საავადმყოფოს’’ გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაინიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
5. განჩინება გაეგზავნოთ შესასრულებლად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე : / გენადი მაკარიძე/
სხდომის მდივანი : / ნოდარი გიორგიძე /