აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1999-14 (შპს "ჯორჯიან ფორისთის " -ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1999-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე 2/ 1999-14

 

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

2015 წლის 24 მარტი

ქ. ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

 

კრედიტორთა კრებას ესწრებოდნენ:

განმცხადებელი: შპს ,,ჯორჯიან ფორესთის’’ წარმომადგენელი პავლე აბოვიანი;

გაკოტრების მმართველი- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე;

კრედიტორები: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე; სს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი თამარ ბაბილუა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

:

 

1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2015 წლის 21 აპრილს 16:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება;

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                              /გენადი მაკარიძე/

 

 

 

სხდომის მდივანი:                                                              /ნოდარი გიორგიძე/