აღსრულების ეროვნული ბიურო- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/3465-15 შპს "რედიტი"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3465-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3465-15 (330210315735150 )

 

 

 

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2015 წლის 04 მარტი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი: შპს ”რედიტი” (ს/კ 404898189)

წარმომადგენელი: ვასილ ხაჭაპურიძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და

 

:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს რედიტის წარმომადგენელმა ვასილ ხაჭაპურიძემ და მოითხოვა შპს ”რედიტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს რედიტი დაფუძნდა 2011 წლის 15 მაისს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სარემონტო, სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების შესრულება. დღეის მდგომარეობით საზოგადოებას შეჩერებული აქვს საქმიანობა და არ ფუნქციონირებს. საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ვინაიდან საზოგადოების ბალანსზე არსებული აქტივების ოდენობა ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად შპს ”რედიტის” დავალიანება განცხადების წარდგენის დროისათვის (2015 წლის 26 თებერვლისათვის) შეადგენს 31 991,31 (ოცდათერთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი მთელი ოცდათერთმეტი მეასედი) ლარს. საწარმოს ბალანსის მიხედვით 2015 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საზოგადოების აქტივები შეადგენს 30 541 (ოცდაათი ათას ხუთას ორმოცდაერთი) ლარს, საიდანაც 3738 (სამი ათას შვიდას ოცდათვრამეტი) ლარი არის ძირითადი საშუალებების ღირებულება, ხოლო 26 803 (ოცდაექვსი ათას რვაას სამი) ლარი კი არის საწარმოს მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს შპს ”დინოზე” გაცემული სესხი და მასზე დარიცხული პროცენტები. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შპს ”რედიტის” მოთხოვნის უფლებას (დებიტორულ დავალიანებას) შპს ”დინოს” (ს/კ 404895789) მიმართ არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ვინაიდან შპს დინოს არ აქვს რაიმე სახის ქონება, რომლითაც შესაძლებელი იქნება შპს რედიტის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს რედიტს ანგარიში გახსნილი აქვს სს საქართველოს ბანკში; სს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ამონაწერით კი დასტურდება, რომ შპს ”რედიტს” ანგარიშზე თანხა არ გააჩნია. განმცხადებლის მითითებით, შპს ”რედიტი” არ არის არანაირი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით განმცხადებელი ითხოვს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.

 

 

”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

 

განცხადებაში მითითებულია, რომ შპს ”დინოს” (ს/კ 404895789) შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) მიმართ გააჩნია დავალიანება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ საწარმო არის გადახდისუუნარო და მისგან თანხის ამოღების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. თუმცა განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების სამტკიცებლად წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი შპს ”დინოს” (ს/კ 404895789) ქონების შეფასების ანგარიშით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ”დინოს” (ს/კ 404895789) არ აქვს შპს ”რედიტის” მიმართ ვალდებულებათა შესრულების შესაძლებლობა.

 

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) მეურვედ დაინიშოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს ”რედიტს” (ს/კ 404898189) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს ”რედიტს” (ს/კ 404898189), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ”რედიტის” (ს/კ 404898189) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ უცხოელ კრედიტორთა არსებობის პირობებში უზრუნველყოს მათთვის გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2015 წლის 15 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6, დარბაზი #23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

11. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ. გვერდზე არაუგვიანეს 2015 წლის 19 მარტისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე :                                                               ბესიკ სისვაძე