ს/ს "სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო"-ს განცხადება-აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№38/02-04
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                                                                                                                       N – 38/02-04

განცხად ება

სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 2 აპრილი

 

 სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ სამეთვალყურეო საბჭო „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.1 მუხლის საფუძველზე იწვევს სააქციო საზოგადოების საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 27 აპრილს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში სააქციო საზოგადოების სხდომათა დარბაზში 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 13 მარტი.

დღის წესრიგი:

1. 2015 წლის 10 მარტის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი ოქმის გაუქმების შესახებ.

2. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის 2014 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიში.

3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიში.

4. საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება.

5. სამეთვალყურეო საბჭოს წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება.

6. 2014 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილების შესახებ.

7. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა 6,1 მუხლის განხილვა.

8. მეწარმეთა კანონის 55.1² შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.

9. 2015 წლის აუდიტის არჩევა.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში.

 

 კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები, (ან მათი წარმომადგენლები) თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრი“ 2015 წლის 13 მარტის 17:00 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 13 მარტიდან 27 აპრილის 17:00 საათამდე. მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 74-ა T: 2220718 დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრის“-ოფისი.

 

 

 

 

 

ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  მ. ასათიანი