„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 26.03.2015
ძალის დაკარგვა 24.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 18.03.2021
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესი-ს დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 18.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№5
2015 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 ნოემბრის №26 დადგენილება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრისერგო მესხი
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და ამოცანები
1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის (შემდგომში – ლიცენზიატი) გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგების ნორმატიული ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს.
2. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დადგენისათვის გამოიყენება წამახალისებელი რეგულირების პრინციპები, რომლებიც ემყარება განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის დადგენას ბუნებრივი გაზის დანაკარგების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.
3. ამ წესით გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) დადგენილებით, თითოეული განაწილების ლიცენზიატისათვის ცალ-ცალკე.
4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე კომისიის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“.
მუხლი 2🔗.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების დადგენის წესი
1. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვებ ოდენობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელით განაწილებისას და იანგარიშება ამ წესის შესაბამისად.
2. განაწილების ლიცენზიატების მიერ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით.
3. ყოველი სატარიფო წლისთვის (t+1) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო პროცენტულ მაჩვენებელსა და ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა წლის (t-1) ფაქტობრივი დანაკარგების პროცენტულ მაჩვენებელს შორის უმცირესით:
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის დანაკარგი აღემატება ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის 2 %‑ს, ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრება 2 %‑ით.
მუხლი 3🔗.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ჯამური დანაკარგები
1. ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებულ (gმიღ) და გაცემულ(gგაც
) და დარიცხულ ოდენობათა შორის სხვაობას.
2. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ნორმატიული დანაკარგების ოდენობა (G) თითოეული წლისათვის იანგარიშება ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული(gმიღ) ბუნებრივი გაზის ჯამური მოცულობისა და კომისიის მიერ ამ წლისთვის დადგენილი დანაკარგის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებლის (L) ნამრავლით.
G = gმიღ · L
(2)
მუხლი 4🔗.
ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება
ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებმა ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.
მუხლი 5🔗.
გარდამავალი დებულებები
1. თუ პირზე გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ლიცენზია და ამავდროულად, არ არსებობს ისტორიული მონაცემები შესაბამის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ, პირველ და მეორე სატარიფო წელზე ნორმატიული დანაკარგების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 2 %-ის ოდენობით.
2. თუ ლიცენზიატს ამ წესის საფუძველზე პირველად უდგინდება ნორმატიული დანაკარგი და მეორე მუხლის მე‑3 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული ოდენობა აღემატება 2 %‑ს, ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგები 5 სატარიფო წლის პერიოდზე განესაზღვრება წინასწარ, თითოეულ სატარიფო წელზე ცალ-ცალკე. ხუთწლიანი პერიოდისათვის ნორმატიული დანაკარგების პროცენტული მაჩვენებლების დადგენა ხდება ტარიფების გაანგარიშების წელს (t), სატესტო (t-1) და წინა 2 წლის (t-2 და t-3) მონაცემების საფუძველზე, შემდეგი წესით:
ა) პირველი სატარიფო წლისათვის (t+1) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის განმავლობაში ლიცენზიატის ფაქტობრივი დანაკარგების პროცენტულ მაჩვენებლებსა და სატესტო წელს (t-1) საქართველოს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში დანაკარგის პროცენტულ მაჩვენებელს შორის უმცირესით:
ბ) პირველი სატარიფო წლის (t+1) მომდევნო 4 წლისათვის ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი იანგარიშება თითოეული ლიცენზიატისთვის ინდივიდუალურად, შემდეგი ფორმულით:
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ბუნებრივი გაზის დანაკარგების ოდენობები განსაზღვრულ 5 სატარიფო წლის პერიოდში უცვლელია, გარდა მე-4 პუნქტში მითითებული გამონაკლისისა.
4. ლიცენზიატს, რომელსაც ბუნებრივი გაზის დანაკარგი დაუდგინდა ამ მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე და წინასწარ განსაზღვრული 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში სხვა განაწილების ლიცენზიატის ბუნებრივი გაზის განამაწილებელ ქსელზე მოიპოვა მფლობელობა, უფლება აქვს მოითხოვოს ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გადაანგარიშება ამ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში შეიძლება გადაანგარიშდეს მხოლოდ მომავალი სატარიფო წლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა/ოდენობები.