საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.04.2015
ძალის დაკარგვა 10.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №32/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016938
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (4)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№32/ნ
2015 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 03 ნოემბრის N144/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი) უფროსი:
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
1.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ - 7 წელი;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR), ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
ე) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ძალიან კარგად ცოდნა;
ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკის სპეციალობით, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მედიამენეჯმენტის სპეციალიზაციით.
1.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება.
2.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს უფროსი (შემდგომში - პრესცენტრის სამმართველოს უფროსი), საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს უფროსი (შემდგომში - პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს უფროსი), საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი):
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.2. პრესცენტრის სამმართველოს უფროსის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს უფროსისა და ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ - 5 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ვ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ვ.ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
ვ.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
2.3 პრესცენტრის სამმრთველოს უფროსის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს უფროსისა და ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება.
3.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/უფროსი სპეციალისტი და ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
3.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის და ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ - 2 წელი;
გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მუშაობის გამოცდილება.
3.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესცენტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის და ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: