საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.04.2015
ძალის დაკარგვა 10.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №37/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016943
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (6)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№37/ნ
2015 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის N162/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის (შემდგომში - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი) უფროსი:
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
1.2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ - 7 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 - წლიანი გამოცდილება;
დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ვ) უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ძალიან კარგად ცოდნა;
ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ზ.ა) პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ზ.ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ზ.გ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
1.3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ”;
ზ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №195/ნ ბრძანება.
2.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი), საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი), საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი (შემდგომში - ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი):
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ - 5 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
ე) უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ძალიან კარგად ცოდნა;
ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს:
ვ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ვ.ბ) პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ.გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ.დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
2.3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”;
ვ) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“;
ზ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №195/ნ ბრძანება.
3.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - მთავარი სპეციალისტი):
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
3.2. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ძალიან კარგად ცოდნა;
3. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: