ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2015
ძალაში შესვლა 03.04.2015
ძალის დაკარგვა 14.03.2016
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.105.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 233 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2015 მიღება
03.04.2015 ძალაში შესვლა
14.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2015 წლის 3 აპრილი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე“  პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლისა და  ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და მოძრავი ნივთის  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის  საფუძველზე დადგენილი, საწყისი საპრივატიზებო საფასურის  7%-ის ოდენობით. მუხლი 3🔗 წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 4🔗 წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას  მართვის უფლებით გადაცემის  საწყისი   საფასური, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვროს  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ  7 %-ის ოდენობით. მუხლი 5🔗 დადგენილება  ამოქმედდეს 2015 წლის 3 აპრილიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია